![]() ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო
კ ო ნ ფ ე რ ე ნ ც ი ე ბ ი
"ეკონომიკა – XXI საუკუნე"
![]() |
|
|
∘ ციცინო თეთრაული ∘ საქართველოს ნიადაგის ტიპები და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოება ანოტაცია. ნაშრომში განხილულია მიწის რესურსების არსი და მნიშვნელობა. შესწავლილია საქართველოს ნიადაგის ტიპები და მისი თავისებურებები. გაანალიზებულია ნიადაგის ეროზიის გამომწვევი მიზეზები და მასთან ბრძოლის გზები და მეთოდები. გაშუქებულია აგრარულ სფეროში მეტი კვალიფიციური კადრების მომზადების აუცილებლობა (ნიადაგ მცოდნეები, გეოლოგები, გეომორფოლოგები, სეისმოლოგები, აგრონომები, რეინჯერები და ა.შ.) რაც მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობას მითითებულია ის ეკოლოგიური და ეკონომიკური საფრთხეები რომელიც მიწიის რესურსებისადმი არასათანადო დამოკიდებულება შეიძლება გამოიწვიიოს. დახასიათებულია მეწყერების, ღვარცოფების და ა.შ. სტიქიური მოვლენების წინააღმდეგ პრევენციული ზომების გატარების გზები და მეთოდები. საკვანძო სიტყვები: ეროზია, მეწყერი, კულტივაცია, ბიოპროდუქტები, ემიგრაცია. სიცოცხლის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული ნიადაგის ისტორიასთან, მიწა არის შეუცვლელი, გაუმრავლებელი და ამოწურვადი რესურსი. მიწა ქვეყნის მთავარი ეროვნული სიმდიდრეა და სახელმწიფოს არსებობის საფუძველი, რომელსაც განსაკუთრებული გაფრთხილება და დაცვა სჭირდება, მიწის რესურსების გამოყენებით კაცობრიობა საუკუნეების მანძილზე თითქმის მთლიანად იკმაყოფილებს სურსათზე მოთხოვნილებას. მიწა ეკონომიკურ ურთიერთობათა საფუძველთა საფუძველია, კაცობრიობის არსებობისათვის ერთადერთი უალტერნატივო საშუალება. ადამიანისთვის მიწა ერთდროულად არის შრომის საგანიც და წარმოების ძირითადი საშუალებაც, რომელსაც კაცობრიობა უხსოვარი დროიდან იყენებს, თავისი არსებობის შესანარჩუნებლად მიწა ერისთვის მისი სახელმწიფო ტერიტორია და სასიცოცხლოდ აუცილებელი სივრცეა, რომელიც ცალსახად განსაზღვრავს ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხარისხს, იგი წარმოადგენს ერის არსებობისა და განვითარების აუცილებელი პირობას. მიწა არ არის ჩვეულებრივი საქონელი, ის თავისი მნიშვნელობით უდიდესი დატვირთვის მქონე უნიკალური ბუნებრივი რესურსია, ერის სიმდიდრე და ჩვენი წინაპრების მიერ დაცული და მემკვიდრეობით ჩვენთვის გადმოცემული. ამიტომ ნებისმიერი ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების საფუძველის წარმოდგენას იმ ბუნებრივი რესურსების ოპტიმალური და რაციონალური გამოყენება და დაცვა, რომელიც ქვეყანას გააჩნია, ნიადაგის არასწორი გამოყენება რჩება თანამედროვე საზოგადოების საფრთხედ, მაშინ როდესაც მსოფლიო მოსახლეობა სწრაფად იზრდება და უკვე 8 მილიარდს გადააჭარბა, ნაყოფიერი მიწების რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება. ყოველწლიურად ბრუნვიდან გამოდის 7-8 მილიონი ჰექტარი სავარგული მიწა, რომლის მიზეზია ეროზია დამლაშება, დაჭაობება, გადაძოვება, ურბანიზაცია და ა.შ. ტერმინი "მიწა" და "ნიადაგი", სხვადასხვა შინაარსობრივი დატვირთვის მატარებელია, ნიადაგი არის დედამიწის ქერქის ზედა ფხვიერი ნაწილი, რაც შექმნილია ქანების ბიოსფეროს, ჰავის, რელიეფისა და ხმოვანების ერთობლივი მოქმედების შედეგად. ნიადაგის არსებითი თვისება არის მისი ნაყოფიერება, რაც გულისხმობს მცენარის უზრუნველყოფას წყლით, სითბოთი, საკვები ნივთიერებებით და ა.