English / ქართული / русский /

დაარსების დღისადმი მიძღვნილი კონფერენციების არქივი

რამაზ აბესაძე
„მწვანე“ ეკონომიკა: არსი და გამოწვევები

ანოტაცია. ნაშრომში გამოკვლეულია „მწვანე“ ეკონომიკის არსი და მნიშვნელობა ადამიანთა კეთილდღეობის ამაღლების საქმეში, მისი თავისებურებები ტრადიციული ანუ „ყვითელი“ ეკონომიკისაგან განსხვავებით. გამოკვლეულია მისი მიმართება ინოვაციურ ეკონომიკასთან, მდგრად ეკონომიკურ განვითარებასთან, ეკონომიკურ განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდასთან. შესწავლილია საქართველოში
2019-06-17
ანზორ აბრალავადავით ფოდიაშვილი
ფირმის ეკოლოგიური მენეჯმენტის განვითარების ტენდენციები

ანოტაცია. თანამედროვე პირობებში ნებისმიერი ეკონომიკური გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელია ეკოლოგიის კანონზომიერებები და მათი საბოლოო შედეგები. „ეკოლოგია“, როგორც ცოდნის დამოუკიდებელი დარგი, ადამიანის შეხედულება გარემომცველ სამყაროზე და მასთან ურთიერთქმედება, გაჩნდა გასული საუკუნის შუახანებში. შემდეგ კი დაიწყო მზარდი ეკოლოგიური კრიზისის
2019-06-17
თეიმურაზ ბერიძე
ეკონომიკური ზრდის გაგების საკითხისათვის

ანოტაცია. ეკონომიკურ იგანვითარება უფრო ფართო ცნებაა,ვიდრე ეკონომიკური ზრდა(მთლიანი შიდა პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე), ვინაიდან ის კონცენტრირებულია ძირითადად იმაზე, თუ როგორ აისახება ეკონომიკის ზრდა საზოგადოების განვითარებაზე, ცხოვრების დონეზე ანუ ეკონომიკური განვითარება უფრო მეტადაა სოციალურად ორიენტირებული. ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლებია: რეალური
2019-06-17
გულნაზ ერქომაიშვილი
მწვანე ეკონომიკა და მდგრადი განვითარების გარემოსდაცვითი ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოში

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია მდგრადი განვითარების გარემოსდაცვითი მიმართულება და მისი ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოში. აღნიშნულია მწვანე ეკონომიკის როლი და მნიშვნელობა, შეფასებულია გარემოსდაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამები საქართველოში. გაკეთებულია დასკვნები და მოცემულია რეკომენდაციები. საკვანძო სიტყვები: მწვანეეკონომიკა, გარემოსდაცვა, გარემოსდაცვის
2019-06-17
მურმან კვარაცხელია
ეკოლოგიური გამოწვევები თანამედროვე მსოფლიოსა და საქართველოში

ანოტაცია. სტატიაში განხილულია დღევანდელი ეპოქის ისეთი აქტუალური თემა, როგორიცაა ეკოლოგიური  გამოწვევა. ეს პრობლემა მოითხოვს სხვადასხვა გლობალური ღონისძიებების გატარებას, რომელთა შორის ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს მწვანე ეკონომიკა. ავტორი სწორედ ამ კუთხით გადმოგვცემს მწვანე ეკონომიკის არსსა და მნიშვნელობას. ამასთან, ავტორის აზრით, მნიშვნელოვანია ის თუ  მწვანე
2019-06-17
ალფრედ კურატაშვილი
“მწვანე ეკონომიკის” ფორმირების თეორიული საფუძვლები და კრიმინალური ბიზნესის აღმოფხვრის აუცილებლობა

რეზიუმე  სამეცნიერო ნაშრომში განხილულია “მწვანე ეკონომიკის” ფორმირების თეორიული საფუძვლები და კრიმინალური ბიზნესის–როგორც “მწვანე ეკონომიკის” ანტიპოდის და როგორც ეკონომიკური ფაშიზმის გამოვლინების – აღმოფხვრის აუცილებლობა, რომელიც წარმოადგენს დანაშაულსა და მიანურობის წინააღმდეგ (?!). განსაკუთრებით უნდა იქნეს გათვალისწინებული, რომ კრიმინალური
2019-06-17
თეა ლაზარაშვილი
ეკონომიკურიზრდის"მწვანე"დაფინანსების ძირითადი საკითხები და პრობლემები

ანოტაცია.გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონფერენციის ფორმატში 2012 წელს გლობალურ დონეზე მოხდა უმეტესობა მსოფლიო ქვეყნების შეთანხმება "მწვანე" ეკონომიკაზე გადასვლის თაობაზე. საყურადღებოა, რომ "მწვანე" ეკონომიკის განმარტების ერთიანი განსაზღვრება დღემდე არ ჩამოყალიბებულა. ძირითადად მწვანე ეკონომიკის ქვეშ მოიაზრება სამეურნეო საქმიანობა, რომელიცა უმჯობესებს
2019-06-17
ავთანდილ სულაბერიძე
უახლესი დემოგრაფიული ვითარება-დეპოპულაციის სტარტი საქართველოში

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია დეპოპულაციის, როგორც მოსახლეობის აღწარმოების უახლესი ტიპის თეორიული საკითხები, მოცემულიადე პოპულაციის ფაზების განვითარების ავტორისეული ჰიპოტეზური ვარიანტი და მოყვანილია მისი ფორმირების პროცესი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. მოცემულია მისი მოსალოდნელ ნეგატიური შედეგები. საკვანძო სიტყვები: დეპოპულაცია, ცივილიზებული ტიპი, თანამედროვე
2019-06-17
თეიმურაზ შენგელია
"მწვანე ეკონომიკის" როლი გლობალურ ურთიერთობათა სისტემაში

ანოტაცია. ეკონომიკური მეცნიერების ძირითად პოსტულატებს საფუძველი ჩაეყარა იმ ეპოქაში, როცა ადამიანის მატერიალური საქმიანობა არ აღემატებოდა ბუნებრივი გარემოს აღდგენის პოტენციალს. დღეისათვის მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალა: ანთროპოგენურმა დატვირთვამ გადააჭარბა ბუნებრივი კომპლექსის და მთლიანად ეკოსფეროს მდგრადობას. კაცობრიობა გადავიდა თავისი ისტორიის
2019-06-17
მიხეილ ჩიკვილაძე
ბიუჯეტი, სახელმწიფო ვალი, გადასახადები

ანოტაცია. 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მთლიანად ემსახურება სამთავრობო პროგრამის - ,,თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ - შესრულებას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მოსახლეობის სოციალური დაცვა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ნაშრომში მთავარი ყურადღება გამახვილებულია 2019 წელს მისაღები შემოსულობებისა და გასაწევი გადასახდელების მაჩვენებლებზე, გაანალიზებულია
2019-06-17
ეთერი ხარაიშვილი
მწვანე ეკონომიკის თანამედროვე გამოწვევები და მათი დაძლევის ზოგიერთი გზა საკუთრების უფლების რეგულირების მექანიზმებით

ანოტაცია.სტატიაში შეფასებულია ეკონომიკური განვითარებისა და ფუნქციონირების მოსალოდნელი ცვლილებები მოსახლეობის მხრიდან  შეზღუდულ რესურსებზე  გაზრდილი  მოხმარების პირობებში. საერთო სარგებლობის რესურსების გადაჭარბებულად გამოყენების ფონზე დასაბუთებულია მწვანე ეკონომიკის როლი რესურსების ეფექტიან გამოყენებასა და ეკონომიკურ ზრდაში. თეორიული და ემპირიული
2019-06-17
რევაზ ჯავახიშვილი
,,მწვანე ენერგეტიკაზე’’გადასვლა - შვედეთის ეროვნული სამრეწველო პოლიტიკის მთავარი ასპექტი

