English / ქართული / русский /

დაარსების დღისადმი მიძღვნილი კონფერენციების არქივი

რამაზ აბესაძე
ინოვაციური ეკონომიკის ფორმირების სახელმწიფო რეგულირების პრობლემები საქართველოში

ანოტაცია  იმისათვის, რომ განვითარებად ქვეყნებში დაჩქარდეს ინოვაციური ეკონომიკის მშენებლობა, აუცილებელია შესაბამისი პროცესების სახელმწიფო რეგულირება, რომელიც უნდა განხორციელდეს ინოვაციური ეკონომიკის ფორმირების სახელმწიფო რეგულირების მექანიზმის მეშვეობით, რომლის სტრუქტურა და შინაარსი დამოკიდებულია ქვეყნის ინოვაციური განვითარების დონეზე, ქვეყნის ეკონომიკურ
2017-06-20
როზეტა ასათიანი
კეთილდღეობა ყველასათვის, კეთილდღეობა კონკურენციის გზით

ანოტაცია კაპიტალიზმის ტრანსფორმაციის შედეგად, კერძო კაპიტალისტური საკუთრების ბატონობაზე დაფუძნებული ეკონომიკური სისტემის ახალ თვისებრიობაში გადაზრდამ ტრაექტორია შეუცვალა მსოფლიო ეკონომიკის განვითარებას. სოციალურად ორიენტირებული ეკონომიკის ფორმი-რება თანამედროვე მსოფლიოს განვითარების მნიშვნელოვან ტენდენციად იქცა და ახალი მსოფლიო წესრიგისა და სამოქალაქო
2017-06-20
დავით ასლანიშვილიქრისტინე ომაძე
საქართველოს საგარეო ვალის სტრუქტურა და არსებული სიტუაციის გამოწვევები

ანოტაცია  სტატიაში გაანალიზებულია საქართველოს საგარეო ვალის სტრუქტურა (15,5 მლრდ აშშ დოლარი) და გადახდის გრაფიკი, მოცემულია საგარეო ვალის გადახდაზე გამოთქმული რიგი მოსაზრების არგუმენტაცია და ის გამოწვევები, რისი გადალახვა უწევს საქართველოს ბიზნესს 2017 წლის განმავლობაში. საკვანძო სიტყვები: საგარეო ვალი, დაუყოვნებლივ დაფარვა, პროლონგაცია, საქართველოს ეროვნული ბანკი,
2017-06-20
გიორგი ბერულავა
ეკონომიკური განვითარების პროცესის ინსტიტუციური წინაპირობები

ანოტაცია წინამდებარე კვლევაში ძირითადი ყურადღება ეთმობა ეკონომიკური განვითარების პროცესში საბაზრო ინსტიტუტების როლის განხილვას. თანამედროვე ეტაპზე ეფექტიანი საბაზრო ეკონომიკის განვითარების უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა ისეთი სტიმ-ულების სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც წაახალისებს ბიზნესს საწარმოო საქმიანობაში სახსრების ინვესტირებისათვის, და არა რენტის
2017-06-20
ვახტანგ ბურდული
ეროვნული ინოვაციური სისტემების ტრანსფორმაციის თავისებურებები ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში

რეზიუმე თანამედროვე პირობებში შეუძლებელია ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა მასში ქმედითი ეროვნული ინოვაციური სისტემის (ეის)  არსებობის გარეშე. ამიტომ საქართველოს წინაშე ამჟამად დგას სრულფასოვანი ეის-ის ფორმირების ამოცანა. ამასთან დაკავშირებით მეტად მნიშვნელოვანია განვითარებულ ქვეყნებში ეის-ის მშენებლობის გამოცდილების შესწავლა
2017-06-20
ნუგზარ თოდუა
სასურსათო პროდუქციის მარკირების გავლენა მომხმარებელთა ქცევაზე

ანოტაცია ნაშრომში შესწავლილია სასურსათო პროდუქციის შეფუთვაზე არსებული ინფორმაცის გავლენით ქართველი მომხმარებლების ქცევა. გაანალიზებულია საქართველოს სასურსათო ბაზარზე არსებული ძირითადი პრობლემები. ნაჩვენებია, რომ სასურსათო უსაფრთხოება ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ჩატარებული მარკეტინგული კვლევის საფუძველზე დადგენილია ურთიერთდამოკიდებულება
2017-06-20
ალფრედ კურატაშვილი
საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინოვაციური სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მსოფლმხედველობრივი და პოლიტიკურ-სამართლებრივი საფუძვლები

