English / ქართული / русский /
გიორგი ხარშილაძე
ციფრული ტრანსფორმაციის სოციალური ასპექტები საქართველოში

ანოტაცია. სტატია მიზნად ისახავს საქართველოში ციფრული ტრანსფორმაციის სოციალური ასპექტების გაანალიზებას. გაანალიზებულია ციფრული ტექნოლგიების გავრცელება და მათი ზეგავლენა სოციალურ ჯგუფებზე, რეგიონულ განსხვავებაზე, განათლებაზე, შრომის ბაზარსა და სოციალურ უთანასწორებაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ციფრულ უთანასწორობაზე ციფრული პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. სტატიაში წარმოდგენილია რეკომენრაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს საზოგადოებრივი სივცრის ციფრულ ინტერგაციას.

საკვანძო სიტყვები: ციფრული ტრანსფორმაცია, სოციალური უთანასწორობა, საქართველოს ტექნოლოგიური ჩართულობა, განათლება, სოციალური ჯგუფები

შესავალი

21-ე საუკუნე ციფრული ტექნოლოგიების უკიდურესად სწრაფი განვითარებითა და გავრცელებით არის გამორჩეული. იმ სამყაროში, სადაც ყოველდღიური ურთიერთობები, ეკონომიკური აქტივობა, პოლიტიკური მონაწილეობა და კულტურული კომუნიკაცია თანდათან უფრო მეტად ხდება ციფრულად მედიირებული, გარდაუვალია ის გავლენები, რასაც ციფრული ტრანსფორმაცია ახდენს საზოგადოებრივ სტრუქტურებზე. ამ პროცესს რთული და მრავალგანზომილებიანი ბუნება აქვს – იგი მოიცავს ტექნოლოგიურ განვითარებას, სოციალურ ურთიერთობათა ცვლილებას, ძალაუფლების გადანაწილებასა და საზოგადოებრივი დინამიკის ტრანსფორმაციას. ციფრული ტრანსფორმაცია არ არის მხოლოდ ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვა, არამედ ის წარმოადგენს ღრმა სოციალურ პროცესს, რომელიც გარდაქმნის ადამიანის სოციალურ ყოფასა და მის უნარს, იყოს სრულფასოვანი სუბიექტი ცვალებად სამყაროში.

ამ პროცესში განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს ციფრული ტრანსფორმაციის სოციალური ასპექტები, რომლებიც უკავშირდება ისეთ საკითხებს, როგორიცაა სოციალური ჩართულობა, თანასწორობა, განათლებაზე წვდომა, შრომის ბაზრის ტრანსფორმაცია და დემოკრატიული მონაწილეობის შესაძლებლობები. საქართველოში, როგორც პოსტსაბჭოთა და გარდამავალ საზოგადოებაში, ციფრული ტრანსფორმაცია მიმდინარეობს არათანაბარი ტემპით და ხშირად აცდენილია სოციალური პოლიტიკის პრინციპებს. ტექნოლოგიური განვითარება ხშირად უსწრებს სოციალური ჩართულობის დინამიკას, რაც აღრმავებს უკვე არსებულ უთანასწორობებს – მათ შორის, გეოგრაფიულ, ასაკობრივ და ეკონომიკურ ჭრილში.

გლობალურ დონეზე აღიარებულია, რომ ციფრული ჩართულობა გადამწყვეტ როლს თამაშობს ადამიანის განვითარების ყველა სფეროში. გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ციფრულ წვდომასა და უნარებს განიხილავს როგორც ერთ-ერთ ფუნდამენტურ ინდიკატორს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGS) მიღწევის პროცესში [United Nations Development Programme (2022)].

თანამედროვე ეტაპზე, ციფრული ტექნოლოგიები შეგვიძლია მივიჩნიოთ ახალ სოციალურ რესურსად, რომლის განაწილებაც განაპირობებს მოქალაქეების მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში, განათლებასა და შრომით აქტივობაში.

მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა ზოგადად იზრდება, ციფრულ სამყაროში ჩართვის უნარი კვლავ არათანაბრად არის განაწილებული – როგორც ქვეყნებს შორის, ისე ქვეყნის შიგნითაც. ამის დასტურია ე.წ. ციფრული უთანასწორობა  (Digital Divide), რომელიც განიხილება არა მხოლოდ წვდომის, არამედ გამოყენებისა და შედეგების მიხედვითაც. ჯენ ვან დაიკის მოდელის მიხედვით, ციფრული უთანასწორობა ოთხ ფაზად იყოფა: წვდომა, უნარები, გამოყენება და სოციალური შედეგები [Van Dijk, J. (2005). გვ.. 21–46.]. საქართველოშიც კარგად ჩანს, რომ მიუხედავად ინტერნეტის მოხმარების ზრდისა, კვლავ რჩება მნიშვნელოვანი ბარიერები, რომლებიც უშლიან ხელს მოსახლეობის სრულფასოვან ციფრულ ინტეგრაციას.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან – COVID-19-ის პანდემიის ფონზე – ციფრული ტექნოლოგიების როლი კიდევ უფრო გაძლიერდა და ციფრული ტრანსფორმაცია გახდა არა მხოლოდ განვითარების კომპონენტი, არამედ გადარჩენის აუცილებელი მექანიზმი. დისტანციური განათლება, ონლაინ სერვისები, შრომის ციფრული ფორმები – ეს ყველაფერი აქტიურად მოითხოვდა როგორც ტექნიკურ მზაობას, ისე მოქალაქეთა ცოდნას და უნარებს ციფრულ გარემოში ფუნქციონირებისთვის. თუმცა, ამ ეტაპმა მკაფიოდ წარმოაჩინა ის პრობლემები, რაც დღემდე მეტწილად დაუფარავი რჩება: საქართველოს რეგიონების ინფრასტრუქტურული ჩამორჩენა, მოწყვლადი ჯგუფების ტექნოლოგიური დაბრკოლებები და სახელმწიფო პოლიტიკის რეაგირების სიმცირე ან დაგვიანება.