ანოტაცია. ენერგეტიკის ალტერნატიულ წყაროებზე გადაყვანა შვედეთის სამრეწველო პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს. სტატიაში გაანალიზებულია ქვეყანაში ნახშირწყალბადოვანი ენერგეტიკიდან ენერგიის ახალწყაროებზე გადასვლის ძირითადი მიმართულებები, განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ეკონომიკასა და ყოფა-ცხოვრებაში ეკოლოგიურად სუფთა ენერგეტიკული
2019-06-17
თამილა არნანია-კეპულაძეგიორგი კეპულაძე
„მწვანე” და „ლურჯი“ ეკონომიკის კონცეფციები გლობალური დეფიციტის პირობებში

ანოტაცია. გლობალური დეფიციტი წარმოადგენს თანამედროვე საზოგადოების ერთ–ერთ უმთავრეს პრობლემას. ადამიანთა მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებაზე მიმართული წარმოების პროცესი ისევე, როგორც ადამიანის მიერ საქონლისა და მომსახურების  მოხმარება დაკავშირებულია ნარჩენების მნიშვნელოვანი რაოდენობის წარმოშობასა და გარემოს დაბინძურებასთან, რაც, თავის მხრივ, მოითხოვს დამატებით
2019-06-17
ვლადიმერ ბასარია
დედამიწაზე „მწვანე ეკონომიკის“ კონცეფციის დამკვიდრების პრობლემები

ანოტაცია. კაცობრიობის გონება და გენია დიდი ხანია ესწრაფვის და ინტენსიურად ცდილობს, დედამიწის გარე სამყაროში ცოცხალი ბუნების არსებობის ნიშნებს მიაგნოს. მიუხედავად მრავალგზის მოწადინება-მცდელობისა, რის შედეგადაც ის დაეუფლა ინფორმაციას მილიარდობით სინათლის წლით დაშორებული ცის სხეულების შესახებ, ჯერჯერობით ვერსად ვერაფერი იპოვა. ეტყობა, სამყაროს გამჩენმა ცოცხალ
2019-06-17
ეთერ კაკულიანანა ბიბილაშვილითეიმურაზ გოგოხია
ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება - მწვანე ეკონომიკის მხარდაჭერა საქართველოში

ანოტაცია. ნაშრომში საუბარია მწვანე ეკონომიკის მნიშვნელობაზე, არსსა და პრინციპებზე. შესწავლილია საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარების მხარდამჭერი ღონისძიებები, პროგრამები, კანონები, სტრატეგიები და წესდებები, რომელსაც ახორციელებენ თანამეგობრობის ქვეყნები და ადგილობრივი ინსტიტუტები. საუბარია ამ ქმედებებით მიღებულ და მოსალოდნელ შედეგებზე. გამოთქმულია
2019-06-17
რუსუდან კვარაცხელიადავით კაკაბაძე
განათლების როლი „მწვანე ეკონომიკის“ ფორმირებაში

"ცოდნა არის სოციალური ცვლილებების ძრავა" - ნიკო სტერი ანოტაცია. „მწვანე ეკონომიკის“  კონცეფცია მრავალგანზომილებიანია, მისი ერთ-ერთი მთავარი პრინციპია ცივილიზებულ საზოგადოებაში, მატერიალური და სულიერი მოთხოვნილებები დაბალანსებული იყოს გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესაბამისად. ძირითად ამოცანას კი წარმოადგენს ის, რომ ეს პრინციპი გადაიზარდოს კონკრეტულ სოციალურ,
2019-06-17
ქრისტინე (ქეთევან) კურატაშვილი
კულტურა და მისი როლი “მწვანე ეკონომიკის” ფორმირებაში

რეზიუმე სამეცნიერო ნაშრომში განხილულია კულტურა _ როგორც კომპლექსური ფაქტორი, როგორც სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის იდეურ-თეორიული ბაზისი და აუცილებელი პირობა, და მაშასადამე, ასევე როგორც “მწვანე ეკონომიკის” ფორმირების ფაქტორი. სწორედ კულტურას _ კულტურის ფაქტორს _ კომპლექსური გაგებით, აქვს პრინციპული მნიშვნელობა საზოგადოებისა და სახელმწიფოს ეფექტიანი
2019-06-17
ილია (აზიკო) სისვაძე
ევროპული ტიპის სოციალურ ეკონომიკაზე გადასვლის კონცეპტუალური პრობლემები საქართველოში

ანოტაცია. დასაბუთებულია, რომ საქართველოსათვის სოციალურ ეკონომიკაზე გადასვლა ობიექტური აუცილებლობითაა ნაკარნახევი. მცდარია შეხედულება, თითქოს ეფექტური სოციალური პოლიტიკის განხორციელება მძლავრი ეკონომიკის გარეშე შეუძლებელია. რეალურად, ასეთი პოლიტიკა თვითონვე განაპირობებს ეკონომიკურ პროგრესს, რომელიც, თავის მხრივ, საყოველთაო კეთილდღეობის მატერიალურ პირობებს ქმნის.
2019-06-17
გიორგი შიხაშვილი
მდგრადი/„მწვანე“ ეკონომიკურ-მმართველობითი საქმიანობის თეორიის სათავეებთან - „რიო-1992“

ანოტაცია. დღევანდელ პირობებში უაღრესად საჭიროა მდგრადი/„მწვანე“ ეკონომიკურ-მმართველობითი საქმიანობის თეორიულ-მეთოდოლოგიური საფუძვლების სიღმისეული გააზრება. ,,რიო-1992“-ის დოკუმენტების საფუძველზე უნდა ჩამოყალიბდეს უახლესი სოციალურ-ეკონომიკურ-ეკოლოგიური აზროვნება და შესაბამისი თეორიულ-მეთოდოლოგიური ფუნდამენტი. აუცილებელია, უახლოეს დროში შემუშავდეს საქართველოს
2019-06-17
მალხაზ ჩიქობავა
ბრეტონ-ვუდსის კონფერენციის ჩატარების მიზეზები და აშშ დოლარის დომინირების საფუძვლები

ანოტაცია: ბრეტონ-ვუდსის თემა არასდროს კარგავს თავის აქტუალობას. ცხადია, ეს შემთხვევითი არარის. წელს ამ ფორუმის ჩატარებიდან სრულდება 75 წელი და ამ ხნის განმავლობაში მრავალი საინტერესო მასალა დაგროვდა, რომელიც გააზრებას და განზოგადებას მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ 1971 წლის 15 აგვისტოდან ბრეტონ-ვუდსის სისტემა გაუქმებულად ითვლება, ჩვენი აზრით, ის დღესაც ინარჩუნებს უდიდეს
2019-06-17
მაია კაპანაძეგიორგი ჭინჭარაული
„მწვანე ეკონომიკის“ თეორიული პრობლემების შესახებ

ანოტაცია. სტატიაში განხილულია არსებულ სინამდვილეში სხვადასხვა სახის „მწვანე ეკონომიკის“ პრობლემები, ამ პრობლემის დაძლევის ძირითადი მიმართულებები, „მწვანე ეკონომიკაზე“ სრულყოფილად გადასვლის ღონისძიებათა სისტემა და ბერკეტები. წარმოდგენილია წინადადებები საქართველოში „მწვანე ეკონომიკის’’ არასრულყოფილი  ფუნქციონირების გაუმჯობესების შესახებ. საკვანძო
2019-06-17
ნუნუ აჩუაშვილისესე ხატიაშვილი
მწვანე ბიზნესი მწვანე ეკონომიკის მიღწევის მნიშვნელოვანი ელემენტი

შესავალი ტერმინი „მწვანე ეკონომიკა“ პირველად 1972 წელს გაჩნდა, მისი მიზანი კი ადამიანის კეთილდღეობა და მისი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება იყო, გამომდინარე იქიდან, რომ ამოწურვადი რესურსების დიდი რაოდენობით ხარჯვა  დროთა განმავლობაში მდგრადი განვითარების მიღწევას შეუძლებელს გახდიდა. უფრო და უფრო მნიშვნელოვანი გახდა მწვანე ეკონომიკის განვითარება, რაც პირველ
2019-06-17
ევგენი ბარათაშვილიირმა მახარაშვილი-ბარათაშვილიჯანდრი ზარანდია
მდგრადი განვითარების საკითხისათვის