რეზიუმე სამეცნიერო ნაშრომში შემოთავაზებულია საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინოვაციური სოციალურად გამიზნული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ავტორის მიერ შექმნილი პრინციპულად ახალი მსოფლმხედველობრივი და პოლიტიკურ-სამართლებრივი საფუძვლები.განსაკუთრებული ყურადღება სამეცნიერო ნაშრომში გამახვილებულია იმაზე, რომ ეკონომიკური განვითარების გარეშე – არ არსებობს
2017-06-20
ელგუჯა მექვაბიშვილი
ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებების პრობლემა კრიზისების თეორიის კუთხით

ანოტაცია მსოფლიო ეკონომიკამ პოსტინდუსტრიულ ეპოქაში უმნიშვნელოვანესი სტრუქტურული ცვლილებები განიცადა. ეკონომიკის გლობალიზაციის გავლენით ეს პროცესი ამჟამადაც ინტენსიურად მიმდინარეობს და ბევრ პრობლემას წარმოშობს.განხორციელებული და მიმდინარე სტრუქტურული ძვრების არსის გასაგებად, ჩვენი აზრით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პრობლემისადმი სწორ მეთოდოლოგიურ
2017-06-20
ნუგზარ პაიჭაძე
შრომაზე კვაზიმუდმივი დანახარჯები როგორც სამუშაო ძალის ბაზრის ფორმირებისა და ფუნქციონირების ფაქტორი

ანოტაცია ეკონომიკის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განსაკუთრებით აქტუალურია სამუშაო ძალის ბაზრის ფორმირებასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული გამოწვევების მეცნიერული შესწავლა. მოცემულ პრობლემაზე მრავალი მეცნიერული შრომაა გამოქვეყნებული როგორც უცხოელ, ასევე ქართველ ეკონომისტ-მეცნიერთა მიერ. მიუხედავად ამისა, აღნიშნული პრობლემის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი,
2017-06-20
ვლადიმერ პაპავა
რეტროეკონომიკა და გაკოტრება

ანოტაცია სტატიაში განხილულია რეტროეკონომიკის, როგორც ტექნოლოგიური ჩამორჩენილობის თეორიის, პრობლემა. რეტროეკონომიკის მოვლენის დასაძლევად ძალზე მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი. იმისათვის, რომ გამოირიცხოს რეტროეკონომიკის ნეკროეკონომიკად გარდაქმნის საფრთხე, სხვა თანაბარ პირობებში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გაკოტრების კანონმდებლობას, იმას, თუ რამდენადაა
2017-06-20
ავთანდილ სილაგაძე
ქართული ეკონომიკური აზროვნების ისტორიიდან

ანოტაცია ფეოდალური ეპოქის საქართველოში ჩამოყალიბებული ბევრი საინტერესო ეკონომიკური მოსაზრება, ვფიქრობთ, სპეციალისტთა ყურადღებას იმსახურებს თანამედროვე პერიოდშიც. ამ შემთხვევაში მხედველობაში გვაქვს ბექასა და აღბუღას „სამართლის წიგნი“. იგი განსაკუთრებით საყურადღებოა მერკანტილისტური დოქტრინის პოზიციებიდან გამომდინარე და არამარტო! ის ქართულ ენაზე დაიწერა (XIII-XIV)
2017-06-20
ავთანდილ სულაბერიძე
მეორე დემოგრაფიული დივიდენდის ფორმირების თავისებურებანი ევროკავშირის და პოსტკომუნისტური ქვეყნების ფონზე საქართველოში

ანოტაცია საქართველოში მეორე დემოგრაფიული დივიდენდის ფორმირების საკითხები განხილულია ქვეყნის რეგიონების დემოგრაფიული განვითარების და დემოგრაფიული დაბერების ტენდენციების ფონზე. მიზნიდან გამომდინარე, ძირითადი აქცენტი დემოგრაფიული დაბერების სტრუქტურულ თავისებურებებზეა გამახვილებული და შედარებულია ევროკავშირის და პოსტ-კომუნისტურ ქვეყნებთან. ქვეყნის
2017-06-20
მიხეილ ჩიკვილაძე
საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი რადიკალური ცვლილებები და სახელმწიფო ბიუჯეტი