შ. წარმოდგენა ნიადაგზე შეიქნა XIX საუკუნეში ნიადაგთმცოდნეობის ფუძემდებლის ვ. დოკუჩაევის მიერ. თავდაპირველად ვ. დოკუჩაევმა გამოყო 10 ნიადაგის ტიპი, ხოლო შემდეგ ნიადაგების კლასიფიკაციაში გამოყვეს 100-ზე მეტი ტიპი, ნიადაგის ტიპი თავის მხრივ იყოფა ქვეტიპებად, სახეებად, სახესხვაობებად და ვარიანტები ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 24 მილიარდი ტონა ნიადაგი იკარგება, მაგრამ მიუხედავად ასეთი გლობალური დანაკარგისა ნიადაგის გამოფიტვა მეტწილად შეუმჩნეველი რჩება. ნიადაგის ეროზია გლობალური პრობლემაა. "ეროზია ლათინური სიტყვაა და "გამოჭამას" ნიშნავს მიწის რესურსებთან დაკავშირებით ეროზია ყველაზე უფრო საჭირბოროტო პრობლემაა. იგი იწვევს ნიადაგის დეგრადაციას რის შედეგადაც ნიადაგი იფიტება, დეგრადირდება, ხდება უნაყოფო და გამოუსადეგარი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის ეროზირებული ნიადაგების აღდგენა ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესია. ნიადაგის 10-12 სმ-იანი ფენის აღდგენის ათეულობით წლები და ზოგჯერ საუკუნეები სჭირდება ამიტომ ეროზია შეიძლება შევადაროთ შენელებული მოქმედების ნაღმს. ნიადაგის ჩამოყალიბების მსგავსად, ნიადაგის ეროზიის ტემპები დამოკიდებულია ნიადაგის თვისებებზე, რომელიც მემკვიდრეობით იღებს საწყისი მასალისაგან, დედაქანისაგან, ასევე დამოკიდებულია ადგილობრივ კლიმატზე, ორგანიზმებისა და ტოპოგრაფიაზე. სტრუქტურული თვისებების კომბინაცია განსაზღვრავს ნიადაგის შესაძლებლობას წინააღმდეგობა გაუწიოს ეროზიას. ორგანული ნივთიერებების მაღალი შემცველობა ნიადაგში აფერხებს მის ეროზიას. მსოფლიოს მასშტაბით ნიადაგის უმეტესი ნაწილი ღარიბია რთული დასამუშავებლად, ან დაუცველია სწრაფი ეროზიისაგან ეროზია ძირითადად დაკავშირებულია საუკუნეების მანძილზე მიწაზე ანთროპოგენურ ზემოქმედებასთან. არასწორ კულტივაციასთან. შხამქიმიკატების ნიადაგში უკონტროლოდ შეტანასთან, წიაღისეულის მოპოვებასთან, ტყეების გაჩეხვასთან და ა.შ. უწყვეტი კულტივაციის პირობებში, ნიადაგის ორგანული ნივთიერებები განიცდიან შემცირებას, ამიტომ ნიადაგი მით უფრო მეტად განიცდის ეროზიას, რაც უფრო დიდხანს ხდება მისი დამუშავება კონსერვაციის გარეშე. მსოფლიოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების 60%-ს დეგრადაცია ემუქრება. ამიტომ ნიადაგის ეროზიული მდგომარეობის კვალიფიციურ შეფასებას და საჭირო ღონისძიებების დროულად გატარებას უდიდესი სოციალ-ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს მდგრადი განვითარებისათვის. საჭიროა მოხდეს მიწის ეროზიული პროცესების მონიტორინგი, მისი გაღრმავებისა და შეძლებისდაგვარად აღმოფხვრის მიზნით. საქართველოს ტერიტორია მისი გეოგრაფიული პირობების გამო იყოფა ორ ნაწილად, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოდ. საქართველო უდიდესი ისტორიისა და კულტურის ქვეყანაა. საქართველო ევროპისა და აზიის შესაყარზე მდებარეობს და ოდითგან დასავლეთისა და აღმოსავლეთის ცივილიზაციების დამაკავშირებელი ხიდს წარმოადგენდა. სწორედ საქართველოზე გადიოდა ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო მაგისტრალი - ძველი აბრეშუმის გზა. საქართველოს რელიეფი მრავალფეროვანია, რელიეფის ჩამოყალიბება, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მრავალი მილიონი წლის განმავლობაში ხდებოდა და ახლაც გრძელდება. საქართველო მთიანი ქვეყანა. მთებს უჭირავს მთელი ტერიტორიის ნახევარზე მეტი 54%, გორაკ-ბორცვებისა და მთისწინების - 33%, ხოლო დაბლობები - 13%-ია. საქართველოს მთიანი რელიეფი აგრარული სფეროს განვითარებისათვის სპეციფიკურ მიდგომას საჭიროებს. საქართველოს მთელი სივრცე 3 ტიპის ფართობისაგან შედგება: 1) ბუნებრივ-სამეურნეო ფართობს უკავია - 64,9%; 2) სამიწათმოქმედო ფართობს - 18,1%; 3) გამოუსადეგარი ფართობია - 17%. საქართველოში ხშირია ბუნებრივი სტიქიური მოვლენები მეწყერები, ღვარცოფები, წყალდიდობები, ზვავები, კლდეზვავები, ქვათაცვენა და ა.