English / ქართული / русский /


ანონსი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი



პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი



შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

 

2023 წლის 7-8 ოქტომბერს

ატარებს პროფესორ გიორგი პაპავას დაბადებიდან მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილ


საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას


„მსოფლიო და ეროვნული ეკონომიკის განვითარების პრობლემები პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის გათვალისწინებით“

 

კონფერენცია ტარდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით [გრანტი № MG-ISE-23-636] თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მიერ “მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიეროღონისძიებების” 2023 წლის საგრანტო კონკურსში გამარჯვებისა და შესაბამისი გრანტის მოპოვების საფუძველზე.

 

კონფერენციის თემატიკა:


1. პანდემიის მსოფლიო ეკონომიკაზე გავლენის შედეგები;


2. პანდემიის ეროვნულ ეკონომიკაზე გავლენის შედეგები;


3. რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე;


4. რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა ეროვნულ ეკონომიკაზე;


5. მსოფლიო და ეროვნული ეკონომიკის მაკროეკონომიკური პრობლემები;


6. მსოფლიო და ეროვნული ეკონომიკის მიკროეკონომიკური პრობლემები;


7. მსოფლიო და ეროვნული ეკონომიკის სავალუტო-ფინანსური პრობლემები;


8. მსოფლიო და ეროვნული ეკონომიკის სექტორული პრობლემები;


9. მსოფლიო და ეროვნული ეკონომიკის სოციალური, დემოგრაფიულ და ეკოლოგიური პრობლემები;

 

კონფერენციის სექციები:


1. ეკონომიკური თეორია, ბიზნესის პრობლემათა კვლევა;


2. მაკროეკონომიკა. მდგრადი განვითარება; ფინანსები და საბანკო საქმე;


3. სექტორული და რეგიონული ეკონომიკა;


4. საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, გლობალიზაცია;


5. სოფლის ეკონომიკა;


6. დემოგრაფია, შრომის ეკონომიკა;

 

სამეცნიერო-საორგანიზაციო კომიტეტი:

 

რამაზ აბესაძე (თავმჯდომარე) – ინსტიტუტის დირექტორი, ემდ, პროფესორი


ვლადიმერ პაპავა – აკადემიკოსი, თსუ პროფესორი


ავთანდილ სილაგაძე – აკადემიკოსი, თსუ პროფესორი


მიხეილ ჯიბუტი – აკადემიკოსი


სოლომონ პავლიაშვილი – აკადემიკოსი


ნოდარ ჭითანავა – საქ. ს/მ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი


პაატა კოღუაშვილი – საქ. ს/მ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი


ანზორ აბრალავა – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორი


ევგენი ბარათაშვილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორი


გივი ბედიანაშვილი – თსუ ასოცირებული პროფესორი


თეიმურაზ ბერიძე – თსუ პროფესორი


გიორგი ბერულავა – თსუ პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინსტიტუტი, პროფესორი


ვახტანგ ბურდული – თსუ პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინსტიტუტი, პროფესორი


მურმან კვარაცხელია – თსუ პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინსტიტუტი, პროფესორი


ელგუჯა მექვაბიშვილი – თსუ პროფესორი


ავთანდილ სულაბერიძე – დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტი, პროფესორი


თეიმურაზ შენგელია – თსუ პროფესორი


ლალი ჩაგელიშვილი – გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი, პროფესორი


ნათია წიკლაშვილი – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესორი


ეთერ ხარაიშვილი – თსუ პროფესორი


თეა ლაზარაშვილი – პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინსტიტუტი, დირექტორის მოადგილე


მამუკა ხუსკივაძე – თსუ პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინსტიტუტი, განყოფილების გამგე


რეავაზ ჯავაიშვილი - თსუ პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინსტიტუტი, განყოფილების გამგე


თამილა არნანია-კეპულაძე – აკაკი წერეთლის სახ. სახელმწიფო უნი¬ვერ¬სი¬ტე¬ტი, პროფესორი


ნანა ბიბილაშვილი – თსუ პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინსტიტუტი, აკად. დოქტორი


ბადრი გეჩბაია – ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესორი


თემურ გოგოხია - თსუ პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინსტიტუტი, აკად. დოქტორი


ნატა დავლაშერიძე - თსუ პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინსტიტუტი, აკად. დოქტორი


ლინა დათუნაშვილი – თსუ პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინსტიტუტი, აკად. დოქტორი


გულნაზ ერქომაიშვილი – თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, ასოც. პროფესორი