ანოტაცია ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირება დიდად არის დამოკიდებული საგადასახადო სისტემის სწორ ორგანიზაციაზე, ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ საგადასახადო განაკვეთების კორექტირებით შეიქმნას საგადასახადო ბაზის განვითარების აუცილებელი პირობები, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სამეურნეო აქტივობების ამაღლებას, ინვესტიციების მოზიდვას,
2017-06-20
ეთერი ხარაიშვილიეკატერინე ზვიადაძე
სასურსათო უზრუნველყოფისა და აგროსასურსათო სექტორის მდგრადი განვითარების პრიორიტეტები საქართველოში

ანოტაცია სტატიაში შეფასებულია სასურსათო უზრუნველყოფისა და აგროსასურსათო სექტორის მდგრადი განვითარების როლი მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებაში. გაანალიზებულია საქართველოს სოფლის მეურნეობაში წარმოების პარამეტრები, ძირითადი აგროსასურსათო პროდუქტების თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლები, ევროკავშირის ქვეყნების შესაბამის მაჩვენებლებთან შედარებითი ანალიზის გზით
2017-06-20
ნანული არევაძე
სინგაპურისა და მალაიზიის ეროვნული ინოვაციური სისტემები (ეის)

ანოტაცია სტატიაში გაანალიზებულია სინგაპურისა და მალაიზიის ეროვნული ინოვაციური სისტემების ჩამოყალიბების თავისებურებები და განვითარების ეტაპები განხორციელებული სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და უცხოური კაპიტალის ფართომასშტაბიანი მოზიდვის საფუძ¬ველზე. ნაჩვენებია, რომ სწრაფი ინოვაციური განვითარება შესაძლებელი გახდა მჭიდრო თანამ-შრომლობით სახელმწიფო ორგანოებს,
2017-06-20
გიორგი ბრეგვაძე
თურქეთის ინოვაციური სისტემა

ანოტაცია ნაშრომში განხილულია ეროვნული ინოვაციური სისტემების მოდელები და გაანალიზებულია თურქეთის ინოვაციური სისტემა. შესწავლილია თურქეთის მთავრობის მიერ ეროვნულ ინოვაციური სისტემის ჩამოსაყალიბებლად განხორციელებული სტრატეგია.საკვანძო სიტყვები: ეროვნული ინოვაციური სისტემა, ინოვაციური განვითარება, სახელმწიფო სტრატეგია დღეს ეკონომიკური განვითარება ეფუძნება
2017-06-20
ლინა დათუნაშვილი
სახელმწიფოს როლი ევროკავშირის ქვეყნების ინოვაციური სისტემის განვითარებაში

ანოტაცია სტატიაში გაშუქებულია მსოფლიო ეკონომიკის განვითარების თანამედროვე პირობებში რა შესაძლებლობები და გამოწვევები მოაქვს გლობალიზაციის პროცესს ევროკავშირის ქვეყნებისათვის, რომლებიც ცდილობენ, ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში სიახლისა და ინოვაციის დანერგვით მიაღწიონ ლიდერის პოზიციას. გაანალიზებულია ინოვაციური სისტემის არსი, მნიშვნელობა და ამ სისტემების
2017-06-20
ლია დვალიშვილი
მეცნიერების და ინოვაციების გლობალიზაცია

ანოტაცია. მეცნიერება როგორც შემოქმედებითი მოღვაწეობის სფერო, ყოველთვის გლობა-ლური იყო, თუმცა მხოლოდ XX ს-ის მეორე ნახევარში გახდა მეცნიერება წარმოების ახალ ცოდნისა და ტექნოლოგიების დარგი. აღნიშნულია თავდაპირველი მეცნიერული კვლევები, რომ-ლებიც საფუძვლად დაედო თანამედროვე ინოვაციების აღმოცენებას. მითითებულია იმ ინოვა¬ციათა შესახებ, რომლებიც მეცნიერული ცოდნის
2017-06-20
ეთერ კაკულიანანა ბიბილაშვილი
მცირე ბიზნესი: ეკონომიკის ინოვაციური განვითარების ფაქტორი