ქართული კონტექსტი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი კვლევით დისკურსს წარმოადგენს, რადგან ის აერთიანებს როგორც გლობალურ გამოწვევებს, ისე რეგიონულ-პოლიტიკურ სპეციფიკას. საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების განვითარება დაყოფილია ორ პარალელურ რეალობად: ერთი მხრივ, თბილისსა და დიდ ქალაქებში სწრაფად იზრდება ციფრული სერვისების წვდომა, ახალგაზრდები აქტიურად იყენებენ ონლაინ პლატფორმებს, ტექნოლოგიური კომპანიები ვითარდებიან და ჩნდება ციფრული ინოვაციების ცენტრები; მეორე მხრივ კი, სოფლებში, მცირე ქალაქებსა და მოწყვლად სოციალურ ჯგუფებში ფიქსირდება სერიოზული ჩამორჩენა – როგორც ტექნიკური, ისე უნარების დონეზე. 

ციფრული ტრანსფორმაციის თეორიული საფუძვლები

ციფრული ტრანსფორმაცია თანამედროვე სოციალური ცვლილებების ერთ-ერთი ცენტრალური კატეგორიაა, რომელიც მოიაზრებს ტექნოლოგიური მიღწევების გავლენას არა მხოლოდ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სისტემებზე, არამედ კულტურულ ღირებულებებსა და სოციალურ ურთიერთობებზე. მისი გააზრება საჭიროებს ინტერდისციპლინურ ანალიზს, რადგან ციფრული ტრანსფორმაცია, როგორც ფენომენი, სცილდება ტექნოლოგიურ განზომილებას და პირდაპირ ებმის საზოგადოებრივი ურთიერთობების, ძალაუფლების და იდენტობის სტრუქტურას. იგი წარმოადგენს იმ სოციალურ-კულტურული ძვრების რთულ სისტემას, რომელიც ფორმირდება ტექნოლოგიური ინოვაციების, ინსტიტუციური გადაკეთებებისა და სოციალურ-პოლიტიკური დინამიკის ზემოქმედებით.

ციფრული ტრანსფორმაციის თეორიული გააზრებისას ხშირად მიმართავენ ინფორმაციული საზოგადოების კონცეფციას, რომლის ფუძემდებელი მანუელ კასტელსია. კასტელსი აღწერს ახალ სოციალურ სისტემას – ე.წ. ქსელურ საზოგადოებას (Network Society), სადაც მთავარი რესურსი აღარ არის მატერიალური კაპიტალი, არამედ ინფორმაცია და მისი დამუშავების უნარი. ამ მოდელში სოციალური კავშირები განისაზღვრება ციფრული ქსელების მეშვეობით, ხოლო ძალაუფლება კონცენტრირდება იმ სოციალურ ერთეულებთან, ვინც აკონტროლებს ამ ქსელებს [Castells, 1996: გვ. 45-67]. ასეთი მიდგომა ცხადყოფს, რომ ციფრული ტრანსფორმაცია არ არის ნეიტრალური პროცესი – იგი იწვევს ახალი ტიპის ჰეგემონიის ჩამოყალიბებას, სადაც საზოგადოებრივი იერარქიები აღარ ეყრდნობა მხოლოდ ეკონომიკურ ან პოლიტიკურ მექანიზმებს, არამედ ტექნოლოგიური ხელმისაწვდომობის ხარისხს.

ამ ცვლილებების გააზრებაში დიდი წვლილი მიუძღვით კრიტიკულ თეორეტიკოსებს, რომლებიც ციფრულ ტრანსფორმაციას განიხილავენ როგორც სოციალურ დიფერენციაციის ინსტრუმენტს. ერთ-ერთი მთავარი თეორიული მახასიათებელია ე.წ. ციფრული უთანასწორობა (Digital Inequality), რომელიც უკავშირდება არა მხოლოდ ტექნოლოგიაზე წვდომის განსხვავებას, არამედ მისი გამოყენების უნარს, მიზანსა და შედეგებს. ვან დაიკი [Van Dijk J 2005: გვ. 21–46] ციფრულ უთანასწორობას ყოფს ოთხ ძირითად ეტაპად: წვდომა, უნარები, გამოყენება და შედეგები. ამ მოდელის თანახმად, ტექნოლოგიებზე წვდომა არ იძლევა სრულყოფილ სოციალურ ჩართულობას, თუკი ინდივიდს არ აქვს საკმარისი უნარი ამ ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებისა, რაც საბოლოოდ განსაზღვრავს მისი სოციალური კაპიტალის ხარისხს.

ციფრული ტრანსფორმაცია ასევე ცვლის სოციალურ იდენტობებს და ქმნის ახალ სოციალურ სივრცეებს, სადაც იდენტობა უკვე ნაკლებად არის დაკავშირებული გეოგრაფიულ ფიზიკურ გარემოსთან და უფრო მეტად განისაზღვრება ინდივიდის ციფრულ აქტივობაზე, ონლაინ პლატფორმებზე წარმართულ ურთიერთობებსა და თვითწარმოდგენაზე. შერი ტერკლის ნაშრომში „Aლონე თოგეტჰერ“ ხაზგასმულია, რომ ციფრულ სამყაროში ურთიერთობები ხშირად სიმულაციური ხდება, ადამიანები მიანიჭებენ უპირატესობას ტექნოლოგიურ შუამავლობას რეალურ ემპათიურ კავშირზე [Turkle, 2011: გვ. 84-97]. ეს ფენომენი განსაკუთრებით აქტუალურია ახალგაზრდებსა და იმ სოციალურ ჯგუფებში, რომელთათვისაც ციფრული სივრცე წარმოადგენს თვითწარმოჩენის ძირითად პლატფორმას.

