English / ქართული / русский /

ავთანდილ სულაბერიძე

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. დაიბადა 1952 წლის  31 ივლისს ქ. ხაშურში. 1974 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1978-1982 წწ. სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურაში ხალხთმოსახლეობის ეკონომიკისა და დემოგრაფიის სპეციალობით. მისი სამეცნიერო საქმიანობის სფეროებია: დემოგრაფია, მიგრაცია, შრომის ეკონომიკა, ოჯახის სოციოლოგია, სოციალურ-დემოგრაფიული და საოჯახო პოლიტიკა.

გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი მეცნიერული შრომა (როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში), მათ შორის 4 მონოგრაფია და 3 სახელმძღვანელო თანაავტორობით.

sulabertidzeavtandil@gmail.com