შ. საქართველოს ტერიტორია 7-9 ბალიანი მიწისძვრების რისკის ზონაშია მოქცეული. გვყავს ეკომიგრანტები საქართველოს მიწის რესურსების ტერიტორიული განაწილება ექვემდებარება ვერტიკალური ზონალობის კანონს. ზღვის დონიდან სიმაღლის მიხედვით გამოიყოფა 6 ზონა. საქართველოში ეროზიის შედეგად ყოველწლიურად ნადგურდება ათასობით ჰექტარი მიწის ნაკვეთი, ირეცხება ასეულობით ტონა ნიადაგი. წყალუხვ მდინარეების - რიონს, კოდორს, ჭოროხს, ყოველწლიურად ათეულობით მილიონი ტონა მაღალ-ნაყოფიერი ნიადაგი ზღვაში შეაქვთ, მაღალი მთიანეთის 2000-3000 მ-ზე (ზღვის დონიდან) სასოფლო-სამეურნეო სავარგულები თითქმის აღარ გვხვდება. საქართველოს ნიადაგები მრავალფეროვანია (34 ტიპია გავრცელებული) მთა-მდელოს ნიადაგები, ყომრალი ნიადაგები, სამხრეთ მთიანეთის შავმიწები, კორდიანი მთა-მდელოს ნიადაგები, ყომრალი ნიადაგები ტყის ყავისფერი ნიადაგები, სხვადასხვა ქანებზე განვითარებული კორდიან-კარბონატული ნიადაგები გამოფიტული და კარბონატული მთის შავმიწები, მცირე საშუალო სისქის შავმიწები, რუხი ყავისფერი ნიადაგები, დამლაშებული ნიადაგები, წითელ მიწა და ყვითელ მიწა ნიადაგები; ეწერი და ეწერ-ლებიანი ნიადაგები, ნეშომპალა-სულფატური (გაჯიანი), ბიცობიანი და დამლაშებული ნიადაგები, ალევიური კარბონატული და უკარბონატო ნიადაგები, აღმოსავლეთ საქართველო მდელოს კარბონატული ნიადაგები, სუსტად განვითარებული მცირე სისქის სხვადასხვა ტიპის პრიმიტიული ნიადაგი, და ა.შ. საქართველოს მიწის რესურსები ხასიათდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მაღალი ბუნებრივი ნაყოფიერებით. მთიანი რელიეფის გამო საქართველოში სავარგულების ათვისება ვერტიკალური ზონალობის პრინციპს ექვემდებარება, რის გამოც ბარში ათვისებული ტერიტორიების მასშტაბი უფრო დიდია ვიდრე მთიანეთში. რელიეფის გამო მთიან რეგიონებში გართულებულია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოყენება და ხშირად სარგებლობენ ცოცხალი გამწევი ბაღით (ხარი, კამეჩი). რელიეფის გამო სავარგულები წვრილკონტურებიანია და მიწების დიდი ნაწილი ფრაგმენტირებულია, ამიტომ მნიშვნელოვანია შეძლებისდაგვარად მათი კონსოლიდაცია. მიუხედავად იმისა რომ ჩვენი ქვეყანა მცირემიწიანია, გვაქვს ბუნებრივად ნაყოფიერი მიწები. ჰუმუსის მაღალი შემცველობის გამო ნაყოფიერებით გამოირჩევა ყომრალი ნიადაგები, მთა-მდელოს შავმიწისებრი ნიადაგები, შავმიწები, ყავისფერი ნიადაგები, საქართველოში ეროზიის შედეგად ყოველწლიურად ათასობით ჰექტარი მიწა ნადგურდება. ეროზიის სახეებია: 1) წყლისმიერი ეროზია, 2) ქარისმიერი ეროზია, 3) პერმანენტული კულტივაცია (ქიმიური სასუქების შექანა ნიადაგში), 4) გადაჭარბებული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, 5) ტყის მასივების შემცირება, 6) დამლაშება, 7) გადაძოვება, 8) დაჭაობება, 9) მეწყერი, 10) ღვარცოფი, 11) მიწისძვრა და ა.შ. ყველა განვითარებულ ქვეყანაში მიწის მონიტორინგის ობიექტს წარმოადგენს, როგორც სასოფლო, ასევე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა. ქვეყნის ტერიტორიული-სივრცითი მოწყობა არის მიწის მართვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკვანძო ინსტრუმენტი, მისი სოციალური ტერიტორიული და ეკონომიკური განვითარებისათვის. ქართლში ნიადაგსაფარი საკმაოდ მრავალფეროვანი ტიპის ნიადაგებით ხასიათდება. ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები გამოირჩევა მაღალი ნაყოფიერებით და საუკეთესოა ვენახისათვის. ზღვის დონიდან 1000-1800 მ-ზე გვხვდება მცირე და საშუალო სისქის ყომრალი ნიადაგები, ვულკანურ პლატოზე ზ.