ანოტაცია. მეოცე საუკუნის ბოლოს და XXI საუკუნის დასაწყისში თანამედროვე კაცობრიობის და მომავალი თაობების ეკონომიკურ განვითარებასა და ბუნებრივი გარემო პირობების დაცვას შორის რაციონალური კავშირის განსაზღვრა აუცილებელ პირობად იქცა. მნიშვნელოვანწილად ეს ეხება ბოლო პერიოდში საერთაშორისო უსაფრთხოების ახალი კონცეფციის ჩამოყალიბების მცდელობას, რომლის სახითაც მდგრადი
2019-06-17
ხათუნა ბერიშვილი
„მწვანე ეკონომიკა“ - პოსტსაბჭოთა ქვეყნების მდგრადი განვითარების მოდელი

 ანოტაცია. სამრეწველო რევოლუციამ წარმოშვა განვითარების შესაბამისი ეკონომიკური მოდელი, რომელმაც მიიღო „ყავისფერი ეკონომიკის“ სახელწოდება. თანამედროვე გლობალური ფინანსური, ენერგეტიკული და ეკოლოგიური კრიზისების მიზეზები უნდა ვეძებოთ  ბუნებრივი რესურსების ინტენსიური და არარაციონალური  ექსპლუატაციის ნეგატიურ პრაქტიკაში, რომლის შედეგია ფარული ეკოლოგიური
2019-06-17
დავით ბიძინაშვილი
მწვანე ეკონომიკა, როგორც ყველაზე მაღალი კაპიტალიზაციის მოტანის საშუალება საქართველოში

ანოტაცია. მწვანე ეკონომიკა ადამიანების კეთილდღეობისა და სოციალური თანასწორობის მთავარი შედეგია, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს გარემო რისკებს და ეკოლოგიურ დანაკარგებს (გაერთიანებული ერების გარემოს პროგრამა, 2010 წელი). მწვანე ეკონომიკა ეკონომიკური განვითარების ის მოდელია, რომელიც მდგრად განვითარებასა და ეკოლოგიური ეკონომიკის ცოდნაზეა დაფუძნებული. ის ეკონომიკის სხვა
2019-06-17
თამარ გამსახურდიასლავა ფეტელავა
გარემოს დაცვა და ენერგეტიკა - კომპრომისი თუ კონფრონტაცია?

ანოტაცია. თანამედროვე პირობებში  მსოფლიო ენერგეტიკა დიდი გამოწვევების წინაშე დგას. კერძოდ, წიაღისეული საწვავი (ქვანახშირი, ნავთობი, ბუნებრივი აირი), რომელიც თანამედროვე ცივილიზაციის საფუძვლად მიიჩნევა მალე ამოიწურება,მოთხოვნა ენერგიაზე კი განუწყვეტლივ იზრდება, რასაც ადასტურებს  მსოფლიო ენერგეტიკის განვითარების პროგნოზი. ენერგეტიკის განვითარების
2019-06-17
სოლომონ პავლიაშვილიზურაბ გარაყანიძენატა გარაყანიძე
ეკოლოგიურად სუფთა ენერგორესურსების გავლენა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებზე

შესავალი მდიდარი ენერგორესურსები, კერძოდ კი გაზის რესურსები, ბევრი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს სიძლიერის წყაროა. სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების ენერგორესურსებით სიმდიდრე განპირობებულია ამ ქვეყნებში გაზის მარაგით - ბუნებრივი აირის იმ რაოდენობით და რეზერვებით, რაც ამ ქვეყნების მოხმარებას, მარაგების შექმნას სრულად უზრუნველყოფს და მათ
2019-06-17
ლია დვალიშვილი
გარემოს დაცვის ეკონომიკური პრობლემები

ანოტაცია. ნაშრომში მიმოხილულია კაცობრიობის გლობალური პრობლემების არსი და მნიშვნელობა. მითითებულია ამ პრობლემათა სიმწვავისა და საზოგადოებაზე ზემოქმედების მასშტაბებზე. აღნიშნულია ადამიანის ბუნებაში ჩარევის მოცულობასა და მის შედეგებზე, ზოგადად გლობალურ პრობლემებს შორის მჭიდრო ურთიერთკავშირსა და გლობალურ გარემოში საზოგადოების საქმიანობის შედეგებზე. გამოკვეთილია
2019-06-17
თამარ ზირაქაშვილი
საგადასახადო ურთიერთობის ფორმირებისა და განვითარების სისტემის პრინციპები და მიდგომები

ანოტაცია. ბანკების ფუნქციონირების და განვითარების სპეციფიკა განსაზღვრავს გადასახადების მეშვეობით მათ საქმიანობაზე ზემოქმედების მიმართულებას. სახელმწიფოს საგადასახადო ზემოქმედება შეიძლება მიმართული იქნას როგორც სისტემის ცალკეულ ელემენტებზე, ასევე ელემენტების ერთობლიობაზე. კერძოდ, სახელმწიფო ზემოქმედების მიზანი შეიძლება შეადგენდეს ბანკების ერთობლიობა (ყველა
2019-06-17
ციცინო თეთრაული
ნარჩენების მართვის გზები და მეთოდები

ანოტაცია.ნაშრომში განხილულია ნარჩენების მართვის გზები და მეთოდები, მისი ნეგატიური გავლენა ბუნებრივ გარემოსა და ადამიანზე (დაბინძურებული მიწა, წყალი, ჰაერი); გაანალიზებულია ნარჩენების ზრდის მიზეზები, რომელიც უფრო ღრმა და ფუნდამენტურია, ვიდრე ზედაპირზე ჩანს, მასობრივი წარმოება და მოხმარება წარმოშობს ნარჩენების 70%-ს; გაშუქებულია წინა საუკუნის საზოგადოების დამოკიდებულება
2019-06-17
ლია თოთლაძემამუკა ხუსკივაძე
ადამიანისეული კაპიტალის როლი ინკლუზიური მწვანე ზრდის უზრუნველყოფაში

ანოტაცია. ინკლუზიური „მწვანე“ ზრდის კონცეფცია ემყარება ეკონომიკური ზრდისა და განვითარების სტიმულირებასა და ბუნებრივი აქტივების შენარჩუნების, ეკოსისტემების ეფექტიანობის პრინციპებს. ამისათვის საჭიროა ინვესტიციებისა და ინოვაციების ზრდა, რაც წარმოადგენს მდგრადი განვითარების საფუძველს. სწორედ ადამიანისეული კაპიტალია ერთ-ერთი ფუნდამენტური ფაქტორი  ინკლუზიური
2019-06-17
ნაზირა კაკულია
განახლებადი ენერგიის მოხმარებისა და მდგრადი განვითარების გამოწვევები საქართველოში

საქართველო და მასთან ერთად მთელი მსოფლიო მნიშვნელოვანი ალტერნატივის წინაშე დგას. როგორ გაანაწილოს ლიმიტირებული რესურსები იმგვარად, რომ შენარჩუნდეს გარემო პირობები და მინიმალური ზიანი მიადგეს, მიაღწიოს ეფექტიანობას და ამასთანავე ეკონომიკური სარგებელი მეტნაკლებად თანაბრად გადანაწილდეს საზოგადოების წევრებს შორის. სწორედ ამიტომ ქვეყნება მაქსიმალურად უნდა დაიცვან
2019-06-17
ქეთევან კოკაია
საქართველოს საგადასახადო სისტემა და განვითარების ტენდენციები

ანოტაცია. წინამდებარე ნაშრომში "საქართველოს საგადასახადო სისტემა და განვითარების ტენდენციები" განხილულია გადასახადების წარმოშობის, საგადასახადო სისტემის შექმინა და განვითარების ისტორია. ასევე განალიზებულია საგადასახადო სისტემა და საგადასახადო პოლიტიკა, საქართველოს საგადასახადო სისტემის ძირითადი მახასიათებლები და მისი განვითარების ტენდენციები. გადასახადი
2019-06-17
მერაბ მიქელაშვილი
მწვანე ეკონომიკა და საგადასახადო დაბეგვრის ზოგიერთი პრობლემა

