English / ქართული / русский /

rüya tabirleri



ანონსი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი

2020 წლის 3-4 ივლისს

ატარებს

აკადემიკოს პაატა გუგუშვილის დაბადებიდან 115-ე წლისთავისადმი მიძღვნილ
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას

„თანამედროვე ეკონომიკა და ეკონომიკური მეცნიერება:

ურთიერთდამოკიდებულება, გამოწვევები, პრობლემები, გადაჭრის გზები“

 

კონფერენციის ჩატარების ადგილი:

თბილისი, გ. ქიქოძის ქ. № 14, თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი

 

კონფერენციის თემატიკა:

1. ეკონომიკური განვითარების თავისებურებები განვითარებულ, განვითარებად და პოსტკომუნისტურ ქვეყნებში: საერთო და განმასხვავებელი ნიშნები;
2. ეკონომიკური სისტემის ბაზის ცვლილებების განმაპირორებელი ფაქტორები: ბუნების დაცვა და რესურსების შეზღუდულობა („მწვანე“ და „წრიული“ ეკონომიკა); მომავლის რესურსები; ენერგეტიკული და სასურსათო უზრუნველყოფა; გლობალიზაცია და სხვა;
3. ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკური ზრდა;
4. ეკონომიკის სტრუქტურული (მრეწველობა, მომსახურება, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა) და რეგიონული პრობლემები;
5. საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები;
6. ბიზნესის განვითარების პრობლემები;
7. უმუშევრობა, ცხოვრების დონე და სიღარიბე;
8. კავშირი ეკონომიკასა და ეკონომიკურ მეცნიერებას შორის; ეკონომიკაში არსებული მდგომარეობის ასახვის დონე ეკონომიკურ მეცნიერებებში;
9. პრობლემები ზოგად ეკონომიკურ თეორიასა და ეკონომიკური მეცნიერების ცალკეულ დარგებში;
10. ახალი ეკონომიკური პარადიგმის ჩამოყალიბების საფუძვლები.

 

კონფერენციის სექციები:

1. ზოგადი ეკონომიკური თეორია;
2. მაკროეკონომიკა;
3. მიკროეკონომიკა;
4. საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, გლობალიზაცია;
5. სექტორული და რეგიონული ეკონომიკა;
6. ბიზნესის ადმინისტრირება;
7. ფინანსები და საბანკო საქმე;
8. სოფლის ეკონომიკა;
9. ბუნებათსარგებლობისა და გარემოს დაცვის ეკონომიკა;
10. ეროვნული ეკონომიკები;
11. სოციალური და დემოგრაფიული პრობლემები.

 

სამეცნიერო-საორგანიზაციო კომიტეტი:

რამაზ აბესაძე (თავმჯდომარე) – ინსტიტუტის დირექტორი, ემდ, პროფესორი
ვლადიმერ პაპავა – აკადემიკოსი, თსუ პროფესორი
ავთანდილ სილაგაძე – აკადემიკოსი, თსუ პროფესორი
ნოდარ ჭითანავა – საქ. ს/მ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი
პაატა კოღუაშვილი – საქ. ს/მ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი
ანზორ აბრალავა – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორი
ევგენი ბარათაშვილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორი
გივი ბედიანაშვილი – ევროპის უნივერსიტეტი, პროფესორი
თეიმურაზ ბერიძე – თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, პროფესორი
გიორგი ბერულავა – თსუ პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინსტიტუტი, პროფესორი
ვახტანგ ბურდული – თსუ პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინსტიტუტი, პროფესორი
რევაზ კაკულია – თსუ პროფესორი
მურმან კვარაცხელია – თსუ პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინსტიტუტი, პროფესორი
ალფრედ კურატაშვილი – თსუ პ. გუგუშვილის სახ. ეკ-ის ინსტიტუტი, პროფესორი
ელგუჯა მექვაბიშვილი – თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, პროფესორი
სოლომონ პავლიაშვილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორი
ავთანდილ სულაბერიძე – დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტი, პროფესორი
თეიმურაზ შენგელია – თსუ პროფესორი
ლალი ჩაგელიშვილი – გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი, პროფესორი
ნათია წიკლაშვილი – ბათუმის შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესორი
ეთერ ხარაიშვილი – თსუ პროფესორი
მიხეილ ჯიბუტი – საქ. ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი
თამილა არნანია-კეპულაძე – ა. წერეთლის სახ. სახელმწიფო უნი¬ვერ¬სი¬ტე¬ტი, პროფესორი
ნანა ბიბილაშვილი – თსუ პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინსტიტუტი, აკად. დოქტორი
ბადრი გეჩბაია – ბათუმის შ. რუსთაველის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესორი
ლინა დათუნაშვილი – თსუ პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინსტიტუტი, აკად. დოქტორი
გულნაზი ერქომაიშვილი – თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, ასოც. პროფესორი
გოჩა თუთბერიძე – ევროპის უნივერსიტეტი, პროფესორი
ეთერ კაკულია – თსუ პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინსტიტუტი, აკად. დოქტორი
ნაზირა კაკულია – თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, ასოც. პროფესორი
თეა ლაზარაშვილი – თსუ პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინსტიტუტი, აკად. დოქტორი
გივი ლემონჯავა – ქართული უნივერსიტეტი, ასოც. პროფესორი
მარინა მუჩიაშვილი – თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, ასოც. პროფესორი
გიორგი სიგუა – თსუ პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინსტიტუტი, აკად. დოქტორი
დალი სოლოღაშვილი – ა. წერეთლის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესორი
ფატი შენგელია – სასწავლო უნივერსიტეტი ევროპული აკადემია, ასოც. პროფესორი
მამუკა ხუსკივაძე – თსუ პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინსტიტუტი, აკად. დოქტორი

