English / ქართული / русский /

გიგა პერტია

ფინანსისტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი და ამავდროულად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის მე-3 კურსის სტუდენტი.

2024 წლიდან აქტიურად ჩაერთo სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში და ამავე წელს, გამოქვეყნდა (მისი ავტორობით) ორი სამეცნიერო კვლევითი სტატია საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებად და რეცენზირებად ჟურნალში: 'საერთაშორისო ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში' და 'ეკონომიკა და ბიზნესი'. გარდა ამისა, მონაწილეობა მაქვს მიღებული ორ სამეცნიერო კონფერენციაში. აქედან ერთი მათგანი გახლდათ სტუდენტური სამეცნიერო კვლევითი კონფერენცია (2018) და მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი კონფერენცია სახელწოდებით: ‘’გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები’’ (2025).

2024 წლის გაზაფხულის სემესტრში სადოქტორო პროგრამის პრაქტიკული კურსის ფარგლებში ჩაატარa რამდენიმე ლექცია/სემინარი ბაკალავრიატის სტუდენტებთან საგნობრივ კურსზე: 'გადასახადები და დაბეგვრა', რის შედეგადაც მიიღო ძალიან დიდი პრაქტიკული/სალექტორო (პედაგოგიური) გამოცდილება. ასევე 2024 წელს 'ბიზნესინ­კუბატორის' ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაატარა სასერტიფიკატო საჯარო ლექცია თემაზე: 'გადასახადები და შეღავათები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის'.