ანოტაცია. განხილულია მცირე ბიზნესის უპირატესობანი მსხვილ და საშუალო ბიზნესთან მიმართებაში. ეს უპირატესი თავისებურებანი ხდის მას ინოვაციურ ფაქტორად. საუბარია ინოვაციურ მცირე ორგანიზაციის სახეებზე. მცირე ბიზნესის, როგორც თვითინოვაციურის როლზე ინოვაციებში. გამოკვეთილია ინოვაციების სფეროში მცირე ბიზნესის უპირატესობები. საუბარია მცირე ბიზნესის, მსხვილი საწარმოების
2017-06-20
ქეთევან კიწმარიშვილი
პროგრესული საწარმოო ტექნოლოგიები

ანოტაცია ცნება ''ტექნოლოგია'' პრაქტიკაში სხვადასხვაგვარად განიმარტება, ტექნოლოგია (ბერძნ. სიტყვიდან téchn – ხელოვნება, ოსტატობა, უნარი, პლუს ლოგია) – ეს არის სხვადასხვა გარემოებების – გარემოს დამუშავებისა და გადამუშავების ხერხებისა და მეთოდების მთლიანობა (ერთობლიობა).საკვანძო სიტყვები: ტექნოლოგია; ტექნოდინამიკა; დისკრეტული ტექნოლოგია;
2017-06-20
ირინე მამალაძემაია კაპანაძე
ფირმის რესტრუქტურიზაცია საბაზრო ეკონომიკის პირობებში

ანოტაცია საბაზრო ეკონომიკაში ნებისმიერი ფირმის მთავარი მიზანია მოგების მაქსიმიზაცია. ეს გამუდმებით აძლიერებს ტრანსნაციონალური კორპორაციების როლს მსოფლიო ბაზარზე. რაც შეეხება შერეულ ეკონომიკას, აქ მთავარი მიზანი პროდუქციის, ფირმისა და მთელი ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაა. ფირმების კონკურენტული უპირატესობები უზრუნველყოფენ არა ერთჯერად მაქსიმალურ
2017-06-20
ირინე მამალაძეალექსანდრე ხვედელიანი
ვენჩურული კაპიტალის როლი ინოვაციურ ეკონომიკაში

ანოტაცია. ინოვაციური ეკონომიკა დაფუძნებულია ინტელექტუალურ რესურსებზე, სამეცნიერო და ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე. „ახალ ეკონომიკაში“ იგულისხმება „მთლიანად ეროვნული ეკონომიკის ხარისხობრივად ახალი ტექნოლოგიური დონე საზოგადოების მოქმედი სამეწარმეო ძალის გათვალისწინებით“. თანამედროვე საქართველოსთვის ერთ-ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელიც აფერხებს
2017-06-20
იოსებ მასურაშვილიალექსანდრე მიქელაძე
ტექნოლოგიების ტრანსფერის ხელშეკრულებები და მათი მიზნები საერთაშორისო ბიზნესში

ანოტაცია ტექნოლოგიური ტრანსფერის შესახებ ხელშეკრულება არ შეიძლება ჩაითვალოს გამონაკლისად, თუ კონკურენტი ეკონომიკური აგენტებიდან რომელიმეს ერთმევა შესაძლებლობა, მოახდინოს პროდუქციის ფასის ფორმირება საკუთარი შეხედულებისამებრ, რაც არ მოიცავს მაქსიმალური ფასის დაწესების ან ფასის რჩევის შემთხვევას არაკონკურენტ ეკონომიკურ აგენტებთან მიმართებით; ასევე ვერ ჩაითვლება
2017-06-20
მედეა მელაშვილი
ჯანდაცვის სფეროში ინოვაციური პროექტების დანერგვის აუცილებლობა

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია ჯანდაცვა, როგორც მომსახურების სფეროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგი და გაანალიზებულია მისი ორგანიზების სამი ძირითადი ფორმა. ასევე გაანალიზებულია საქართველოში ჯანდაცვის სფეროში არსებული მდგომარეობა ბოლო წლების განმავლობაში, აქ მოქმედი ჯანდაცვის პროგრამების დადებითი შედეგები და პრობლემები. საქართველოში ჯანდაცვის სფეროში არსებული
2017-06-20
იზა ნათელაური
სოციალური ინოვაციები ევროკავშირის ქვეყნებში: გამოცდილება და საგარეო ეკონომიკური ასპექტები