თეორიულად საინტერესოა ის პროცესიც, რომელსაც პიერ ბოუდრიე კულტურული კაპიტალის ციფრულ განზომილებად მოიაზრებს – ციფრული უნარები და ტექნოლოგიური წვდომა იქცევა იმ რესურსად, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის სოციალურ მობილობასა და მონაწილეობის ხარისხს. ციფრული სივრცეში მოქნილად მოქმედი ინდივიდი ეუფლება ისეთ პოზიციას, რომელიც სოციალური თვალსაზრისით შეიძლება ჩაითვალოს პრივილეგირებულად [Bourdieu, 1986: გვ. 241–258]. ამით ციფრული ტრანსფორმაცია პარადოქსულად იქცევა როგორც ინკლუზიის, ასევე ექსპლუატაციის ინსტრუმენტად: ის აძლევს ახალ შესაძლებლობებს გარკვეულ ჯგუფებს, ხოლო სხვებს გამორიცხავს ამ შესაძლებლობებიდან.

მნიშვნელოვანია ასევე კიბერპოლიტიკური თეორიები, რომლებიც ციფრულ ტრანსფორმაციას განიხილავენ როგორც ძალაუფლების გადანაწილების პროცესს, სადაც ინტერნეტი და ციფრული მედია შეიძლება გახდეს როგორც დემოკრატიული ჩართულობის, ისე ინფორმაციული კონტროლის იარაღი. მარკ ანდრეევიჩი ციფრულ სივრცეს ასახავს როგორც „ციფრულ პანოპტიკონს“, სადაც მომხმარებლები მუდმივი თვალთვალისა და მონაცემთა შეგროვების ობიექტები ხდებიან [Andrejevic M, 2007: გვ. 101]. მსგავსად, კრისტიან ფუქსი ციფრულ პლატფორმებს მიიჩნევს კაპიტალისტური შრომის ახალი ფორმის სიმბოლოდ – მომხმარებლის აქტივობა იქცევა მონეტიზაციის საშუალებად და ციფრული შრომა გაუსამრჯელო სოციალურ შრომად გარდაიქმნება [Fuchs C., 2014: გვ. 12–34].

ამ თეორიების სინთეზისას აშკარა ხდება, რომ ციფრული ტრანსფორმაციის ანალიზი მოითხოვს იმ წინააღმდეგობების გათვალისწინებას, რაც იშლება ტექნოლოგიურ პროგრესსა და სოციალურ სამართლიანობას შორის. საქართველოს რეალობაში ეს დისკურსია განსაკუთრებულად აქტუალურია, რადგან ციფრული ინფრასტრუქტურა და უნარების განვითარება არათანაბრად ვითარდება. კვლევები აჩვენებს, რომ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ხშირად არ გააჩნია არც შესაბამისი ტექნოლოგია და არც საკმარისი კომპეტენცია ციფრულ სერვისებში ჩასართავად, რის გამოც ისინი გამორიცხულნი რჩებიან სახელმწიფო სერვისების მნიშვნელოვან ნაწილში. გარდა ამისა, ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში უკიდურესად მნიშვნელოვანია სოციალური ჩართულობის სტრუქტურების გააზრება, რაც მოიცავს განათლების სისტემის, შრომის ბაზრისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუციებს. ციფრული სწავლება და შრომის დისტანციური ფორმები საქართველოსთვის ახალი ფენომენია, რომელიც საჭიროებს როგორც ნორმატიული ჩარჩოს განსაზღვრას, ისე ინსტიტუციური მხარდაჭერის მექანიზმების განვითარებას [UNDP, 2022: გვ. 19–23]. სწორედ ამ მხარეების იგნორირება აჩენს სოციალურ დაყოფას „ციფრულად ჩართულ“ და „გარდა დარჩენილ“ ჯგუფებს შორის, რაც იმეორებს სოციალურ უთანასწორობას უკვე ახალ, ტექნოლოგიურ ფორმატში. 

ციფრული ტრანსფორმაციის სოციალური უთანასწორობის ასპექტები საქართველოში

ციფრული ტრანსფორმაცია ერთდროულად წარმოადგენს როგორც ტექნოლოგიურ ინოვაციას, ისე ღრმა სოციალურ მოველნას, რომელიც გარდაქმნის საზოგადოების ორგანიზაციულ სტრუქტურებს, ადამიანთა ყოველდღიურობასა და სოციალური ურთიერთობების ხასიათს. საქართველოში აღნიშნული პროცესები პოსტსაბჭოთა სისტემიდან გამომდინარე მემკვიდრეობით, სუსტი ინსტიტუციური განვითარების, სოციალური დიფერენციაციისა და რეგიონული უთანასწორობოს ფონზე მიმდინარეობს. შესაბამისად აუცილებელია ამ ტრანსფორმაციის ანალიზი როგორც მიკრო,ისე მაკრო და სოციალურ დონეზე.

საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის სოციალური კოტექსტი მოიცავს რამდენიმე ფუნადენტურ კომპონენტებს: ინფრასტურულ ხელმისაწვდომობას, სოციალური ჯგუფების ჩართულობას, უნარების ასიმეტრიას, ეკონომიკური რესურსების განაწილებასა და ინსტიტუციური მხარდაჭერის ხარისხს. ამ ყველაფრის ფონზე, აშკარად ვლინდება სოციალური უთანასწორობის კვლავწარმოებას ახალ ტექნოლოგიურ სივრცეში, რაც ციფრულ განზომილებას აქცევს სოციალური სტრუქტურების ასიმეტრიული დინამიკის განმამტკიცებელ მექანიზმად.

