English / ქართული / русский /

მაია გოგოხია

      მაია გოგოხია 1994-1996 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი, 1997 წელს მიენიჭა ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. არის 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის (მათ შორის 2 სალექციო კურსის) ავტორი ფინანსების, ფულის მიმოქცევისა და საბანკო საქმის პრობლემებზე. აქვს საბანკო სექტორში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობის მრავალწლიანი სტაჟი ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრაზე, ჯერ დოცენტის, 2006-2009 წწ. და 2018-2022 წწ. კი - ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე. კითხულობს ლექციებს შემდეგ საგნებში: საბანკო საქმე, ფინანსური ინსტიტუტები და ბაზრები, ფასიანი ქაღალდების ბაზარი, სადაზღვევო საქმე და სხვ. მიღებული აქვს მონაწილეობა რამდენიმე საერთაშორისო კონფერენციაში.