English / ქართული / русский /

ნუგზარ თოდუა

1986 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1990 წელს   დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1995 წელს - სადოქტორო დისერტაცია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 1990 წლიდან. იყო თსუ ასისტენტი, მასწავლებელი დოცენტი. 1996 წლიდან თსუ პროფესორია. 2002 წლიდან ხელმძღვანელობს  თსუ მარკეტინგის კათედრას. არის თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი. მინიჭებული აქვს ჯორჯ შულცის სახელობის ახალგაზრდა მეცნიერთა პრემია (1997), თსუ სამეცნიერო პრემია (1999), იყო საქართველოს პრეზიდენტის პირველი ხარისხის ახალგაზრდა მეცნიერთა სტიპენდიანტი (1997-2004). არის საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის წევრი (2000 წლიდან), სოციალური მარკეტინგის საერთაშორისო  ასოციაციის  (კანადა) წევრი (2013 წლიდან), კვლევებისა და განვითარების ევროპული ცენტრის(ინგლისი) წევრი (2015 წლიდან).  საქართველოში და საზღვარგარეთ გამოქვეყნებული 170 სამეცნიერო ნაშრომი.