საქართველოში ინტერნეტზე წვდომა და ციფრული სერვისებით სარგებლობა ნომინალურად გაუმჯობდესდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. Aმის დასტურად შეგვიძლია მოვიყვანოთ 2024 წლის მონაცემები, ინტენეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი ქვეყანაში 91%-ს უტოლდება [საქსტატი, 2024], თუმცა, გეოგრაფიული, ასაკობრივი და სოციალური ჯგუფების ჭრილში ეს მაჩვენებელი სერიოზულად განსხვავდება. სწორედ ამ განსხვავებებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ციფრული თანასწორობის და სამოქალაქო მონაწილეობის შესაფასებლად. ინტერნეტზე წვდომა არ ნიშნავს ავტომატურ მონაწილეობას ციფრულ საზოგადოებაში, პირიქით იგი მხოლოდ შესასვლელია იმ ფართო სოციოტექონოლოგიურ სივრცეში, რომელში ნავიგაცია საჭიროებს უნარებს, მოტივაციას და რესურსებს.      

ციფრული უნარების სიმძიმის განაწილება სხვადასხვა სოციალურ ფენებში ქმნის ციფრულ სიღარიბეს. ეს უკანასკნელი არ არის მხოლოდ ტექნიკური ცოდნის ნაკლებობა, იგი მოიცავს ინფორმაციის ანალიზის უნარს, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობას და კრიტიკული აზროვნების კულტურასაც. ზოგადად, ციფრული უთანასწორობა მომდინარეობს სამი კომპონენტის ერთობლიობისგან: მატერიალური წვდომა, უნარების ფლობა და მოტივაცია აქტიური გამოყენებისთვის. საქართველოში ყველა ეს კომპონენტი სხვადასხვა სოციო-ეკონომიკურ ჯგუფში მყიფეა. მაგალითად სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილი არა მხოლოდ ფლობს საჭირო ტექნოლოგიებს, არამედ არ ხედავს მოტივაციას ონლაინ სერვისებით სარგებლობისთვის, რაც დამატებით ამძაფრებს მათ გამორიცხვას სახელმწიფო და ეკონომიკური აქტივობისგან.   

მნიშვნელოვანი სოციალური დინამიკა გამოიკვეთა განათლების სისტემაში, სადაც ციფრული ტრანსფორმაცია მოითხოვს არა მხოლოდ ტექნოლოგიების დანერგვას, არამედ სწავლების ფილოსოფიის რეფორმირებას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ 2021 წელს დააანონსა ციფრული განათლების სტრატეგია, პანდემიისას აღმოჩნდა, რომ სკოლათა დიდი ნაწილი ვერ პასუხობდა დისტანციური სწავლების გამოწვევებს. ათასობით მოსწავლემ ვერ მიიღო დისტანციური განათლება, მოწყობილობების, ინტერნეტის ან მასწავლებელთა მზაობის დეფიციტის გამო ეს განსაკუთრებით შეეხო ეთნიკურ უმცირესობებს, მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ქმნის განათლების ხარისხის მკვეთრ დიფერენციაციას.

ციფრული ტრანსფორმაციის ერთ-ერთი კრიტიკული ასპექტია სამოქალაქო ჩართულობა. ელექტრონული მმართველობა, ელექტრონული პეტიციები, ონლაინ საჯარო განხილვები წარმოადგენს იმ მექანიზმს, რომლებიც ციფრულ დემოკრატიას ემყარება. თუმცა კვლევები აჩვენებს რომ საქართველოში ელექტრონულ მმართველობაში მონაწილეობის მაჩვენებელი დაბალი, განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრებ დაბალი განათლების მქონე მოქალაქეებს შორის[UNDP, 2023].

მოქალაქეთა ციფრული ჩართულობის დაბალი დონე მიუთითებს არა მხოლოდ ტექნიკური ცოდნის ნაკლებლობაზე, არამედ პოლიტიკური კულტურის არასათანადო განვითარებაზე. ხშირია ფორმალური ჩართულობა – მაგალითად, ელექტრონულ პეტიციებზე ხელმოწერა – რომელიც არ გადადის რეალურ პოლიტიკურ მონაწილეობაში. ეს ცხადყოფს რომ ციფრული სივრცის პოლიტიზაცია საქართველოში სტრუქტურულად ჯერ კიდევ არ მომხდარა.

ციფრული ტრანსფორმაციის გავლენა ასიმეტრიულად აისახება შრომის ბაზარზე. მაღალი კვალიფიკაციის მქონე სამუშაო ადგილები, მეტად სარგებლობენ დისტანციური შრომის მოდელით, თუმცა უმრავლესობა დასაქმებულისა მუშაობს ისეთ სფეროებში, სადაც დისტანციური მოდელი ვერ ხორციელდება, მაგალითად სოფლის მეურნეობაში წარმოებაში. ყოველივე ამის საფუძვეზე შრომითი ბაზარი ორ ნაწილად უნდა დავყოთ – ციფრულ მოქნილ და ციფრულად გაუქმებულ სექტორებათ [World Bank. 2023].

ციფრული სერვისების მიმართ უნარების მოტივაციის უთანასწორობა განსაკუთრებით თვალსაჩინოა ე.წ. „ციფრულად მარგინალიზებულ“ ჯგუფებში, რომელთა შორისაც იგულისხმება ხანდაზმულები, ეთნიკური უმცირებსობების წარმომადგენლები, დაბალშემოსავლიანი ოჯახები და შშმ პირები. მაგალითად, 2024 წლის მონაცემებით 60 წელს გადაცილებული პირთა 89.1% ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე იყენებდა ინტერნეტს, მათგან დიდი ნაწილი მხოლოდ იყენებს მხოლოდ სოციალურ ქსელებს (86.2%), ინტერნეტ/აუდიო კავშირის (92.4%), ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიება (42.5%), ონლაინ ახალი ამბების/გაზეთების/ჟურნალების წაკითხვა (37.4%) [საქსტატი, 2024], უყურადღებოთ ტოვებს საჯარო სერვისების ელექტრონულ ვერსიებს, ბანკინგის სისტემებს. შედეგად, ისინი რჩებიან დამხმარე პირებზე დამოკიდებულნი – შვილებზე, ნათესავებზე ან გარშემომყოფებზე, რაც ზრდის მათ სოციალურ იზოლაციას და თვითდამოკიდებულების შემცირებას.  