დ. 1200 მ-ზე მაღლა მთის შავმიწა ნიადაგები, ხოლო შედარებით დაბალია ყავისფერი ნიადაგებია გავრცელებული. გამოირჩევა ალევიური და ნეშომპალა კარბონატული ნიადაგები. ყავისფერი ნიადაგები გავრცელებულია მთა-ტყეთა ზონის ქვედა ნაწილში, ზღვის დონიდან 700-1200 მ-ის ფარგლებში, ინტენსიური მიწათმოქმედების ზოლში. ქვემო ქართლში არის მრავალფეროვანი სპექტრი როგორც ნიადაგების, ისე ვერტიკალური ზონალობის, რაც სოფლის მეურნეობის ინტენსიური განვითარების საშუალებას იძლევა. ქვემო ქართლში ბარის ველის, დაბალმთის ტყის, საშუალო მთის ტყის მთის სტეპისა და მდელოს სტეპის ზომიერად მშრალი ლანდშაფტებია. სოფლის მეურნეობის დარგებიდან განვითარებულია: მეხილეობა, მებოსტნეობა, მევენახეობა, მოჰყავთ თამბაქო ეთერზეთოვანები, ათვისებული კერძო სავარგულების 28,6%, სახნავს - 24%, გამოუყენებელია 3,5%, ფართობების 50% ძირითადად სათიბ-საძოვრებად გამოიყენება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით ქარელის მუნიციპალიტეტში ქარისმიერ და წყლისმიერ ეროზიას განიცდის 8,677 ჰა, გორის მუნიციპალიტეტში - 14,157 ჰა, ქარელში დამლაშებულია 450 ჰა, გორში - 233 ჰა ნიადაგი. ამის შესახებ შიდა ქართლის რეგიონის განვითარების სტრატეგიაში და მოიცავს 2014-2024 წლამდე პერიოდს. ამავე კვლევის მიხედვით კვერნაქის ქედის ორივე ფერდობზე საძოვრები საშუალოდ ეროდირებულია, ცხვრის მიერ გადაძოვების გამო. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ შიდა ქართლში შეიმჩნევა გაუდაბნოების პროცესის გააქტიურება, სადაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ქარსაცავი ზოლების განადგურებისა და ნალექების დეფიციტის პირობებში, მომატებული ტემპერატურის ფონზე გაძლიერდა ქარის მიერი ეროზიის პროცესი, კახეთი რელიეფურად წარმოდგენილია ვაკე და მთიანი ტერიტორიებით. კახეთში ზაფხულის ტემპერატურა ყველგან მაღალია. ელდარის ვაკე საქართველოს ყველაზე მშრალი რეგიონია. კახეთის რეგიონი ტყეებით მდიდარია. ტერიტორის 32% ტყეს უკავია, რომელსაც ნიადაგდაცვითი, წყალშენახვითი, საკურორტო მნიშვნელობა აქვს. კახეთი სასოფლო-სამეურნეო რეგიონია, რომლის ძირითადი დარგია მევენახეობა. მოჰყავთ ასევე ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული კულტურები ეკონომიკაში წამყვანია კვების მრეწველობა, კერძოდ: ღვინის, ეთერზეთების საკონსერვო და თამბაქოს წარმოება. კახეთის აგროტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. კახეთში ხშირია ისეთი სტიქიური მოვლენები, როგორიცაა: ღვარცოფი გვალვა, სეტყვა. სეტყვა დიდ ზიანს აყენებს როგორც მევენახეობას, ასევე მთლიანად სოფლის მეურნეობას. კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელმა კახეთის რეგიონში მიწის რესურსებისა და სოფლის მეურნეობის პრობლემების შესასწავლად კვლევა ჩაატარა კვლევის შედეგად გამოვლინდა ძირითადი პრობლემები როგორიცაა მიწის ეროზია, ტყეების გაჩეხვა, ნიადაგის დაჭაობება, სათესლე მასალისა და ტექნიკის დეფიციტი, სოფლებში მოშლილია სარწყავი და სადრენაჟო სისტემები. ზოგან სასმელი წყალიც კი პრობლემაა. ჩასატარებელია ნაპირსამაგრი სამუშაოები, საჭირბოროტო საკითხია ადიდებული მდინარეები. მდინარეების კალაპოტები არ არის გაწმენდილი ნაპირებია გასამაგრებელი. ადიდებული მდინარეები ტბორავს ნაკვეთებს, სავარგულებს. იხოცება ფრინველი და ცხოველი, წყალი სახლებში უვარდება მოსახლეობას. მცხეთა-მთიანეთი სოფლის მეურნეობის რეგიონია. განვითარებული მეხილეობა, მებოსტნეობა, მემარცვლეობა. მთავარი და ტრადიციული დარგია მეცხოველეობა. მცხეთა-მთიანეთი ერთ-ერთი ნაკლებად ურბანიზებული მხარეა: ტერიტორიის დიდი ნაწილი უკავია ყომრალსა და ტყის ყავისფერ ნიადაგებს, აგრეთვე გვხვდება შავმიწა, ნეშომპალა და ტყის ყომრალი ნიადაგები, ჰიდროგრაფიული ქსელი მჭიდროა და წარმოდგენილია მდინარეებით, ტბებით, მყინვარებითა და მიწისქვეშა წყლებით. მუხრან-საგურამოს ვაკეზე გვხვდება მდელოს ალევიური, კარბონატული და მდელოს ყავისფერი