ანოტაცია. წარმოდგენილი ნაშრომი ეძღვნება ინოვაციურ პროექტებს ჯანდაცვაში, დასაქმებაში, განათლებაში, გარემოს დაცვაში, ანუ სოციალურ ინოვაციებს, ევროკავშირის ქვეყნების (გერმანია, დანია, საბერძნეთი და ა.შ.) მაგალითზე. აქცენტირებულია როგორც ლოკალური–ინდივიდუალური, ისე გლობალური საზოგადოებრივი სოციალური ნოვაციები და ინოვაციები. გლობალიზაციის ფონზე გაანალიზებულია საგარეო
2017-06-20
ილია (აზიკო) სისვაძე
მონეტარული პოლიტიკის ოპტიმიზაცია: თეორიულ-მეთოდოლოგიური პრობლემები

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა მაკროეკონომიკური პროცესების, პირველ რიგში, ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის რეგულირების ერთ-ერთ უმძლავრეს ინსტრუმენტადაა მიჩნეული. საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით, ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ფასების სტაბილურობის, ინფლაციის მიზნობრივი დონის და ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაა. ამასთან, მდგრადი ეკონომიკურ ზრდა ისე
2017-06-20
თენგიზ ქავთარაძე
აშშ-ს სოფლის მეურნეობის ინოვაციურ სისტემებში ტექნოპარკების ფუნქციონირება და მათი გამოცდილების განზოგადება საქართველოში

ანოტაცია ნაშრომში შესწავლილია აშშ სოფლის მეურნეობის ინოვაციურ სისტემებში ტექნოპარკების, როგორც ინოვაციური ინფრასტრუქტურის ობიექტის ფუნქციონირება და მათი გამოყენების მიზანშეწონილობა საქართველოში. აამ თვალსაზრისით ნაშრომში პირველადაა საუბარი აშშ-ში და გერმანიის ფედერაციულ რესუბლიკაში ხორცის წარმოების გადიდების ისეთ მძლავრ რეზერვზე, როგორიცაა გოჭის ადრეულ 2-3 დღის
2017-06-20
ნუნუ ქისტაური
საქართველოში ინოვაციურ-ინვესტიციური პოლიტიკის განვითარების მნიშვნელობა

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია ინოვაციურ-ინვესტიციური პოლიტიკის ფორმირების მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის და სახელმწიფოს როლი ამ საქმეში. ავტორი აღნიშნავს, რომ ქვეყნის განვითარების ტემპები მნიშვნელოვნად განისაზღვრება ინოვა¬ციური საქმიანობის ორგანიზების ფორმებით და მისი ხელშეწყობის მეთოდებით, რომელთა შორის ერთ-ერთი ეფექტური მექანიზმია
2017-06-20
მზია შელია
თაობათაშორისი ტრანსფერტის საკითხის კვლევა საქართველოში

ანოტაცია  ნაშრომში განხილულია საქართველოში მაკრო და მიკროდონეზე თაობათაშორისი ტრანსფერტების კვლევის აქტუალობის საკითხი. გაანალიზებულია კვლევათა ფრაგმენტულობის მიზეზები. სოციოლოგიური კვლევის მეთოდით შესწავლილია ოჯახში თაობათაშორისი ტრანსფერტების მიმართულებები,  ფორმა და ხასიათი.  საკვანძო სიტყვები: მოსახლეობა, დაბერება, ტრანსფერტი, თაობათაშორისი
2017-06-20
მიხეილ ჩიკვილაძეთამარ ათანელიშვილინოდარ სილაგაძე
სახელმწიფო ფინანსური კონტროლის ისტორიული ასპექტები საქართველოში