ანოტაცია. ეკოლოგიური ანუ „მწვანე“ საგადასახადო რეფორმა, როგორც საგადასახადო და ეკოლოგიური პოლიტიკის ერთობლივ ღონისძიებათა სისტემა, გასული საუკუნის ბოლო ათწლეულის პროდუქტია და ევროპის სახელმწიფოების მიერ საკუთარი საგადასახადო სისტემების ეკოლოგიზაციის მიმართულებით გატარებული საგადასახადო რეფორმებითაა განპირობებული. საგადასახადო სისტემების ეკოლოგიზაცია
2019-06-17
ზურაბ ნოზაძე
,,მწვანე ეკონომიკის” სტიმულირების შესაძლებლობები და გზები მდგრადი ეკონომიკის განვითარებაში

ანოტაცია. სტატიაში განხილულია ,,მწვანეეკონომიკის" წარმოშობის პირობები და კანონზომიერებები, გაანალიზებულია კონკრეტული წინადადებები სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგებში, ,,მწვანე” ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები და სახელმწიფოს როლი ,,მწვანეეკონომიკის” დანერგვაში მდგრადი ეკონომიკის პირობებში. მოცემულია ,,მწვანეეკონომიკის” მიღწევებისა და
2019-06-17
ქრისტინე ომაძე
თანამედროვე დაკრედიტების ზოგიერთი ასპექტი და მათი გავლენა მწვანე ეკონომიკაზე იპოთეკური და სახელმწიფო დაკრედიტების პირობებში

ანოტაცია. ჩვენი კვლევა მიზნად ისახავს თანამედროვე საკრედიტო ურთიერთობის აღწერას და მათი ზეგავლენის (ტრენდის) ასახვას საზოგადოებისათვის მეტად საინტერესო თემაზე - ეკოლოგიური გარემოს განმტკიცებასა და მწვანე ეკონომიკის სრულყოფისაკენ. ამ მხრივ აღწერილია კრედიტის ყველაზე მოთხოვნილი სახეობა - იპოთეკური სესხი, რომლის გრძელვადიანობა და სასურველი საპროცენტო განაკვეთი
2019-06-17
ლალი ოსაძე ლალი სრესელი
მწვანე ეკონომიკა - საქართველოს მდგრადი განვითარების საშუალება

ანოტაცია. სტატიაში ყურადღება გამახვილებულია მწვანე ეკონომიკის როლზე, როგორც სწრაფი ეკონომიკური ზრდის და მდგრადი განვითარების უმთავრეს საშუალებაზე. ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ევროპულ სივრცესთან დასაახლოებლად. საქართველოს მთავრობა გამოდის ინიციატივით, რომ მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით განახორციელოს ნებაყოფლობითი ღონისძიებები
2019-06-17
თენგიზ ქავთარაძე
მწვანე ეკონომიკის ფორმირების პრობლემები საქართველოში

ანოტაცია. ნაშრომში შესწავლილია მწვანე ეკონომიკა, როგორც ეკონომიკური განვითარების მოდელი, რომელიც დამყარებულია მდგრად განვითარებასა და ეკოლოგიური ეკონომიკის ცოდნაზე. არსებული შესაძლებლობების უფრო მეტად გამოყენების მიზნით სხვა დარგებისაგან იმით განსხვავდება, რომ პირდაპირ აფასებს ქვეყნის ბუნებრივ კაპიტალს, რომელსაც აქვს ეკონომიკური ღირებულება. პირველადაა საუბარი
2019-06-17
ნონა ქავთარაძე
სახელმწიფო ბიუჯეტის როლი სოციალური პოლიტიკის ფინანსურ უზრუნველყოფაში

ანოტაცია. სტატიაში წარმოდგენილია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების გეგმური და ფაქტობრივი შესრულების მაჩვენებლების დინამიკა და სტრუქტურა სოციალური სფეროს (ჯანმრთელობის დაცვა, განათლება, სოციალური დაცვა) ჭრილში, ასევე გაანალიზებულია ბიუჯეტის ასიგნებების გავლენა ქვეყნის ძირითად სოციალურ ინდიკატორებზე. აღნიშნული მასალის კომპლექსური ანალიზის
2019-06-17
მედეა მელაშვილინუნუ ქისტაურიქეთევან ქველაძე
ეკოინოვაციების და ინვესტიციების მნიშვნელობა მწვანე ეკონომიკის განვითარებისათვის

ანოტაცია. ნაშრომი ეძღვნება ეკონომიკის ისეთ მნიშვნელოვან დარგს, როგორიცაა მწვანე ეკონომიკა, კერძოდ, ერთ-ერთ ისეთ აქტუალურ პრობლემას, როგორიცაა ეკოინოვაციების და ინვესტიციების მნიშვნელობა მწვანე ეკონომიკის განვითარებისათვის. მოყვანილია მწვანე ეკონომიკის განმარტება, რომლის მიხედვით იგი ემსახურება ისეთი გლობალური პრობლემების გადაწყვეტას, როგორიცაა შიმშილის დაძლევა,
2019-06-17
ფატი შენგელია
მწვანე ეკონომიკა და სიღარიბე

მწვანე ეკონომიკურმა კონცეფციამ  საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო 2012 წლის გაეროს კონფერენციის - მდგრადი განვითარება (რიო +20)-ის  შემდეგ.  კონფერენცია ეძღვნებოდა  გლობალურ გარემოსდაცვით და ეკონომიკურ საკითხებსა  და გამოწვევებს, რომელიც   ჩვენს პლანეტაზე ბიომრავალფეროვნების დაკარგვით, ნიადაგის დეგრადაციით და ბუნებრივი რესურსების სიმწირით არის  გამოწვეული. ბოლო
2019-06-17
ელენე ჩიქოვანი
გარემოს დაცვითი სტატისტიკის სრულყოფის ზოგიერთი საკითხისათვის საქართველოში

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია გარემოსდაცვითი სტატისტიკის განვითარების მდგომარეობა საქართველოში. გაანალიზებულია გარემოს დაცვის ინდიკატორთა წრის დამუშავების სფეროში არსებული გამოწვევები ქვეყანაში. მოცემულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტატისტიკის განყოფილების მიერ განსაზღვრული მიმართულებები, რომელიც გარემოსდაცვითი სტატისტიკის ძირითად სფეროებს ასახავს.
2019-06-17
ქეთევან ჭანიძე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკური პარამეტრებისა და მოსახლეობის სტრუქტურის ურთიერთკავშირის ანალიზი

ანოტაცია. მოცემულ სტატიაში განხილულია აჭარის მოსახლეობისა და ისეთი ეკონომიკური პარამეტრების ურთიერთკავშირის ანალიზი, როგორიცაა დასაქმება, ეკონომიკური აქტიურობის დონე ასაკის, სქესის მიხედვით. მოსახლეობის რიცხოვნობას, მათ შორის შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობას დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკისთვის, ვინაიდან შრომა წარმოების ძირითადი ფაქტორია, რაც უფრო მეტია
2019-06-17
იზოლდა ჭილაძე
სახელმწიფო გრანტების აქტუალობა და აღრიცხვის თავისებურებები

ანოტაცია. სტატიის მიზანია სახელმწიფო გრანტების აქტუალობის  და იურიდიული პირის მიერ შეძენილი გრანტების აღრიცხვის თავისებურებების განხილვა. სახელმწიფო საგრანტო პოლიტიკის მთავარი ამოცანებია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, სოციალური, კულტურული და  სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობების ხელშეწყობა, ინოვაციების პოპულარიზაცია და საზოგადოებაში მათი დანერგვა,
2019-06-17
გიორგი ხარშილაძე
„მწვანე ეკონომიკის“ ფორმირების შესაძლებლობები და სიძნელეები საქართველოში

ანოტაცია. საქართველოს, როგორც საბაზრო ეკონომიკაზე მდგარ სახელმწიფოს, უპირველეს ამოცანას წარმოადგენს ეფექტიანი საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავება და რეალიზაცია. მწვანე ეკონომიკა წარმოადგენს შედარებით ახალ მიმართულებას, რომელმაც განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა ბოლო ათწლეულის მანძილზე. იგი დაფუძნებულია ეკონომიკის მდგრად განვითარებასა და ეკონომიკას აფასებს მისი
2019-06-17
ვასილ ხიზანიშვილი
ეკოსოციალური საბაზრო ეკონომიკა ანუ “ჰუმანური ეკონომიკა”