ნიადაგები. რაჭა-ლეჩხუმის რელიეფში მაღალი ქედები და ქვაბულები გვხვდება. ტერიტორიის ნახევარზე მეტი ტყის მასივებს უჭირავს. საძოვრების დიდი ფართობები უკავია, რაც ხელს უწყობს მეცხოველეობის განვითარებას. წამყვანი დარგია მევენახეობა, მოჰყავთ ბაღჩეული და ბოსტნეული კულტურები, ხილი. რეგიონი ნაკლებად ურბანიზებულია, ბევრია დაცარიელებული სოფელი სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონი ძლიერ დანაწევრებული რელიეფით ხასიათდება. ნიადაგური საფარი საკმაოდ ჭრელია. სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მოდის 39,2%, ბუჩქნარებზე - 3,5%, ჭაობებზე - 2,0%, გამოყენებული მიწები - 8,3%-ია, კოლხეთის დაბლობზე გავრცელებული ტორფი და ჭაობიანი ტყეები. რეგიონის მდებარეობა განაპირობებს სამელიორაციო და სარწყავი სისტემების საჭიროებას. განვითარებულია სუბტროპიკული მხილება, მებოსტნეობა, რეგიონი მდიდარია ეკონომიკური და სოციალური მნიშვნელობის მქონე ბუნებრივი წიაღისეულით და ჰიდრორესურსებით, დიდი პრობლემაა აუთვისებელი სავარგულები - მიტოვებული გაბუჩქებული - გაუხეშებული - გასარევლიანებული ფართობები, აუთვისებელი მიწის ფართობები შეადგენს 14,8 ათას ჰა-ს, მთლიანი სავარგულების 5,5%-ს, აქედან დეგრადირებულ 5000 ჰა. გაველურებული ჩაისა და ტუნგოს ფართობები, ამ ფართობების ათვისება სახელმწიფო ძალისხმევისაა შესაძლებელი. აჭარის ფართობი რთული და მრავალფეროვანია მისი უმეტესი ნაწილი მთებს, მთისწინებსა და ღრმა ხეობებს უკავია, შავი ზღვა, როგორც მთლიანად საქართველოს ისე აჭარის უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი სიმდიდრეა, აჭარა მდიდარი ბუნებრივი ლანდლშაფტით ხასიათდება. აქ წარმოდგენილია მთის ტყეები, კოლხური ქვეტყეები, ალპური და სუბალპური მდელოები, აჭარის ნიადაგური საფარი განსაკუთრებული ნიარგვარობით ხასიათდება. ზღვისპირა რაიონებში ფართოდ არის გავრცელებული ტიპიური წითელი მიწები. იგი წარმოადგენს სუბტროპიკული კულტურების (ჩაი, ციტრუსი, ტუნგო, დაფნა და ა.შ.) განვითარების საუკეთესო გარემოს, აჭარაში გვხვდება წითელ მიწები, ყვითელ ყომრალი ნიადაგები - მთა მდელოს ნიადაგები, კორდიან ტორფიანი და ა.შ. გავრცელებულია აგრეთვე ტორფიან-ჭაობიანი ნიადაგები. აჭარა ქვეყანაში ციტრუსებით მთავარი მწარმოებელია. წამყვანი ადგილი უკავია მანდარინს, აჭარაში სოფლის მეურნეობის სპეციალიზაციის 3 ზონაა გამოყოფილი. სანაპირო ზონაში მისდევენ მეციტრუსეობას და მეჩაიეობას შიდა აჭარაში - მესიმინდეობა და მეთამბაქეობას მაღალმთიან აჭარაში კი ძირითადად მესაქონლეობა. სამცხე-ჯავახეთში ჭარბობს ვულკანური ფორმები. ტერიტორიის თითქმის 2/3 სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია. სამცხეში ამ მიწებზე მთელი ფართობის 53,4% მოდის. ჯავახეთში - 83,3%. ორივე მხარის სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნახევარზე მეტი საძოვრებია, სამცხე-ჯავახეთი ძირითადად სასოფლო-სამეურნეო რეგიონია. მოჰყავთ ბოსტნეული, ბაღჩეული, ყურძენი, მარცვლეული, მისდევენ მეცხოველეობას. სამცხე-ჯავახეთში პროდუქციის წარმოების 85%-ზე მეტი მცირე ზომის შინამეურნეობებია. 90-იანი წლების კრიზისის პერიოდში რეგიონში განადგურდა და დეგრადაცია განიცადა ტყეების მნიშვნელოვანმა ნაწილმა. სამცხე-ჯავახეთის საზაფხულო საძოვრებზე ხშირად მიერეკებიან ცხოველებს ბარის რაიონებიდან. გადაძოვება რეგიონის მთავარი პრობლემაა, მიწის რესურსებთან დაკავშირებით საძოვრების როტაციის სისტემის დანერგვა და მონიტორინი მათი გადარჩენისა და დაცვის ერთადერთი გზაა, ძეგლად სამცხე-ჯავახეთში იმდენი ხორბალი მოჰყავდათ, რომ უცხოეთშიც კი გაჰქონდათ, XII საუკუნეში თამარ მეფის ეპოქაში მესხეთი საქართველოსთვის ნამდვილი ბეღელი იყო, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ტერიტორიებზე წარმოდგენილი ნიადაგები თვისებრივად მეტად განსხვავებულია ამიტომ საჭიროა მეცნიერულად მათი უფრო ღრმად შესწავლა, გაანალიზება და პრევენციული ზომების გატარება. საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირებული მეწყერული ტერიტორიების საერთო ფართობი 1,5 მლნ ჰა-ს აღემატება, მეწყერ საშიში რეგიონებია: რაჭა-ლეჩხუმი, აჭარა, სვანეთი, იმერეთი, მთიულეთი და ა.