ანოტაცია საერთაშორისო გამოცდილებამ ცხადყო, რომ ბიუჯეტური სახსრების ხარჯვაზე ეფექტიანი ფინანსური კონტროლი ასტიმულირებს სახელმწიფო ფინანსების მიზნობრივად ხარჯვას და  ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესს. ფინანსური კონტროლის ინსტიტუტებს ხანგრძლივი ისტორია აქვთ. ასე მაგალითად, ჯერ კიდევ 1314 წელს ინგლისში შემოღებულ იქნა სახელმწიფო ხაზინის გენერალური კონტროლიორის
2017-06-20
თინა ჩხეიძექეთევან ქველაძე
ინოვაციური განვითარების პორტუგალიის მაგალითი

რეზიუმე სტატიაში განხილულია პორტუგალიის, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი ქვეყნის ინოვაციური პოლიტიკა. პორტუგალია არ ფლობს მაღალტექნოლოგიურ კომპონენტებს, მაგრამ ლიდერია ახალი ტექნოლოგიების დანერგვა-გავრცელებაში. საკმაოდ მაღალი დანახარჯები აქვს ინტერნეტის განვითარებას. საკვანძო სიტყვები: ინოვაცია, რესტრუქტურიზაცია, ეკონომიკური პოლიტიკა, კონკურენტუნარიანობა,
2017-06-20
მარინე ცუცქირიძე
ინოვაციური სისტემის გავლენა მეწარმეობის განვითარების ევროინტეგრაციულ პროცესებზე

რეზიუმე ევროინტეგრაციული პროცესების გააქტიურების პირობებში ბიზნესის არეთა გაფართოებისა და მისი შემოსავლების ზრდის ძირითად საფუძველს ინოვაციური სისტემის ჩამოყალიბება და ამის შესაბამისად მეწარმეობის გარდაქმნა წარმოადგენს. იგი თანამედროვე ევროსამეწარმეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარი მიმართულებაცაა, რაც ევროკავშირის სახელმწიფოებში არსებული საწარმოო პოტენციალის
2017-06-20
ციცინო ძოწენიძეანა კირიაკიდი
გეოეკონომიკის კავშირი ევოლუციონისტურ თეორიას, კულტურულ განზომილებასა და რეალპოლიტიკასთან

ანოტაცია ევოლუციური თეორია და ცვლილების ცნება (პროგრესი, განვითარება და ციკლები)  ეკონომიკსს, როგორც დისციპლინას, უფრო ძლიერ წინასწარმეტყველურ ძალას აძლევს ვიდრე მას ეს ჰქონდა წონასწორობის თეორიების გამოყენების დროს. საერთაშორისო ბიზნესის წარმატება მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული, რამდენად ვიგებთ და ვმართავთ კულტურულ განსხვავებულობას. კულტურა უნდა
2017-06-20
მაია ჭანია
საქართველოს ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები გლობალიზაციის ფონზე

ანოტაცია. სტატია შეეხება საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პრობლემებს, ეკონომიკურ ზრდას, განვითარებას მსოფლიოში მიმდინარე საყოველთაო გლობალიზაციის ფონზე. თანამედროვე პირობებში ძნელია ვიპოვოთ ისეთი ეროვნული მეურნეობა, რომელიც არაა ჩართული მსოფლიო მეურნეობის სისტემაში. გლობალიზაცია-ინტეგრაცია მსოფლიო ეკონომიკის განვითარების შეუქცე-ვადი ტენდენციაა, რომელიც
2017-06-20
თამილა არნანია-კეპულაძეგიორგი კეპულაძე
ეკონომიკური უთანასწორობა და სიღარიბე ინდივიდუალურ და გლობალურ კონტექსტში

ანოტაცია სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობა და სიღარიბე წარმოადგენს თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ყოვლისმომცველ პრობლებას. მოცემულ ნაშრომში განხილულია სიღარიბის პრობლემა მისი ინდივიდუალური და გლობალური გამიჯვნის საფუძველზე. ნაშრომში შემოთავაზებულია სიღარიბის გამომწვევი მიზეზების შესწავლა ობიექტური  და სუბიექტური მიზეზების განსაზღვრის
2017-06-20
თეიმურაზ ფესტვენიძე
ქვეყნის რესურსების ეფექტური გამოყენება საჭიროებს სწორ მენეჯმენტს