მსგავსი ტენდენცია იკვეთება ეთნიკური უმხირესობების შემთხვევაშიც, განსაკუთრებით ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, სადაც ენობრივი ბარიერი კიდევ უფრო ამძაფრებს ციფრულ სივრცეში შემოსვლის დაბალ შანსებს. ციფრული სერვისების დიდი ნაწილი არ ითვალისწინებს მრავალენოვანობას და საინფორმაციო რესურსების ქართული ენის დომინაცია აზერბაიჯანულ და სომხურენოვან მოსახლეობის სრულფასოვან ჩართულობას. ამასთან, რეგიონებში ინსფრასტრუქტული გამოწვევების აქტუალურია – მაგალითად მაღალმთიან რეგიონებში ინტერნეტის სიჩქარე არ ან ვერ აკმაყოფილებს საგანმანათლებლო ან ბიზნსეს საქმიანობის მინიმალურ სტანდარტებს.

განსაკუთრებული ყურადღებას საჭიროებს ახალგაზრდების ციფრული ტრანსფორმაციის ინტეგრაციის საკითხები. ერთის მხრივ, ახალგაზრდები ქმნიან იმ სოციალურ ფენას, რომელიც ყველაზე ბუნებრივად ინტეგრირდება ტექნოლოგიურ სამყაროში – ისინი აქტიურად იყენებენ სოციალურ მედიას, ფლობენ საბაზისო ტექნოლოგიურ უნარებს და ინტერაქციაში იმყოფებიან ფლობალურ ციფრულ კულტურასთან. თუმცა, აღნიშნული ჩართულობა ხშირად ზედაპირულია და არ გულისხმობს პროდუქტიულ ან შემოქმედებით გამოყენებას. ახალგაზრდების უმეტესობა აქტიურად იყენებს TikTok, Insatgram, მაგრამ არ ფლობს პროფესიულ დონეზე პროგრამირებას, მონაცემთა ანალიზს ან ციფრული მეწარმეობის უნარებს. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ეს წარმოადგენს ე.წ. „მეორე დონის ციფრულ გამონაკლისს“ როცა ადამიანებს ტექნოლოგიებთანწვდომა აქვთ, მაგრამ მათ არ იყენებენ მაღალი ეკონომიკური და სოციალური ღირებულებების შესაქმნელად.      

სწორედ ამიტომ, საქართველოს შემთხვევაში დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს არაფორმალურ განათლებას და შემეცნებით პროექტებსა თუ პროგრამებს, რომლებიც იმ სოციალური ფენებისთვის ინქბეა მიზნობრივი, ვისაც სახელმწიფო სისტემური მხარდაჭერა ნაკლებად აქვს. ჩიფრული წიგნიერების კურსები, ახალგაზრდული ჰაბები, უნივერსიტეტებთან დაკავშირებული ტექნოლოგიური ჰაბები შეიძლება მივიჩნიოთ იმ არხებად, რომლებიც ხელს შეუწყობს პროდუქტიულ უნარებზე ორიენტირებულ ტრანსფორმაციას. დღესდღეობით ასეთი ინიციატივები ძირითადად კერძო ან საერთაშორისო დონორების მიერ ფინანსდება, რაც მიუთითებს ამ მიმართულებით სახელმწიფოს სისტემური პასუხისმგებლობის დეფიციტზე.

გენდერული განსხვავება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, რომელიც ციფრული ტრანსფორმაციის სოციალურ ანალიზში განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. Oფიციალური სტატისტიკის 2022 წელს ინტერნეტით სარგებლობდა ქალების 78% და მამაკაცების 89%, რაც უკვე აფიქსირებს წვდომის გარკვეულ სხვაობას [UN Woman 2022]. თუმცა რეალური განსხვავება ვლინდება არა იმდენად წვდომაში, რამდენადაც ტექნოლოგიების გამოყენების ტიპსა და ხარისხში. ქალები იშვიათად არიან წარმოდგენილნი ტექნოლოგიურ ინოვაციებში, რთულ Iთ სექტორში ან ციფრულ მენეჯმენტში. Iჩთ სექტორში დასაქმებულთა მხოლოდ მესამედი ქალია, ხოლო ლიდერულ პოზიციებზე მათი წილი 10%-ს არ აღემატება. ეს მდგომარეობა ასახავს გენდერულ სტრუქტურლ ბარიერებს, რაც საბოლოოდ ზღუდავს ქალების სრულფასოვან მონაწილეობას ციფრულ ეკონომიკაში. ამ პროცესის გაღრმავებული გაანალიზება საჭიროებს ასევე იმ ფაქტორთა გათვალისწინებას, რომლებიც გავლენას ახდენს ციფრულ ეკონომიკაზე – კერძოდ, მეწარმეობის შესაძლებლობაზე, დისტანციური შრომის პირობებზე, ელექტრონული კომერციის განვითარებაზე და ციფრული სერვისების ლოკალიზაციაზე. ამ თვალსაზრისით, საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციას ჯერ კიდევ შეზღუდულია ადგილობრივი ბაზრი სიმცირით, ტექნოლოგიური სტარტაპების დაბალი კაპიტალიზაციით და სახელმწიფოს მხრიდან არასაკმარისი წახალისებით. 

ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში მოქალაქეობრივი მონაწილეობა და დემოკრატიული ჩართულობა იკავებს ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილს. ციფრული მოქალაქეობა გულისხმობს ინფორმირებულობას, კრიტიკურ ჩართულობას, ინტერნეტში ნავიგაციის ეთიკურობას და ციფრულ სივრცეში სოციალური პასუხისმგებლობის გამოხატვას, რომელიც საქართველოში ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზეა. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად გაიზარდა მოქალაქეთა წვდომა სახელმწიფო სერვისებზე, მაგალითად ელექტრონული იდენთიფიკაციის, ონლაინ პეტიციების ან ბიუროკრატიული მომსახურების ხელმისაწვდომობის კთხით, ჩართულობის ხარისხობრივი მაჩვენებები მიანიშნებს გარკვეულ სიღმისეულ პრობლემებზე. ჩიფრული მოქალაქეობის განვიარება საჭიროებს არა მხოლოდ ტექნიკური ინფრასტრუქტურისა და უნარების ქონას, არამედ სოციალურ მოტივაციასა და ნდობას. ნდობის კრიზისი – როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების, ისე ონლაინ სივრცის მიმართ საქართველოში ერთ-ერთ გადამწყვეტ ბარიერეს წარმოადგენს. მოქალაქეთა უმრავლესობა ეჭვის თვალით უყურებს სახელმწიფო ელექტრონულ სერვისებს, მობილური აპლიკაციებით მიერ შეგროვებულ მონაცემებსა და ონალინ იდენტიფიკაციის მექანიზმებს, რაც აფერხებს მათ ფართო გამოყენებას. გარდა ამისა, ონლაინ სივრცე, რომელიც შეიძლება იქცეს დემოკრატიული დისკუსიის პლატფორმად, საქართველოში ხშირ შემთხვევაში ფუნქციონირებს ფრაგმენულრად და პოლარიზებულად. სოციალური მედია-სივრცეში პოლიტიკური დებატები ხშირად დეზინფორმაციისა და ე.წ. „დოქსინგის“ (განსხვავებული აზრის მქონე პირის პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროება) გავლენით იმართება. ეს პროცესი იწვევს ე.წ. ციფრული ტოქსიკურობის გარემოს, რომელიც ასუსტეს ჯანსაღ სამოქალაქო დისკუსიის პროცესს და მოქალაქეთა ჩართულობას. შედეგად მოქალაქეთა ნაწილისთვის ციფრული სივრცე აღიქმება არა როგორც შესაძლებლობა, არამედ მუქარის წყარო – განსაკუთრებით ქალებისა და მარგინალიზებული ჯგუფების შემთხვევაში, რომელთაც აქვთ კიბერბულინგის ან სექსისტური თავდასხმები გამოცდილება [Freedom House, 2021].

განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს ციფრული მმართველობის პროცესში არსებულ პრობლემებზე. მართალია, ბოლო წლებში, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა სახელმწიფო სერვისების ელექტრონიზაციის მიმართულებით – საჯარო რეესტრის სერვისები, საგადასახადო აპლიკაციები, სოციალურ დაცვის ელექტრონული სისტემები, მაგრამ მოქალაქეთა მიერ ამ სერვისების გამოყენება მაინც არათანაბარია. ძირითადი პრობლემა არა მხოლოდ ტექნოლოგიური წვდომის არარსებობაა, არამედი ინფორმირებულობის ნაკლებობა: მოქალაქეთა უმრავლესობა დარწმუნებული არ არის იმაში თუ რა სერვისს როგორ უნდა მიმართოს, ან როგორ უნდა გადაამოწმოს მიღებული ინფორმაცია. დემოკრატიული მონაწილეობის ფორმები – როგორიცაა ელექტრონული პეტიციები, ონლაინ კონსულტაციები, ბიუჯეტის განხილვის პლატფორმები – ძირითადში ურბანლულ სივრცეში ფუნქციონირებენ, სადაც მოქალაქეები მეტწილად აქტიურად იყენებენ ადგილობრივი თვითმართველობის ციფრულ არხებს, თუმცა რეგიონულ მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა ჩართულობა გაცილებით დაბალია, რაც მიუთითებს იმაზე რომ ციფრული დემოკრატია არ ან ვერ ფარავს სრულად გეოგრაფიულ და სოციალურ სივრცეებს.

ციფრული მოქალაქეობის საკითხთან მჭიდროდ არის დაკავშირებული ე.წ. „ინფორმაციული სუვერენიტეტის“ საკითხი. cიფრული პლატფორმეის მფლობელობა, მონაცემთა კონტროლი და საგარეო პლატფორმებზე დამოკიდებულება მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა საქართველოსთვის. მაგალითად საქართველოს ციფრული ეკონომიკის დიდი ნაწილი ეფუძნება უცხოურ პლატფორმებს, (Google, Facebook, Amazon Web Services) რაც ქმნის მონაცემთა ლოკალიზაციის, ინფორმაციული უსაფრთხოების და ციფრული სუვერენიტეტის საკითხებს. ევროკავშირის მსგავსად, საქართველოც საჭიროებს მონაცემთა დამუშავების დამოუკიდებელ ჩარჩოებს, მომხმარებელთა ინფორმირებულობის ამაღლეას და ადგილობრივი მონაცემების გონივრულ დაცვას. აღნიშნული საკითხები მხოლოდ ტექნოლოგიური კი არა, პოლიტიკური და სამართლებრივი ხასიათის პრობლემებია.  

ციფრული ტრანსფორმაცია არა მხოლოდ მმართველობის, ეკონომიკის და განათლების სფეროებს ეხება, არამედ ღრმა გავლენას ახდენს სოციალურ იდენტობებზე, კულტურულ ნარატივებზე და ინდივიდების თვითაღქმაზე. თანამედროვე ციფრულ გარემოში იდენტობა აღარ არის მხოლოდ ფიზიკური კოტაქტის შედეგად ჩამოყალიბებული კონსტრუქცია, ის აქტიურად კონსტრუირდება და რეპრეზენტირდება ონალინ პლატფორმებზე, სოციალური მედიის საშუალებით, სადაც ინდივიდები ქმნიან თავიანთ სოციალურ „მე“-ს და ციფრულ ანარეკლებს.    