შ. მეწყერული პროცესების წარმოქმნა-გააქტიურებას განაპირობებს რელიეფის ღრმა დანაწევრება და ძლიერ დახრილი ზედაპირი, დაბალი სიმტკიცის მქონე ქანების დიდ ფართობებზე გავრცელება და ადამიანის სამეურნეო საქმიანობაა. დედამიწის ზედაპირული ფენების ჩაწევა დაცურებით გადაადგილებას ფერდობის დახრის მიმართულებით მეწყერი ჰქვია, მეწყერები არ აღინიშნება კოლხეთის დაბლობებზე, ალაზნის ველზე და შიდა ქართლის ვაკეზე. მეწყერი შეიძლება რამდენიმე ჰექტარ ფართობს მოიცავდეს, ხოლო დამეწყრილი ტერიტორია ზოგჯერ ათეული კმ2-საც შეადგენს. საქართველოში დაახლოებით 10 000 მეწყერი ან მისი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების მქონე უბანია, რომელთაგან უფრო საშიშია დაახლოებით 3000. მეწყერი ხშირად წლის განმავლობაში პასიურ მდგომარეობაშია. მათი გააქტიურება ხელსაყრელი კლიმატური პირობების დადგომისთანავე იწყება, დამეწყვრასთან ბრძოლის ეფექტური საშუალებაა: მთის კალთების გატყიანება, და საინჟინრო ნაგებობებით დამაგრება, მიწისქვეშა წყლების დრენაჟის მოწყობა, უსისტემო მორწყვის აკრძალვა, მიწისქვეშა აფეთქებების აკრძალვა და ა.შ. მეწყერის წარმოქმნის საშიშროების შესახებ სიგნალის მიღებისას მოვემზადოთ ევაკუაციისთვის. მეწყერის გარდა დიდ საფრთხეს წარმოადგენს ღვარცოფი. ღვარცოფული საშიშროების ზონაშია მოქცეული საქართველოს ტერიტიორიის 2 მილიონი ჰექტარი ფართობი, ძირითადი ღვარცოფული რაიონებია: არაგვის თერგის, ალაზნის, ზემო დინებით. აუზები, ღვარცოფის წარმოქმნა-განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებია: ადვილადშლადი ქანები, უტყეობა, ხანგრძლივი გვალვიანი პერიოდი. ღვარცოფი არის ერთი მეორეში არეული ტალახის, ღორღისა და წყლის უზარმაზარი ნიაღვარი, რომელიც დიდი სისწრაფით მოექანება ქვევით, თან მოაქვს ლოდები, ემატება ენერგია და სიჩქარე და გზაზე ანადგურებს ყველაფერს. საქართველოში ღვარცოფის ხსენება ასოცირდება მდინარე დურუჯთან. დურუჯმა ბევრჯერ დაატრიალა ტრაგედია ყვარელში. ღვარცოფული მდინარეებია კისისხევი, ლაფანისხევი, თურდო, ჭერმისხევი. უნდა გავიხსენოთ რამდენიმე წლის წინ თბილისში დატრიალებული თითქოსდა უწყინარი მდ. ვერეს ტრაგედია. ასევე შოვში დატრიალებული ტრაგედია, რომელთაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა ღვარცოფის წინააღმდეგ მიმართავენ შემდეგ ღონისძიებებს: ფერდობებზე აშენებენ ტყეებს, გაჰყავთ წყალშემკრები არხები, აკეთებენ ტერასებს ორმოებს, მდინარის კალაპოტის გასწვრივ აგებენ დამბებს, საყრდენ კედლებს, კალაპოტში კი დამჭერებს რკინის, რკინა-ბეტონის, ან მიწაყრილისაგან. ტყე პირდაპირ კავშირშია ნიადაგთწარმომქმნელ პროცესებთან. იგი ძვირფასი და შეუცვლელი ბუნებრივი რესურსია გარდა ნიადაგთწარმომქმნელი პროცესებისა გატყიანება ხელს უშლის ისეთ მოვლენებს როგორიცაა მეწყერი, ღვარცოფი, წყალდიდობა და ა.შ. რომელსაც უდიდესი ზიანი მოაქვს მოსახლეობისთვის. საქართველო ბუნებრივი გატყიანებით ევროპაში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. ბუნების დაცვის საქართველოში შორეულ წარსულშიც დიდ ყურადღებას აქცევდნენ. თამარ მეფის 1189 წლის სიგელში მოხსენიებულია "ტყის მცველნი" ტყეებზე უშუალოდ არის დამოკიდებული ნიადაგის დაცვა, ატმოსფეროში ჟანგბადის შემცველობა, წყლის რეჟიმი, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და ა.