ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო
კ ო ნ ფ ე რ ე ნ ც ი ე ბ ი
"ეკონომიკა – XXI საუკუნე"
|
|
|
თეა ლაზარაშვილიეკონომიკის აკადემიური დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ამავე ინსტიტუტის ფინანსებისა და საბანკო საქმის განყოფილების გამგე. საერთაშორისო რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალ „ეკონომისტის“ პასუხისმგებელი მდივანი. დაიბადა 1969 წლის 29 მაისს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქონელმცოდნეობისა და არასასურსათო საქონლით ვაჭრობის ორგანიზაციის სპეციალობით. გამოქვეყნებული აქვს 58 სამეცნიერო ნაშრომზე მეტი (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ) მათ შორის 1 მონოგრაფია. მისი სამეცნიერო საქმიანობის სფეროებია: ფინანსები, მაკროეკონომიკა, ეკონომიკური განვითარება, ინოვაციური ეკონომიკა. |