ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო
კ ო ნ ფ ე რ ე ნ ც ი ე ბ ი
"ეკონომიკა – XXI საუკუნე"
|
|
|
გულნაზ ერქომაიშვილითსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური პოლიტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკური პოლიტიკის ქართულ-გერმანული ინსტიტუტის თანამშრომელი, საქართველოს ეკონომიკური განათლებისა და განვითარების ცენტრის ექსპერტი. გამოქვეყნებული აქვს 130-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 3 მონოგრაფია, 7 სახელმძღვანელო, 2 დამხმარე სახელმძღვანელო, 1 ბროშურა. მონაწილეობა აქვს მიღებული 30-ზე მეტ საერთაშორისო კონფერენციებსა და პროექტებში, მათ შორისაა ბრუნელის (ლონდონი) უნივერსიტეტი, დუბლინის (ირლანდია) უნივერსიტეტის ტრინიტი კოლეჯი, პარიზი, რომი, მადრიდი, ბარსელონა, დუბაი (მეცნიერების, ინჟინერინგისა და ტექნოლოგიების მსოფლიო აკადემია), კიევო-მოგილიანის აკადემია (უკრაინა), ტრაპზონის (თურქეთი) შავი ზღვის უნივერსიტეტი და სხვ. იგი არის თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს წევრი, ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის ჟურნალ „ინოვაციური ეკონომიკა და მართვა“ სარედაქციო კოლეგიის წევრი, მეცნიერების, ინჟინერინგისა და ტექნოლოგიების მსოფლიო აკადემიის (World Academy of Science, Engineering and Technology) სარედაქციო-საგამომცემლო კომიტეტის წევრი საქართველოდან. |