შ. დედამიწაზე ტყეების ხმელეთის 1/3 უკავია. არცთუ ისე შორეულ წარსულში საქართველოს ტერიტორის ნახევარი ტყეებს ეკავათ. ისტორიული წყაროებით დასტურდება რომ 600 ათასი ჰა-მდე ტყე განადგურდა, ხოლო 461 ათასი ჰა ძალზე გამეჩხერებული და დეგრადირებულია. მაგალითად ჯავახეთი XVI საუკუნეში ტყეებად იყო დაფარული, ახლა კი ეს ტერიტორია თითქმის სრულიად უტყეოა. საქართველოს ტყის ფონდი 2 მილიონ 980 ათასი ჰექტარია. რაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის თითქმის 43%-ია. 1999 წლის მიღებული იქნა საქართველოს ტყისს კოდექსი. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენი ქვეყნის ტყეები მნიშვნელოვნად განადგურდა და შემცირდა. მიმდინარეობდა ტყების მასობრივად გაჩეხვა გასათობობად გამოყენება (90-იან წლებში). ასევე ადგილი ჰქონდა ტყეების ჭრას და სამერქნე მასალად გაყიდვას. ამჟამინდელმა მთავრობამ მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა ტყის კოდექსში, კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიის უფლება მიეცა რომ მის ირგვლივ მდებარე 20 ჰექტარი ტყის ფართობი საკუთრებაში დარეგისტრიროს, მოუაროს და გაუფრთხილდეს ამ ჩვენს ბუნებრივ სიმდიდრეს. FAO-ს მონაცემებით ყოველწლიურად მცირდება ტყეების მნიშვნელოვანი ნაწილი იჩეხება და ბიზნეს ინტერესებს ეწირება ამაზონკის ჯუნგლები, რომელსაც "დედამიწის ფილტვებს" უწოდებენ. ხელოვნურად გაჩენილი ხანძრები ანადგურებს ამ უნიკალურ პლანტაციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ტყეებს, ქვეყანაში ფუნქციონირებდა მიწის მართვის დეპარტამენტი. ეს დეპარტამენტი რატომღაც გაუქმდა 2004 წელს. აგრარული სექტორი და სოფლის მეურნეობა არამომგებიან სფეროდ იყო გამოცხადებული. ძირითადი აქცენტი კეთდებოდა ტურიზმზე. გლეხებს ვაზი ააჩეხინეს და საზამთრო დაათესინეს, მიწის მართვის დეპარტამენტის ლიკვიდაციასთან ერთად გაუქმდა მის დაქვემდებარებაში არსებული სამიწათმოქმედო ინსტიტუტი და ლაბორატორია. გაჩერდა ნიადაგების კვლევის და სხვა მიმდინარე სამუშაოები. შეწყდა მიწათმომწყობთა კადრების გამოშვება, უცხოელებზე იყიდებოდა ქართული მიწები, ამჟამად ეს პროცესი შეწყვეტილია. ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვანი ლანდშაფტი და შესაბამისად მიწის რესურსები საჭიროებს უფრო მეტ მოვლისა და პატრონობის ისეთი დარგების განვითარებას (და შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადებას) როგორიცაა: ნიადაგთმცოდნეობა, გეოლოგია, გეომორფოლოგია, აგრონომია, სეისმოლოგია და ა.შ. მიწის რესურსები პირდაპირ კავშირშია სასურსათო უსაფრთხოებასთან. ჩვენი სოფლის მეურნეობა არაეფექტიანია, დაბალია მისი პროდუქტიულობა, მოსაწესრიგებელია მისი სასოფლო-სამეურნეო წარმოების ორგანიზაციულ-ინსტიტუციური ფორმები, კერძოდ დიდია არასაბაზრო ხასიათის მცირე შინამეურნეობების რაოდენობა დაბალი მწარმოებლურობა ქვეყანა თითქმის სრულიად არის დამოკიდებული ხორბლის იმპორტზე. გლეხებს არა აქვს საშუალება რომ ჩაატარონ ნიადაგის ანალიზი, რაც ძვირად ღირებული პროცესია. ქვეყანას თავისუფლად შეუძლია გახდეს ბიოპროდუქტების მწარმოებელი ქვეყანა, ბიოპროდუქტების ფასი მსოფლიო ბაზარზე იზრდება. 