ანოტაცია. სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ყოველი მოძრაობების, მიმართულებებისა თუ მოსალოდნელი კრიზისების ფონზე, მსოფლიო სოციალურ-ეკონომიკური კონსტელაცია, ეკონომიკური პოლიტიკის ჭრილში განიხილება პოსტ-კაპიტალისტურ, პოსტსოციალისტურ ეკონომიკად, რასაც შეიძლება ვუწოდოთ ეკო-სოციალური საბაზრო ეკონომიკა. ეკოსოციალური საბაზრო ეკონომიკის კონცეფცია მიმართულია თავისუფალი საბაზრო
2019-06-17
ლალი ხიხაძე
განახლებადი ენერგეტიკული რესურსების გამოყენების უპირატესობები და ნაკლოვანებანი სათბობ-ენერგეტიკული სისტემის განვითარებაში: მსოფლიო გამოცდილება და პრაქტიკა საქართველოსათვის

  ანოტაცია: კაცობრიობის განვითარების მთელი ისტორია დაკავშირებულია სათბობ-ენერგეტიკის განვითარებასთან, რადგანაც ენერგეტიკული რესურსების დეფიციტი და სიუხვე მკვეთრად განსაზღვრავს ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარების დონეს. მსოფლიოში მიმდინარე ფინანსურმა, ენერგეტიკულმა და ეკოლოგიურმა კრიზისმა სავსებით შეცვალა წარმოდგენა სათბობ-ენერგეტიკის
2019-06-17
თეიმურაზ ბაბუნაშვილი
ადმინისტრირების როლი და მნიშვნელობა ბიზნეს სუბიექტების მართვაში

ანოტაცია. თანამედროვე პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ადმინისტრაციისა და ადმინისტრირების ცნებებს შორის თანაფარდობაზე, რომელთა ძირითადი აქცენტები მიმართულია მმართველობითი პროცესების კვლევაზე, მართვის ხაზობრივ-ფუნქციონალური სისტემების უპირატეს გამოყენებაზე, მკაცრ იერარქიაზე, მმართველობითი გადაწყვეტი­ლებების მიღებისა და ფიქსაციის
2019-06-17
ევგენი ბარათაშვილიირმა მახარაშვილი-ბარათაშვილიგუგული ყურაშვილი
მუნიციპალური მართვის ხარისხის შეფასების საკითხისათვის

ანოტაცია. საბაზრო ეკონომიკის პირობებში ხარისხი განიხილება მომხმარებელთა მოთხოვნებთან შესაბამისობის პოზიციიდან. ხარისხის, როგორც პროდუქტის, მომსახურების ხარისხსა და მომხმარებლის დამოკიდებულებას შორის შეთანხმების მიღწევის პროცესის განმარტება შეიძლება გამოყენებულ იქნეს ეკონომიკის საზოგადოებრივ სექტორში, რომელიც გვევლინება საზოგადოებრივი სიკეთის მწარმოებლად.
2019-06-17
თამაზ გამსახურდიათეიმურაზ ფესტვენიძე
მენეჯერის ინტელექტუალური დონის ამაღლება - ეფექტური მმართველობითი გადაწყვეტილებების გარანტი

ანოტაცია. შრომაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ხელისუფლების მიერ სწორად განხორციელებულ ეკონომიკურ პოლიტიკასა და მეცნიერულად გაანალიზებულ ბიზნესგარემოს ეფექტურ განვითარებაზე, რომელიც ადამიანური რესურსების დენადობის შემცირებასა და რაციონალურ გამოყენებასთან მჭიდროდ არის
2019-06-17
მარია ზუბიაშვილინინო მღვდელაძე
ფინანსური მენეჯერის და ბუღალტრის თანამდებობრივი განსხვავებები

ანოტაცია.სტატია ეძღვნება საწარმოში ფინანსური მენეჯერის და ბუღალტრის საქმიანობებს შორის განსხვავებას. აღნიშნულია როგორც ბუღალტრის, ასევე ფინანსური მენეჯერის შესასრულებელი ფუნქციები და მოვალეობები. მსჯელობით მივედით დასკვნამდე, რომ მიუხედავად მათ შესასრულებელ ფუნქციებს შორის განსხვავებისა, ბუღალტერს თავისი ცოდნიდან და გამოცდილებიდან შეუძლია შეასრულოს ორივე
2019-06-17
ელგუჯა კონჯარია
ეფექტიანობის აუდიტის არსი და მისი გამოყენების თავისებურებები

ანოტაცია. ეფექტიანობის აუდიტის როლი და აუცილებლობა საბიუჯეტო სახსრების გამოყენების პროცესში გულისხმობს მთავრობის საქმიანობის ობიექტურ, მიზანმიმართულ და ორგანიზებულ შემოწმებას. ეფექტიანობის აუდიტის საფუძველზე დაინტერესებულ პირებს მიეწოდებათ ინფორმაცია აუდიტის ობიექტის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესრულების შეფასების შესახებ. საქართველოში საბაზრო
2019-06-17
ზურაბ ლიპარტია
ინოვაციური საქმიანობის ეფექტიანობის შეფასების პრობლემა საქართველოში

ანოტაცია. სტატიაში განხლულია  „მწვანე ეკონომიკის“ პირობებში ეკონომიკური ეფექტის განსაზღვრის პრობლემა და ინოვაციური განვითარების საერთო ეკონომიკური ეფექტიანობის შეფასების სრულყოფილი სისტემის ფორმირების პრობლემის კვლევის აუცილებლობა, რომელიც ეკონომიკური ეფექტის (შედეგების) დანახარჯებთან შედარებითი ანალიზის მეთოდის გამოყენებას ეფუძნება, სამეწარმეო
2019-06-17
გელა მამულაძე მირზა ბახტაძე
ინოვაციური მენეჯმენტის განვითარების თავისებურებები საქართველოში

ანოტაცია. იმისათვის, რომ ქართული ნაწარმი შესაბამისი მომზადებით შეხვდეს ეკონომიკის თანამედროვე გამოწვევებს, საჭიროა მენეჯმენტის ეფექტიანობის გაზ­რდისათვის აუცილებელი თანამედროვე ინოვაციური კანონზომიერებების კომ­პლექსური შესწავლა და ინოვაციური ეკონომიკის მქონე ქვეყნებისა და წარმა­ტებული კომპანიების გამოცდილების მუდმივი კვლევა. სტატიაში მიმოხილულია
2019-06-17
ნინო მამულაძე
ეკოლოგიური (მწვანე) მარკეტინგი და რეალობა

ანოტაცია. მარკეტინგის ევოლუციამ განაპირობა სოციალურ-ეთიკური მარკეტინგის კონცეფციის ჩამოყალიბება, რომელიც დღესდღეობით ეკოლოგიური მარკეტინგის _ მწვანე მარკეტინგის სახით ვლინდება, თუმცა თავისი მნიშვნელობით ორივე მსგავსია. მისი არსებობა განპირობებულია ბუნებრივი რესურსების უკმარისობის, გარემოს გლობალური დაბინძურების, უხარისხო და ჯამრთელობისათვის საზიანო
2019-06-17
თეა უდესიანიდალი სოლოღაშვილი
მწვანე ეკონომიკის გამოწვევები სამეურნეო სუბიექტებისა და მათ მიერ წარსადგენ მმართველობის ანგარიშგებისადმი

ანოტაცია. მწვანე ეკონომიკა ადამიანების კეთილდღეობისა და სოციალური თანასწორობის მთავარი შედეგია, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს გარემორისკებს და ეკოლოგიურ დანაკარგებს. მწვანე ეკონომიკა ეკონომიკური განვითარების ის მოდელია, რომელიც მდგრად განვითარებასა და ეკოლოგიური ეკონომიკის ცოდნაზეა დაფუძნებული. სხვა დარგებისგან იმით განსხვავდება, რომ იგი პირდაპირ აფასებს
2019-06-17
მირონ ტუღუში
,,მწვანე მენეჯმენტის” ზოგიერთი საკითხი საქართველოში