საქართველოში სოციალური მედიის ფართო გავრცელებამ მნიშვნელოვნად შეცვალა სოციალური ურთიერთობების ფორმა და სტრუქტურა. ბოლო მონაცემებით, Facebook-ს მომხმარებელთა რაოდენობა 2025 წლისთვის საქართველოს მოსახლეობის 76,56%-ი იყენებდა. ეს მოცემულობა მიუთითებს იმაზე, რომ სოციალური მედია იქცა არა მხოლოდ კომუნიკაციის, არამედ თვითწარმოდგენის, იდენტობის ფორმირების, პოლიტიკური პოზიციონირებისა და სოციოკულტურული კოდის მატარებელ სივრცედ. შოციალური ჯგუფები ხშირად იყენებენ ამ პლატფორმებს საკუთარი ინტერესის, ღირებულებების და ნარატივები საჯაროდ დასაფიქსირებლად – იქნება ეს რელიგიური პოზიციები, ეთნიკური კუთვნილება თუ სოციალური პროტესტი. 

თუმცა, ციფრული სივრცის ეს დემოკრატიული პოტენციალი ხშირად შეზღუდულია ტოქსიკური კომუნიკაციის მოდელებით, პოლიტიკური ჩარევით, რაც ართულებს სოციალურ ჯგუფებს შორის ბალანსირებულ დისკუსია. კვლევების დიდი ნაწილი მიუთითებს რომ საქართველოში სოციალური მედიის გამოყენება ხშირად ემყარება ე.წ. „ეკო-სისტემებს“, ანუ ინფორმაციულ ბუშტებს, სადაც მომხმაებლები ხედავენ იმ აზრებს და ნარატივებს, რომლებიც მათ წინასწარ რწმენებს ადასტურებს, რაც ქმნის ღრმა პოლარიზაციას და აფერხებს სოციალური დიალოგის შესაძლებლობებს. გარდა ამისა, სოციალური მედიის გავლენით იზრდება ე.წ. „შედარებითი სტრესის“ მაჩვენებელი, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ამ ფენომენს, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ „ასპექტური გამონაკლისების პარადოქსი“ ადამიანები ხედავენ სხვის წარმატებებსა და ცხოვრებაც, რაც მათში იწვევს შფოთვას, თვითდაუფასების დაქვეითებასა და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის შემცირებას. საქართველოში ეს პრობლმება აქტუალურია რადგან სოციალური მედიის სივრცე ხშირად ასახავს მატერიალურად და სიმბოლურად გამორჩეულ ჯგუფებს – მაღალი სტატუსის მქონე ახალგაზრდებს, ინფლუენსერებს, ბიზნესმენებეს – რაც ქმნის არარელევანტურ სტანდარტებს და ამძაფრებს განსხვავებების აღქმას.  

ციფრული იდენტობის სტრუქტურა განსაკუთრებით ცხადად ჩანს ე.წ. „სარეკლამო იდენტობებში“ ანუ იმ ფორმაში, რომელსაც მომხმარებლების ქმნიან პლატფორმების ალგორითმული მიზნობრიობისთვის. მაგალითად, მომხმარებლის მიერ დარეგისტრირებული ინტერესები, ლაიქები, კომენტარები და ძიების ისტორია აყალიბებს მათ „ციფრულ პროფილს“ რომელსაც შემდეგ იყენებენ რეკლამის დამგეგმარები და პოლიტიკური სტრატეგები. ეს ფენომენი ეფუძნება ფუკოსეული ბიოპოლიტიკის ცნებას რომელიც მიუთითებს იმაზე რომ ციფრული იდენტობა იძენს სამეთვალყურეო და ეკონომიკურ დატვირთვას და ხდება მოდიფიცირებული. ეს პროცესი განსაკუთრებულად სახიფათო ხდება მაშინ, როდესაც იდენტობის კონსტრუქცია გარე ძალების მიერ იმართება. ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ბოლო პერიოდში ფაცებოოკ სივრცეში აღმოჩენილი რამდენიმე ყალბი გვერდი, რომლებიც მიზანმიმართულად ავრცელებდნენ პრორუსულ ნარატივებს და ანტიდასავლურ გზავნილებს. ეს შემთხვევა ცხადყოფს, რომ ციფრული სივრცე, მისი ღია ბუნების მიუხედავად შეიძლება იქცეს ძალაუფლების იარაღად, რომელიც ავითარებს ასიმეტრიულ გავლენას საზოგადოებაზე. 

დასკვნა

ციფრული ტრანსფორმაცია საქართველოში არ არის მხოლოდ ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის პროცესი – იგი სიღრმისეულად ეხება ქვეყნის სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ სტრუქტურებს. Kვლევების მიხედვით, საქართველოს ციფრული გარდაქმნა ქმნის როგორც პროგრესის შესაძლებლობებს, ისე ახალი ტიპის უთანასწორობას. ციფრულ სივრცეში ჩართულობის დონე მკვეთრად განსხვავდება სოციალური ჯგუფების, გენდერული, ასაკობრივი, ეთნიკური თუ გეოგრაფიული მახასიათებლების მიხედვით. ინტერნეტზე ფორმალური წვდომა ვერ უზრუნველყოფს რეალურ ჩართულობას, რადგან საჭირო ციფრული უნარების არარსებობა განათლეაზე უთანასწორო წვდომა და სოციალური მარგინალიზაცია კვლავაც ფართოდ არის გავრცელებული. საგანმანათლებლო და შრომით ბაზრებზე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების მაგალIთრები ცხადყოფს, რომ პროცესის სტრუქტურული ინტეგრაცია არ ხდება თანაბრად და თანასწორად – სახელმწიფო და კერძო სექტორის ძალისხმევა ფრაგმენტურად და სექტორულად იზოლირებული რჩება.  