2012 წლიდან გლეხებს უსასყიდლოდ დაურიგდათ სასოფლო-სამეურნეო იარაღები. ამოქმედდა აგროდაზღვევა. მთავრობამ 2016 წელს მიიღო კანონი "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ რაც ხელს უწყობს ამ რეგიონებში მოსახლეობის ადგილზე დამაგრებას კანონი ითვალისწინებს დამატებით სოციალურ და საგადასახადო შეღავათებს. ნიადაგი არეგულირებს ელემენტების გადაცემას დედამიწის სიღრმიდან გარემომცველ ატმოსფეროში. მდიდარი ნიადაგი არის მრავალი მიკროორგანიზმის თავშესაფარი, ნიადაგში მცხოვრები ორგანიზმები უზრუნველყოფენ ხმელეთის ეკოსისტემების მრავალფეროვნების, ნიადაგის წარმოქმნას ხელს უწყობს ფიზიკური და ქიმიური პროცესების შთამბეჭდავი მრავალფეროვნება. ტერმიტებისა და ჭიანჭველების მსგავსი მთხრელი, მღრღნელი ცხოველები ნიადაგში ურევენ დაშლილ ქანებს. ის თუ რამდენად სწრაფად მიმდინარეობს ნიადაგის წარმოქმნა. დამოკიდებულია გარემო პირობებზე. აშშ-ს ბერკლის პროფესორმა ჰ. ჯენიმ განსაზღვრა 5 ძირითადი ფაქტორი, რაც წარმართავს ნიადაგის ჩამოყალიბებას, ესენია: 1) ძირითადი ქანები, 2) კლიმატი, 3) ორგანიზმები, 4) ტოპოგრაფია და 5) დრო, იგივეს ფიქრობდა დოკუჩაევი. ადამიანს ჯერ კიდევ არ აქვს აღწერილი ბუნებრივი ნიადაგის მკვიდრი ყველა სახეობა. ნიადაგის ხვნამ შესაძლოა მოკლას დიდი ზომის ორგანიზმები. პესტიციდებმა გაანადგუროს მიკროორგანიზმები და მიკრო ფაუნა. დიდმა ინგლისელმა მეცნიერმა ჩარლზ დარვინმა რომელიც წლების მანძილზე სწავლობდა ამ საკითხს, და საფუძველი ჩაუყარა ნიადაგზე თანამედროვე წარმოდგენის ჩამოყალიბებას, რომლის მიხედვითაც ნიადაგი დედამიწის კანია, დარვინი ჭიაყელების ბუნებრივ მებოსტნეებად მიიჩნევდა. ორგანული სასუქებით ნიადაგის კულტივაციას ალტერნატივა არ გააჩნია. აუცილებელია ქვეყნას ქონდეს ზუსტი მონაცემები სავარგულების ტრანსფორმაციის შესახებ. ამჟამად არსებული თემატური რუკები არასრულყოფილია. დასკვნა: მიწის რესურსებთან დაკავშირებული პრობლემები კომპლექსური ხასიათისაა, მართალია საქართველო პატარა ქვეყანაა მაგრამ გვაქ ბუნებრივად ნაყოფიერი მიწები. ისრაელმა თავისი უნიკალური მოდელის "კიბუცების" საშუალებით უდაბნოს მიწა წალკოტად გადააქცია. ჩვენც შეგვიძლია აღნიშნული მოდელის განხორციელება რასაც ყოველთვის მხარს უჭერდა საპატრიარქო. საქართველოს ნიადაგები მრავალფეროვანია, ამიტომ სპეციფიკურ შესწავლას და მიდგომას საჭიროებს. აუცილებელია ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ სრულყოფილი რუქების შედგენა. სადაც ზუსტად იქნება ასახული ყველა ეროზირებული და დეგრადირებული ტერიტორია მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა მიღებული იქნეს სათანადო ზომები მის აღმოსაფხვრელად. მსოფლიოში იაფი პროდუქტის ხანა დასრულდა. გენმოდიფიცირებულმა პროდუქტმა კრახი განიცადა. ბიოპროდუქტების ფასი მსოფლიო ბაზარზე იზრდება. საქართველოს თავისუფლად შეუძლია გახდეს ბიოპროდუქტების მწარმოებელი ქვეყანა. "ხორბლისა და ღვინის ქვეყანაში", საქართველო თითქმის მთლიანად ხორბალზე იმპორტდამოკიდებულია საჭიროა ამის შემცირება. მოცემული გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, სასურსათო უსაფრთხოება და განსაკუთრებით ხორბალი სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია. უნდა გავზარდოთ ხორბლის ნათესები. გვაქვს მსოფლიოში უნიკალური ხორბლის ჯიშები. გვაქვს ისტორიული გამოცდილება. ქვეყანაში არის დაცლილი და თითოკომლიანი სოფლები. მილიონზე მეტი ქართველი ემიგრაციაშია სამუშაოდ. გაეროს მონაცემებით საქართველო მომაკვდავი ერების სიაშია შეყვანილი. საჭიროა სოფლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რათა შიდა მიგრაცია მაინც შევაჩეროთ და მოსახლეობა ადგილზე დამაგრდეს. მიწას პატრონი სჭირდება. ტექნოლოგიები ყველა პრობლემას ვერ გადაჭრის. ტექნოლოგიური უმუშევრობის შიშს გამოთქვამდნენ დიდი მეცნიერები ბ. ლევონტიევი, კეინზი. შეიძლება გაჩნდეს მსოფლიოში "უმუშევართა მთელი არმია". ქართველისთვის მიწას ყოველთვის საკრარული მნიშვნელობა ქონდა იგი ადვილად არ ტოვებდა თავის მიწაწყალს. ქართულ ენაში რომელსაც იოანე ზოსიმე ღმერთების ენას უწოდებდა გვაქვს ამის გამომხატველი სიტყვები "დედამიწა", "დედაბუნება". რა არის მიწა? ყველაფერი მოდის მისგან და ყველაფერი უბრუნდება მას. გამოყენებული ლიტერატურა:
|