ანოტაცია:  განვითარებულ ქვეყნებში ,,მწვანე ეკონომიკისა“ და ,,მწვანე მენეჯმენტის“ სფეროში განსაზღვრულია სახელმწიფოს, ბიზნეს სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის, მასმედიის თუ სხვათა მოვალეობები და პასუხისმგებლობა. ,,მწვანე მენეჯმენტის“ საკითხები ქვეყნების ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მართვის სისტემის ორგანული შემადგენელი
2019-06-17
ქეთევან შენგელია
პროექტების მართვის და ბიზნესსფეროს ფუნქციონირების ეფექტიანობისათვის საინფორმაციო ტექნოლოგიების როლი და მომავალი პერსპექტივები

ანოტაცია. მუდმივად ვითარდება საინფორმაციო ტექნოლოგიები, რაც ამარტივებს ბიზნესის ფუნქციონირებას, საუკეთესო ბიზნესპროექტების შერჩევას და განხორციელებას. თანამედროვე კომპანიები უკვე იყენებენ „მაიკროსოფთის“ ლიცენზირებულ ღრუბლოვან ტექნოლოგიებს, რაც რევოლუციური განვითარებაა IT ტექნოლოგიაში. დღეს ვერც ერთი სფერო გვერდს ვერ აუვლის მათ. ეს უკანასკნელი საშუალებას
2019-06-17
გიორგი ბრეგვაძე
მწვანე ეკონომიკა და მშენებლობა

ანოტაცია.სტატიაში განხილულია მწვანე ეკონომიკის მნიშვნელობა და ამოცანები სტაბილური ეკონომიკის განვითარებისათვის. ძირითადი ნაწილი ეძღვნება მწვანე ეკონომიკის პრობლემების არსებობას მშენებლობის სექტორში. დეტალურად არის განხილული სამშენებლო კომპანია „ლისი დეველოპმენტის“ საქმიანობა. საკვანძო სიტყვები: მწვანე ეკონომიკა, მშენებლობის სექტორი, „მწვანე ქალაქი
2019-06-17
ლინა დათუნაშვილი
"მწვანე" ეკონომიკა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარება

ანოტაცია. სტატიაში გაანალიზებულია "მწვანე" ეკონომიკის არსი, მისი წარმოშობის აუცილებლობა, განვითარებული ქვეყნების მთავრობების ძალისხმევა "მწვანე" ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის, მათ შორის სოფლის მეურნეობის დასაფინანსებლად. ყურადღება გამახვილებულია: ინვესტიციებზე და მის არათანაბარ დაბანდებაზე მეურნეობის რიგ დარგებში, სოფლის მეურნეობის ეკოლოგიზაციაზე, მწვანე სოფლის
2019-06-17
თეიმურაზ კანდელაკიცირა მიქატაძე
სწრაფმზარდი მაღალპროდუქტიული პლანტაციები - ეფექტიანი საშუალება მწვანე ეკონომიკის განვითარებისთვის

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია იმ მცენარეების ეკონომიკურ-ეკოლოგიურ-სოციალური მახასიათებლები, რომლის პლანტაციების გაშენება ეფექტიანი საშუალება იქნება მწვანე ეკონომიკის განვითარებისთვის. ეს განსაკუთრებული (ცნობილია პაულოვნიის, „ადამის ხე“, „კავკამი“ სახელწოდებით) სწრაფმზარდი მცენარე (12-15 მეტრი იზრდება 5 წელიწადში) დარგვიდან 6 წელიწადში შეიძლება მოიჭრას და
2019-06-17
ქეთევან კინწმარიშვილი
ტექნოლოგიური ინოვაციები ჯანდაცვაში

ანოტაცია. ჯანდაცვის სფეროში ინოვაცია ტექნოლოგიურად ითვლება, თუ სამედიცინო მომსა¬ხურების გაწევის მეთოდები პრინციპულად ახა¬ლი და ტექნოლოგიური თვალსაზრისით გაუმჯობესე¬ბულია. სპეციალის¬ტე¬ბი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ მაღალ¬ტექ¬ნოლო¬გი¬ური სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობასა და ეფექტურობას. სწორედ მაღალტექნო-ლოგიური სამედიცინო დახმარება
2019-06-17
გოდერძი ტყეშელაშვილიბექარ კილასონია
საქართველოს ტრანსპორტის მდგომარეობის ანალიზი და პერსპექტივა

შესავალი საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა ერთ-ერთი იმ ფაქტორთაგანია, რომელმაც საქართველოს სწრაფი ეკონომიკური განვითარება უნდა უზრუნველყოს. რამდენადაც საქართველოზე გადის უმოკლესი სატრანზიტო გზა მეზობელ აზერბეიჯანსა და სასომხეთში, აგრეთვე შუა აზიის სახელმწიფიებსა და ნაწილობრივ ირანსა და ჩინეთშიდაც კი. ამასთან საქართველო საზღვაო ქვეყანაა. ამ უპირატესობებს
2019-06-17
ნანა ლუხუტაშვილიმარიამ დენოსაშვილი
საკრუიზო საქმის განვითარების პერსპექტივები აჭარაში

ანოტაცია. სტატიაში ნათქვამია, რომ ბათუმში ბოლო წლებში საკრუიზო ტურიზმი კვლავ იბრუნებს აქტუალობას. ბათუმის ნავსადგურს გააჩნია შესაძლებლობა დააკმაყოფილოს კლიენტების მოთხოვნები სხვადასხვა ტვირთებთან, გემებთან და მგზავრებთან მიმართებაში. სტატიაში აღწერილა ბათუმისა და ბათუმის პორტის განვითარების ისტორია ძვ.წ. III საუკუნიდან დღემდე; პორტის გეოსტრატეგიული და ბუნებრივი
2019-06-17
მედეა მელაშვილინუნუ ქისტაურიქეთევან ქველაძე
ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება მწვანე ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი სეგმენტი

ანოტაცია. ნაშრომი ეძღვნება „მწვანე“ ეკონომიკის აქტუალურობას და მნიშვნელობას დღევანდელ პირობებში, როცა კაცობრიობა ძალიან სწრაფად მიექანება ეკოლოგიური კატასტროფისაკენ; მოტანილია მისი, როგორც ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგის, პრინციპები და ასევე ბოლო დროის „მწვანე“ განვითარების წარმატებული მაგალითები მსოფლიოში (განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში). ნაშრომში
2019-06-17
ლეილა მამულაშვილი მაკა სოსანიძე
ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარების პერსპექტივები საქართველოში

ანოტაცია. ნაშრომში ნაჩვენებია მწვანე ეკონომიკისა  და მისი ერთ-ერთი სექტორის - მწვანე ალტერნატიული ენერგეტიკის მნიშვნელობა და სახეები. განხილულია საქართველოში არსებული ალტერნატიული (განახლებადი) ენერგიის  წყაროები, მათი პოტენციალი და განვითარების პერსპექტივები. საკვანძო სიტყვები: მწვანე ეკონომიკა, განახლებადი ენერგია, მზის ენერგია, ბიოენერგია.  შესავალი მწვანე
2019-06-17
მედეა მელაშვილინუნუ ქისტაურიქეთევან ქველაძე
ტურიზმის ეკოლოგიზაციის თანამედროვე ასპექტები "მწვანე ეკონომიკის" პირობებში

 ანოტაცია. მსოფლიო ეკონომიკის მდგრადი განვითარების გზაზე გადასვლის პროცესში მწვანე ეკონომიკის სექტორების და კერძოდ, ტურიზმის ეკოლოგიზაცია უზრუნველყოფს მდგრადი ინფრასტრუქტურის, სამუშაო ადგილების შექმნის, საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბების და შემოსავლების მიღების შესაძლებლობებს. სტატიაში განხილულია ტურიზმის ეკოლოგიური _ მწვანე განვითარების ის თანამედროვე
2019-06-17
ბორის ჭიჭინაძე
ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარების პრობლემები საქართველოში