ანოტაცია ნაშრომში განხილულია ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ამაღლებისა და მშრო­მელ­თა კეთილდღეობის გაუმჯობესების დამოკიდებულება ხელისუფლების სწორ ეკო­ნო­მი­კურ პოლიტიკაზე; ბუნებრივი რესურსების სწორად შეფასებისა და ბიზნესში ეფექტური და ეკოლოგიური ნორმების მიხედვით გამოყენების შესახებ. აღნიშნულია, რომ ჩვენს ქვეყანას გააჩნია საკმაო წიაღისეული სიმდიდრეები,
2017-06-20
სიმონ გელაშვილიგიორგი მიქელაძე
ინვესტიციების ეკონომეტრიკულ-სტატისტიკური მოდელები და მათი ემპირიული რეალიზაციის შესაძლებლობები საქართველოში

ანოტაცია ნაშრომში განხილულია ინვესტიციების ხუთი განსხვავებული მოდელის საწყისი და მოდიფიცირებული სახეები (ინვესტიციების მარტივი და მოქნილი აქსელერატორის მოდელები, ინვესტიციების ავტორეგრესიული მოდელი, ინვესტიციების ფულადი ნაკადების მოდელი, ტობინის q მოდელი, ინვესტიციების ნეოკლასიკური მოდელი) და შეფასებულია თითოეული მათგანის დადებითი მხარეები და ნაკლოვანებები.
2017-06-20
ციცინო თეთრაული
ეკონომიკური რყევების მიზეზები და ფორმები

ანოტაცია ნაშრომში განხილულია ეკონომიკური მერყეობის გამომწვევი მიზეზები და ფორმები; გაანალიზებულია ეკონომიკური ციკლები ბუნება და თავისებურებები, მათი გავლენა მაკროეკონომიკის განვითარებაზე; დახასიათებულია ეკონომიკური ციკლის ფაზები. საკვანძო სიტყვები: გლობალიზაცია, ეკონომიკური ციკლები, ეკონომიკური მერყეობის მიზეზები. დღეს ეკონომიკური საკითხების განხილვა
2017-06-20
მურმან კვარაცხელია
სიღარიბის დაძლევა – საქართველოს ეკონომიკის მთავარი გამოწვევა

ანოტაცია. სტატიაში განხილულია საბაზრო ეკონომიკის ყველაზე მწვავე გამოწვევის – უმუშევრობის პრობლემები პოსტკომუნისტურ საქართველოში. გაანა¬ლიზებულია მისი გამომწვევი მიზეზები და ის მთავარი ფაქტორები, რომელმაც ხელი შეუწყო იმ არაორდინალური ტენდენციების ჩამოყალიბებას, რაც დამახასიათებელია ეკონომიკის განვითარების თანამედროვე ეტაპზე. სტატიაში ასევე განხილულია
2017-06-20
ლეილა მამულაშვილი მაკა სოსანიძე
მაკროეკონომიკური პოლიტიკა - სახელმწიფოს ეკონომიკური ქცევის მნიშვნელოვანი ორიენტირი

ანოტაცია ნაშრომში მოცემულია მაკროეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელობა და მასზე მოქმედი  ფაქტორები. ასევე განხილულია მაკროეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პრობლემები საქართველოს მაგალითზე. მოცემულია ის კონკრეტული  მონეტარული, ფისკალური და ეკონომიკურ ნაბიჯები, რომლებიც  უნდა გადადგას ხელისუფლებამ ეკონომიკის სტაბილიზაციის და ზრდის ხელშეწყობის მიზნით. საკვანძო
2017-06-20
მურად მიქელაძეილიას ჩილოღლუ
ეკონომიკური განვითარების აქტუალური პრობლემები გლობალიზაციის პირობებში

ანოტაცია მოცემულ ნაშრომში წარმოდგენილია დღეს არსებული აქტუალური საკითხები გლობალიზაციის პირობებში არსებული ფაქტებისა და მონაცემების საფუძველზე. გლობალიზაცია საერთაშორისო ეკონომიკაში წარმოადგენს პოზიტიურ მოვლენას, თუმცა ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნეგატიურადაც, მაგალითად ოფშორული ზონების არსებობა, რომელსაც ხშირად ქვეყნისათვის არასწორი მიზნებისათვის
2017-06-20
ზურაბ ნოზაძე
ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის გავლენა გარემოზე