სამეცნიერო-საორგანიზაციო კომიტეტის უცხოური წევრები

ფრენკ არაუჰო - კალიფორნიის უნივერსიტეტი ბერკლი, პროფესორი (აშშ)
ლარისა ბელინსკაია - ვილნიუსის უნივერსიტეტი, პროფესორი (ლიეტუვა)
იოშუა ბერნშტეინი - ნიუ იორკის უნივერსიტეტი, პროფესორი (აშშ)
მიხაილ გოლოვინი - რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (რუსეთი)
რუსლან გრინბერგი - რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (რუსეთი)
სიმონე გუერჩინი - ფლორენციის უნივერსიტეტი, პროფესორი (იტალია)
ბარნი ერედია - საგანმანათლებლო კონსორციუმ ინსტიტუტი, პროფესორი (აშშ)
ვოლფგანგ ვენგი - ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორი (გერმანია)
ტომას დ. ვილეტი - კლერმონტის უნივერსიტეტი, პროფესორი (აშშ)
ელდარ ისმაილოვი - ბაქოს სოციალური მართვისა და პოლიტოლოგიის ინსტიტუტი, პროფესორი (აზერბაიჯანი)
გინდრა კასნაუსკიენე - ვილნიუსის უნივერსიტეტი, პროფესორი (ლიეტუვა)
სტივენ კოენი - კოლუმბიის უნივერსიტეტი, პროფესორი (აშშ)
დავით კურტანიძე - პროფესორი (აშშ)
სლავომირ პარტიცკი - იოანე პავლე II-ს სახელობის ლუბლიანას კათოლიკური უნივერსიტეტი, პროფესორი (პოლონეთი)
მიხეილ როკეტლიშვილი - საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი (აშშ)
გალინა სავინა - ხარკოვის ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორი (უკრაინა)
ჯეფრი საქსი - კოლუმბიის უნივერსიტეტი, პროფესორი (აშშ)
დიმიტრი სოროკინი - რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (რუსეთი)
დაროლ ჯ. სტეინლი - პეპერდაინის უნივერსიტეტი, პროფესორი (აშშ)
ალექს სტუპნიცკი - ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ეროვნული უნივერსიტეტი, პროფესორი (უკრაინა)
ადამ ნიუმენ ტიორნერი - ლესტერის უნივერსიტეტი, პროფესორი (დიდი ბრიტანეთი)

 

კონფერენციის ჩატარების პირობები,

მოხსენებათა გაფორმების წესი და ვადები:

კონფერენციის პირობებს და მოხსენებათა გაფორმების წესს შეიძლება გაეცნოთ ინსტიტუტის კონფერენციების ვებ-გვერდზე – www.conferenceconomics.tsu.ge (მთავარი; დაარსების დღისადმი მიძღვნილი კონფერენციები; მონაწილეებისათვის). აქვე გაეცნობით სხვა ინფორმაციას და გაივლით რეგისტრაციას.

 

ღონისძიებებში მონაწილეობის ღირებულება:

კონფერენციაში მონაწილეობა (მოხსენების რედაქტირება, დაკაბადონება, დაბეჭდვა, კონფერენციის ვებ-გვერდზე განთავსება, ფურშეტი) – 50 ლარი.

კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობა (ბანკეტი) – 50 ლარი.

სასურველია კონფერენციაში მონაწილეობა მიიღონ უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებმა.

მასალების წარმოდგენის (მისამართზე: economics_institute@yahoo.com) და მონაწილეობის ღირებულების გადახდის (შესაბამის საბანკო ანგარიშზე) საბოლოო ვადაა 2020 წლის 1 მაისი, 1700 სთ.

მოხსენებები განთავსდება კონფერენციების ვებ-გვერდზე (რომელსაც ექნება საკუთარი მისამართი და ISSN კოდი), გამოქვეყნდება კონფერენციის მასალათა რეცენზირებადი კრებული (რომელსაც ექნება ISBN კოდი და მონაწილეებს გადაეცემათ კონფერენციის ჩატარების დღეს), რომლის ელექტრონული ვერსია განთავსდება ინსტიტუტის ვებ-გვერდზე (www.pgie.tsu.ge) და დაეგზავნება კონფერენციის მონაწილეებს.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ 

კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფს:

თემურ გოგოხია (ხელმძღვანელი) – ტელ. +995 (591) 338955
გოჩა გოგუაძე – ტელ. +995 (558) 945248,
ნინო კედია – ტელ. +995 (555) 133050
ეთერ ჯაბანაშვილი – ტელ. +995 (558) 027822
E-mail: economics_institute@yahoo.com

 


კონფერენციის საბანკო ანგარიში

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 204864548

მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში
მიმღების ბანკი – _ სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი – TRESGE22
მიმღების ანგარიში /სახაზინო კოდი 708967254


2020-01-29