ანოტაცია. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობებში, მიუხედავად წლების განმავლობაში ცენტრალური ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმებისა, მდგომარეობა მაინც რთულია და მნიშვნელოვანი რეფორმის აუცილებლობა კვლავ დგას დღის წესრიგში.   განვლილ  წლებზე დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ ძირითად გადაუწყვეტელ საკითხებად ამ ეტაპისათვის კვლავ რჩება ცენტრსა და თვითმმართველობებს
2019-06-17
ლალი ხარბედიამარიამ ხარბედია
კოლხეთის ეროვნული პარკის მნიშვნელობა ეკოტურიზმის განვითარებისთვის

ანოტაცია. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მიმართულებებს ძირითადად მისი გეოგრაფიული მდებარეობა განსაზღვრავს, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის, როგორც დამაკავშირებელი რგოლის, ფუნქციას ევროპასა და აზიას შორის. მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ საქართველო ამ ფუნქციით გაიცნო, მაგრამ გეოგრაფიულმა მდებარობამ, მრავალფეროვანმა ბუნებამ და კლიმატმა ქვეყნის ტურისტული
2019-06-17
მადონა ხუსკივაძევასილ წიქვაძე
ხისდამმუშავებელ მრეწველობაში მიღებული მერქნული ნარჩენები – როგორც პერსპექტიული ბიზნესი

ანოტაცია. სტატიაში განხილულია ხისდამმუშავებელ მრეწველობაში მიღებული მერქნული ნარჩენების სახეები და მათი კლასიფიკაცია. მერქნის დამუშავების და გადამუშავების პროცესი ნებისმიერ წარმოებაში დაკავშირებულია დიდი რაოდენობის ნარჩენების მიღებასთან, რაც საშუალებას იძლევა მერქნის ღრმა დამუშავებას შევხედოთ, არა უბრალოდ, როგორც გარემოზე მზრუნველობის ფაქტორს, არამედ როგორც
2019-06-17
იოსებ არჩვაძე
დემოგრაფიული ცვლილებების ასახვა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლებში (საქართველოსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების მაგალითზე)

ანოტაცია.ყოველი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონის მახასიათებლად ათეული წლებია რჩება მთლიანი შიგა პროდუქტი (მშპ). მიუხედავად 2008-2009 წლების მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე პოლიტიკოსებისა და მეცნიერების ერთი ნაწილის ხმამაღალი განცხადებისა, უფრო ყოვლისმომცველი ინდიკატორის გაანგარიშების აუცილებლობის შესახებ, საქმე ამ მიმართულებით სერიოზულად წინ არ წასულა და მშპ
2019-06-17
ავთანდილ სულაბერიძე
ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების გამოწვევები ვიზალიბერალიზაციის პირობებში

ანოტაცია. სტატიაში განხილულია საქართველოს და ევროკავშირს შორის მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილებისთვის გაფორმებული ვიზა ლიბერალიზაციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საქართველოს ვალდებულებები და მისი შესრულების ანალიზი. მოყვანილია საქართველოს პოტენციურ ემიგრანტთა მოტივაციები და გაანალიზებულია ვიზა ლიბერალიზაციის საკანონმდებლო ბაზის რეალიზაციისთვის
2019-06-17
ნინო გომელაურიციცინო გვრიტიშვილი
ოჯახის პოზიტიური სახის ფორმირება საქართველოში

ანოტაცია. სტატიაში გადმოცემულია ოჯახის პოზიტიური სახის ფორმირების ანალიზი. ოჯახი საზოგადოების ფუნდამენტია და სწორედ ოჯახი ახდენს ზემოქმდებას საზოგადოების განვითარებაზე მოსახლეობის აღწარმოების გზით, მატერიალური და სულიერის ღირებულებების გამდიდრებით, საზოგადოების მომავალი წევრების აღზრდის საშუალებით. განხილულია დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის მიერ
2019-06-17
ნაირა ვირსალაძემავლინა ყიფიანი
საქართველოს მოსახლეობის შრომითი სტრუქტურისა და შრომითი პოტენციალის თანამედროვე ასპექტები

ანოტაცია. საკონფერენციო თემაში _ ,,საქართველოს მოსახლეობის შრომითი სტრუქტურისა და შრომითი პოტენციალის თანამედროვე ასპექტები“ _ განხილულია საქართველოს მოსახლეობის ასაკობრივი შემადგენლობა, დახასითებულია ცალკეული ასაკობრივი ჯგუფები და მათი ხვედრითი წილი მოსახლეობის ასაკობრივ სტრუქტურაში, ასაკობრივი სტრუქტურის ფორმირებაზე მოქმედი ფაქტორები, შესწავლილი და
2019-06-17
რევაზ ლორთქიფანიძე
ქსელური მენეჯმენტი „მწვანე აფთიაქით“ დემოგრაფიული პრობლემების დასაძლევად

    ანოტაცია. დედაქალაქიდან და რეგიონული ცენტრებიდან ქსელური მართვის მექანიზმების გამოყენების საფუძველზე მენეჯერული ხარჯების შემცირებითა და მაღალმთიან რეგიონებში „მწვანე აფთიაქებისა“ და მცირე ამბულატორიული ობიექტების ამოქმედების გზით, შესაძლებელია, მაღალამთიანეთის დაცარიელებულ სოფლებში ახალგაზრდობის მოზიდვა და საქმიანი დამაგრება, რამაც, შესაძლოა,
2019-06-17
დალი მაგრაქველიძე
გადასახადები - სოციალური მდგომარეობის შეცვლის მნიშვნელოვანი ფაქტორი

ანოტაცია.ბეგარის გაგების არსი იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც ბაზარზე არსებობს ბეგარა, არსებობს ორი ფასი: ფასი, რომელსაც მომხმარებელი იხდის (PD)  და ფასი, რომელსაც მიმწოდებელი იღებს (PS). ეს ორი ფასი - მოთხოვნის ფასი და მიწოდების ფასი - ერთმანეთისაგან ბეგარის სიდიდით განსხვავდება. ნაშრომში განვიხილეთ ფასის ცვლილების შემთხვევები, როდესაც წესდება რაოდენობის გადასახადი ან
2019-06-17
ლელა მენაბდიშვილი
ოჯახის მართვის თავისებურებები საქართველოში

ანოტაცია გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყო ოჯახის მართვაში. მამაკაცის, როგორც ოჯახის უფროსის და ერთადერთი მარჩენლის როლი თანდათან შესუსტდა. ქალს ოჯახში მეტი ძალაუფლება მიენიჭა. ოჯახები ავტონომიური ძალაუფლებით ჩაანაცვლა ოჯახებმა ცოლ-ქმრის მიერ ერთად მიღებული გადაწყვეტილებებით. ეს
2019-06-17
ნანა მენაბდიშვილი
საკუთარი ოჯახის ეკონომიკური შესაძლებლობების თვითშეფასება

ანოტაცია. ოჯახის კეთილდღეობის განმსაზღვრელ ფაქტორებს შორის ეკონომიკური და ემოციური ფაქტორები მნიშვნელოვან როლს თამაშობს და მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. წარმოდგენილი ნაშრომი ემყარება სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგებს და მოცემულია საკუთრი ოჯახების ეკონომიკური შესაძლებლობების შეფასება რესპონდენტთა მხრიდან. შეფასებები გაკეთებულია მათი მოთხოვნილებების
2019-06-17
ნიკა ქიტოშვილიანა ანუშიძე
აზერბაიჯანის ეკონომიკური პოლიტიკის სტაბილურობაზე გავლენის მომხდენი ფაქტორები

ანოტაცია. ნაშრომის მიზანია აზერბაიჯანის, როგორც ახალგაზრდა საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნის, ეკონომიკურ სტაბილურობაზე მოქმედი ფაქტორების წარმოჩენა ქვეყნის, ეკონომიკური პოლიტიკის მახასიათებლების განხილვა. ნაშრომი ეყრდნობა ორ მთავარ საკვლევ კითხვას: რაში მდგომარეობს აზერბაიჯანის ეკონომიკური პოლიტიკის თავისებურება? რა ფაქტორები ახდენს გავლენას აზერბაიჯანის
2019-06-17
გიორგი დიდიძე
რეგიონული საინოვაციო სისტემა როგორც ინოვაციური პოლიტიკის ორგანიზაციულ-ეკონომიკური მექანიზმის ელემენტი