გლობალურ ტენდენციებთან შედარებით საქართველოში ციფრული ტრანსფორმაცია ჯერ კიდევ ადრეულ სტადიაზეა სოციალური ინტეგრაციის თვალსაზრისით. ესტონეთის, ფინეთის და სამხრეთ კორეის გამოცდილება ადასტურებს, რომ წარმატებული ტრანსფორმაციისთვის აუცილებელია ინკლუზიური განათლების პოლიტიკა, ინფრასტრუქტურული თანასწორობა და მრავალგანზომი­ლებიანი სტრატეგიული ხედვა. საქართველო კი ამ ეტაპზე ძირითადად ტექნიკურ-ადმნისტრაციულ რეფორმებზეა კონცენტრირებული და ნაკლებ ყურადღებას უთმობს სოციალური ინკლუზიურობის და თანაბარი ხელმისაწვდომობის საკითხებს.

განსაკუთრებით თვალსაჩინოა ახალგაზრდების, ეთნიკური უმცირესობების, ქალებისა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ციფრული მარგინალიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ჯგუფი (მაგალითად ურბანულ სივრცეში მცხოვრები ახალგაზრდები) ციფრულად მეტად აქტიურია, თუმცა ციფრული აქტივობა სულაც არ ნიშნავს მოქალაქეობრივ ან ეკონომიკურ ჩართულობას. შესაბამისად, ციფრული მოქალაქეობა საქართველოში ჯერ კიდევ ზედაპირული და წყვეტილია, ხოლო ელექტრონული მმართველობის პოტენციალი სრულად არ არის ათვისებული.

წარმოჩინდა ისიც, რომ სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სტრატეგიული დოკუმენტები მეტწილად გლობალურ ტენდენციებზე მორგებული და ნაკლებად ითვალისწინებს ადგილობრივ რეალობას, რეგიონის სპეციფიკას და სოციალურ კონტექსტს. Aმიტომ თუ საქართველოს უნდა მოახდინოს ეფექტიანი და სამართლიანი ციფრული ტრანსფორმაცია საჭიროა შერეული მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს ტექნოლოგიურ, სოციალურ და პოლიტიკის სინთეზს.

 რეკომენდაციები, რომლებიც ციფრული ტრანსფორმაციის უნდა განვიხილოთ მრავალფეროვანი და მოიცავს:

  • ციფრული განათლების სისტემური რეფორმა, რომელიც მოიცავს სკოლამდელიდან პროფესიულ დონემდე;
  • რეგიონული ინფრასტრუქტურის გაძლიერება – განსაკუთრებით მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ზონებში;
  • სპეციალური პროგრამები მოწყვლადი ჯგუფებისთვის: ხანდაზმულები, ქალები, უმცირესობები;
  • სახელმწიფო ციფრული სერვისების მრავალენოვანი, მომხმარებელზე მორგებული ფორმატი;
  • ახალგაზრდებისთვის პროფესიული ციფრული უნარების განვითარება და მათი შრომით ბაზარზე ინტეგრაციის მხარდაჭერა;
  • ელექტრონული მექანიზნების დემოკრატიზაცია და მოსახლეობის კრიტიკული ციფრული უნარების ამაღლება

საბოლოო ჯამში, თუ საქართველო რეალურად მიაღწევს ფართომასშტაბიან ციფრულ გარდაქმნას, იგი უნდა ეფუძნებოდეს არა მხოლოდ ტექნოლოგიურ ინოვაციებს, არამედ სამართლიანობას, სოციალურ ჩარტულობასა და თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებულ სისტემურ ხედვას. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. United Nations Development Programme. Digital Strategy 2022–2025: New York: United Nations Development Programme.2022
  2. Van Dijk, J. A. G. M. The Deepening Divide: Inequality in the Information Society. Sage Publications 2005;
  3. Van Dijk, J. 2020. The Digital Divide. Polity Press., 2020 
  4. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური – საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება შინამეურნეობებში, 2024 წ. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/103/sainformatsio-sakomunikatsio-teknologiebi
  5. Castells, Manuel. - The Rise of the Network Society. Wiley-Blackwell.  1996
  6. Turkle, Sherry. -  Alone Together: Why We Expect More from Technology and Less from Each Other. Basic Books, 2011
  7. Bourdieu, Piere. “The Forms of Capital.” In: Handbook of Theory and Research for the Sociology of Education, ed. J. Richardson, Greenwood Press, 1986,
  8. Andrejevic, Mark. iSpy: Surveillance and Power in the Interactive Era. University Press of Kansas. 2007.
  9. Fuchs, C. Digital Labour and Karl Marx. Routledge. 2014,
  10. Van Deursen, A., & Van Dijk, J. (2019). The First-Level Digital Divide Shifts from Inequalities in Physical Access to Inequalities in Material Access. New Media & Society, 21(2), 354-375
  11. UNDP. (2023). Ethnic Minorities and Digital Inclusion in Georgia.
  12. World Bank. (2023). Remote Work and Digital Economy in Emerging Countries.
  13. UN Women. (2022). Digital Gender Gap in Georgia
  14. United Nations Development Programme (UNDP). (2023). Digital Skills Gap Assessment in Georgia.
  15. UN Women. (2022). Digital Gender Gap in Georgia. Retrieved from https://georgia.unwomen.org/
  16. IDFI - Georgia in the UN E-Government Survey – Review of 2024 Results https://idfi.ge/en/georgia-in-the-un-e-government-survey%E2%80%932024
  17. Freedom House. (2021). Freedom on the Net: Georgia Country
  18. https://gs.statcounter.com/social-media-stats/all/georgia/#monthly-202406-202506