ლია თოთლაძე - თსუ პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინსტიტუტი, აკად. დოქტორი


გოჩა თუთბერიძე – ევროპის უნივერსიტეტი, პროფესორი


ეთერ კაკულია – თსუ პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინსტიტუტი, აკად. დოქტორი


ნაზირა კაკულია – თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი


გივი ლემონჯავა – ქართული უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი


მარინა მუჩიაშვილი – თსუ ასოცირებული პროფესორი


დალი სოლოღაშვილი – აკაკი წერეთლის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესორი


ფატი შენგელია – უნივერსიტეტი – ევროპული აკადემია, ასოცირებული პროფესორი

 

სამეცნიერო-საორგანიზაციო კომიტეტის უცხოური წევრები


ფრენკ არაუჰო (პროფესორი, ფილოსოფიის დოქტორი, კალიფორნიის უნივერსიტეტი ბერკლი, კალიფორნიის უნივერსიტეტი დევისი, (კალიფორნია, აშშ)), ლარისა ბელინსკაია (ვილნიუსის უნივერსიტეტი), რუსლან გრინბერგი (რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტი), სიმონე გუერჩინი (ფლორენციის უნივერსიტეტი), ბარნი ერედია (პროფესორი, საგანმანათლებლო კონსორციუმ ინსტიტუტის პრეზიდენტი (ქ. აპტოსი, კალიფორნია, აშშ), ვოლფგანგ ვენგი (ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტი), ტომას დ. ვილეტი (კლერმონტის უნივერსიტეტი), ელდარ ისმაილოვი (ბაქოს სოციალური მართვისა და პოლიტოლოგიის ინსტიტუტი), გინდრა კასნაუსკიენე (ვილნიუსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის სკოლა), სტივენ კოენი (კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, მდგრადი მენეჯმენტის სკოლის დირექტორი (ქ. ნიუ იორკი, აშშ), სლავომირ პარტიცკი (იოანე პავლე II უნივერსიტეტი), ჯეფრი საქსი (კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, გაეროს მთავარი მრჩეველი (ქ. ნიუ იორკი, აშშ), დაროლ ჯ. სტეინლი (პეპერდაინის უნივერსიტეტი), ალექს სტუპნიცკი (ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ეროვნული უნივერსიტეტი), ადამ ნიუმენ ტიორნერი (მენეჯმენტის პროფესორი, ლესტერის უნივერსიტეტი (ლესტერი, დიდი ბრიტანეთი)).

 

კონფერენციის ჩატარების პირობები,

მოხსენებათა გაფორმების წესს შეიძლება გაეცნოთ ინსტი¬ტუტ¬ის კონფერენციების ვებ-გვერდზე – www.conferenceconomics.tsu.ge (მთავარი; დაარსების დღისადმი მიძღვნილი კონფერენციები; მონაწილეებისათვის). აქვე გაივლით რეგისტრაციას.
კონფერენციაში მონაწილეობა არის უფასო.
სასურველია კონფერენციაში მონაწილეობა მიიღონ უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებმა.
მასალების წარმოდგენის (მისამართზე: economics_institute@yahoo.com) საბოლოო ვადაა 2023 წლის 1 სექტემბერი.
მასალებს თან უნდა ერთვოდეს ინფორმაცია ავტორის შესახებ – სახელი, გვარი, სამეცნიერო ხარისხი, მუშაობის ადგილი, თანამდებობა, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონი და ასევე მოკლე აკადემიური ბიოგრაფია (ქართულად და ინგლისურად).
მოხსენებები განთავსდება კონფერენციების ვებ-გვერდზე (რომელსაც ექნება საკუთარი მისამართი და ISSN კოდი), გამოქვეყნდება კონფერენციის მასალათა რეცენზირებადი კრებული (რომელსაც ექნება ISBN კოდი და მონაწილეებს გადაეცემათ კონფერენციის ჩატარების დღეს), რომლის ელექტრონული ვერსია განთავსდება ინსტიტუტის ვებ-გვერდზე (www.pgie.tsu.ge) და დაეგზავნება კონფერენციის მონაწილეებს.

კონფერენციის ჩატარების დღეს მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფს.


კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფი:


თემურ გოგოხია (ხელმძღვანელი) – ტელ. +995 (591) 338955


გოჩა გოგუაძე – ტელ. +995 (558) 945248,


ნინო კედია – ტელ. +995 (555) 133050


ეთერ ჯაბანაშვილი – ტელ. +995 (558) 027822


E-mail: economics_institute@yahoo.com


2023-01-25