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია ინოვაციური სისტემის შექმნის ობიექტური აუცილებლობა და სახელმწიფო მხარდაჭერის მნიშვნელობა რეგიონების ინოვაციური განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების საქმეში. მოყვანილია რეგიონული ინოვაციური სისტემის კონცეფციის განსხვავებული ინტერპრეტაციები და პოსტულატები. შემოთავაზებულია რეკომენდაციები მცირე და საშუალო სიდიდის
2019-06-17
ლევან კიკილაშვილი
საქართველოში ჯანმრთელობის ხელშეწყობა ეკოინფრასტრუქტურის განვითარების ჭრილში1

ანოტაცია. საქართველო ახალი ათასწლეულის დასაწყისში დიდი გამოწვევების წინაშე დგას, დიდ ქალაქებში მაღალია სხვადასხვა დაავადების გამომწვევი რისკფაქტორი, რაც ხშირად დაკავშირებულია გარემოს დაბინძურებასა და მწვანე ეკოსაფარის სიმცირესთან. ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა მრავალფეროვანი ბუნებრივი ლანდშაფტით, რაც შესაძლებლობას გვაძლევს სახელმწიფოს ახალი სოციალურ-ეკონომიკური
2019-06-17
ბექარ კილასონია
ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები და ცვლილებები 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტში

ანოტაცია. მსოფლიოს ნებისმიერი სახელმწიფოს წარმატების ძირითად საფუძველს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის მიღწევა წარმოადგენს, თუმცა აღნიშნულს ქვეყანათა მცირე ჩამონათვალი თუ ახერხებს.  ეკონომიკური ზრდის, მისი შედეგების კრიტიკული ანალიზის და ეკონომიკური ზრდისადმი ახლებული მიდგომის, კერძოდ მისი შეზღუდვის კონცეფციები, რაც არც ისე დიდი ხნის წინ გაჩნდა, მწვავე პრობლემაზე
2019-06-17
ანი მესხი
განახლებადი ეკონომიკის როლი კლიმატური ცვლილებების შერბილებაში

ანოტაცია. გლობალური კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შედეგები მკვეთრად ვლინდება ბევრ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც. ადამიანის სამეწარმეო საქმიანობის შედეგად გამოწვეული კლიმატის ცვლილება დაკავშირებულია სათბურის გაზების ემისიასთან, რომელშიც უდიდესი წილი ნახშირორჟანგის ემისიებზე მოდის. თავის მხრივ, კლიმატის ცვლილება უარყოფითად მოქმედებს ეკონომიკის მდგრად
2019-06-17
ლაშა კელიხაშვილი
„მწვანე ეკონომიკის“ ფორმირების თავისებურებები და სახელმწიფოს როლი აღნიშნულ პროცესში

ანოტაცია. მოცემულ კვლევაში გაანალიზებულია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გარემოსადმი მდგრადობის ცალკეული საკითხები, კერძოდ შეფასებულია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების (რაც მოცემულ კვლევაში მოსახლეობის ერთ სულზე GDP-ს მაჩვენებლით განისაზღვრება) გარემოსადმი მდგრადობის ხარისხი და სახელმწიფოს პოლიტიკის ეფექტიანობა აღნიშნული მიმართულებით. კვლევის მიხედვით,
2019-06-17
დავით კეშელავა
განახლებადი ენერგიის გამოყენების პოტენციალი საქართველოში და მისი მაკროეკონომიკური შინაარსი

ანოტაცია. საქართველო თავისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის, რესურსების განაწილების და ეკონომიკური განვითარების პირობებში საკმაოდ დიდ იმედებს ამყარებს განახლებადი ენერგიის წყაროებზე. თუმცა, როგორც კვლევები ცხადყოფს საქართველოს მხოლოდ ნაწილობრივ აქვს ათვისებული ჰიდროელექტროენერგიის რესურსები და მხოლოდ ახლა დაიწყო ქარის ენერგიის პოტენციალის შესწავლა და ქარის
2019-06-17
ნინო ჟორჟიკაშვილი
კაპიტალის ადექვატურობის მაჩვენებლები ბაზელ III-ის მიხედვით და აღნიშნული ინდიკატორების მდგომარეობა საქართველოს საბანკო- საფინანსო სექტორისათვის

ანოტაცია.   ფინანსური სტაბილურობის მიღწევა ნებისმიერი ქვეყნის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს  განსაკუთრებით კი, 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდგომ.  ჯანსაღი ფინანსური სისტემა ქმნის პირობას ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ეკონომიკური მიზნების მისაღწევად, აქედან  გამომდინარე  კაპიტალის ადექვატურობის მაჩვენებლები გადამწყვეტ როლს თამაშობენ 
2019-06-17
ცოტნე ჟღენტი
განახლებადი ენერგიის პოტენციალი საქართველოში და მისი გავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე

ანოტაცია. ენერგიის ახალი და ალტერნატიული წყაროების ძიება და გამოყენება უხსოვარი დროიდან მოყოლებული კაცობრიობის ფიქრისა და განსჯის საგანს წარმოადგენს. მსოფლიო ეკონომიკის გაფართოებასთან ერთად იზრდება მოთხოვნა ენერგიაზე, რაც პლანეტის შეზღუდული რესურსების ფონზე უმნიშვნელოვანეს როლს ანიჭებს განახლებად ენერგორესურსებს. იგი მოიცავს ქარისა და მზის ენერგიას,
2019-06-17
სალომე სილაგაძე
კლიმატური ცვლილება და მიგრაცია

ანოტაცია. კლიმატური ცვლილებები, კონკრეტულად გლობალური დათბობა და მასთან დაკავშირებული სხვა ბუნებრივი კატაკლიზმები მეცნიერების ყურადღების ცენტრში ექცევა. ცვლილებები ეფექტს ახდენს არა მხოლოდ ეკოსისტემებზე, არამედ ასევე, საფუძველი ხდება ადამიანების მიგრაციისა.  მეცნიერული ნაშრომი განიხილავს ეკომიგრაციის თავისებურებებს, თუ რა პრობლემები შეიძლება მოჰყვეს კლიმატურ
2019-06-17
ნინო ტალიკაძე
მწვანე ეკონომიკის კონცეფცია და საქართველოს პოზიცია გლობალურ მწვანე ეკონომიკაში

ანოტაცია. ბოლო ათწლეულების მანძილზე გლობალური ეკონომიკა ცვლილებათა სამმა ძირითადმა ტალღამ მოიცვა. პირველი, ეს იყო საქონლის, ფინანსებისა და ინფორმაციის ნაკადების მიმოცვლის ბარიერების შემცირება. მეორე, ეკონომიკური ძალაუფლების გადანაცვლება დასავლეთიდან აღმოსავლეთით. ხოლო მესამე ტალღა, კლიმატის გლობალურმა ცვლილებებმა წარმოშვა, რაც მხოლოდ დასაწყისია და მიმართულია უფრო
2019-06-17
ირმა ტყემალაძე
დასაქმების არასტანდარტული ფორმები - სისტემური რისკი თუ საერთო ეკონომომიკური კეთილდღეობის ზრდის გზა

ანოტაცია. სტატიაში განხილულია პოსტინდუსტრიული ეკონომიკის ფორმირების თანმდევი ცვლილებების ზეგავლენა შრომის ბაზარზე, კერძოდ, დასაქმების არასტანდარტული ფორმების წარმოშობა, წარმოშობის მიზეზები, მათი გავრცელების დინამიკა მსოფლიოში, დადებითი და უარყოფითი მხარეები და განვითარების პერსპექტივები.  საკვანძო სიტყვები: დასაქმების არასტანდარტული ფორმები, არასრული
2019-06-17
მალხაზ ძაძუა
მიკროფინანსები და მწვანე დაფინანსება

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია თანამედროვე მიკროსაფინანსო ინდუსტრიაში მწვანე ეკონომიკის განვითარების კუთხით არსებული მდგომარეობა, მიკროფინანსების როლი და გავლენა კლიმატის ცვლილებასთან მიმართებაში და მისი პოტენციური შესაძლებლობები მცირე ლოკალური ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსებაში. გაანალიზებულია საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილება. საკვანძო სიტყვები
2019-06-17