ანოტაცია. სტატიაში მოცემულია ბუნებრივ გარემოზე ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის პირობებში უარყოფითი გავლენის პირობები და ზემოქმედება. დასახული არის კონკრეტული ღო-ნისძიებები და რეკომენდაციები არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ინოვაციური მიმართულების ფართოდ გამოყენების საშუალებით ბუნებათსარგებლობაში. საკვანძო სიტყვები: ეკონომიკური კრიზისი, ფინანსური
2017-06-20
რამაზ ფუტკარაძე
ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია(ეთვა) და საქართველო

ანოტაცია თანამედროვე მსოფლიოში გლობალიზაციისა და ინტეგრაციის პროცესები წარმატებით მიმდინარეობს, რაც მონაწილე ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას ემსახურება. წარმოდგენილ სტატიაში განხილულია ევროპის თავისუფალივაჭრობის ასოციაციის (ეთვა) ისტორიული ასპექტები, წევრი - ქვეყნები, მათი შეგდეგები ეკონომიკური ინტეგრაციიდან და თანამედროვე გამოწვევები. ქართულ ეკონომიკურ
2017-06-20
მალხაზ ჩიქობავა
გლობალური ეკონომიკური კრიზისი და ალტერნატიული ფული

ანოტაცია ამ ნაშრომში ჩვენ ვსაუბრობთ ალტერნატიული ფულის შექმნაზე. დღეს სულ უფრო ხშირად გვესმის ისეთი ახალი სიტყვები, როგორიცაა „კრიპტოვალუტა“, „ციფრული ფული“, „ვირტუალური ვალუტა“, „ელექტრონული ფული“, „ბიტკოინები“, „ელექტრონული საფულეები“, „ბლოკჩეინები“, „ალტერნატიული ფული“, „ქსელური ფული“ და ა.შ. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინათ მსგავსი
2017-06-20
გიორგი ხარშილაძე
გლობალიზაცია და საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივა, ძირითადი გამოწვევები

ანოტაცია წინამდებარე სტატიაში გაანალიზებულია ეკონომიკისგლობალიზაციის არსი, მისი ძირითადი მახასიათებლები, ჩამოყალიბების სტადიები და მიმდინარე ტენდენციები. ამავდროულად, ყურადღება ეთმობა გლობალიზაციის ფონზე საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს, ძირითად გამოწვევებსა თუ პრობლემების გაანალიზებას. საკვანძო სიტყვები: გლობალიზაცია, ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკის
2017-06-20
ხათუნა ბერიშვილი
ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა სოციალურ-დემოკრატიული მოდელის ქვეყნებში

ანოტაცია. იმ ქვეყნების წრე, რომლებიც იზიარებენ ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის კონცეფციას, მუდმივად ფართოვდება. ცხადია ისიც, რომ მსოფლიო მასშტაბით, ეკონომიკურად განვითარებულ სახელმწიფოებს, სადაც კსპს ღონისძიებებს გააჩნია დიდი ხნის ისტორია, აქტიურად უერთდებიან განვითარებადი ქვეყნებიც. საზოგადოებისთვის ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა – ეს უფრო
2017-06-20
მადონა გელაშვილი
საინვესტიციო გადაწყვეტილება, როგორც სოციალური მოვლენა

ანოტაცია ინვესტიციების, როგორც სოციალური მოვლენის კვლევასა და ანალიზს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, რადგან იგი მიმრთულია მწარმოებლურობისა და ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად, რაც, საბოლოო ჯამში, აამაღლებს მოსახლეობის ცხოვრების დონესა და ხარისხს.  სტატიაში განხილულია საკითხები, რომლებიც ეხება საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებისას ადამიანთა
2017-06-20
რუსუდან გოგოხია
რამდენიმე მიდგომა, რომელიც წარმოშობს ახალ იდეებს სამუშაო ადგილის დაგეგმარებაში

ანოტაცია  ინოვაციის უპირატესობა კარგ იდეებშია. ჩვენ უბრალოდ უნდა შეგვეძლოს ამის გაკეთება. ყველას აქვს შემოქმედებითი პოტენციალი, იყოს კრეატიული. ეს არ არის დაკავშირებული თანდაყოლილ ნიჭთან, რომელსაც ვფლობთ. ის არის იქ, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ვმუშაობთ და ვერთობით. კრეატიულობა ცნობიერების შემთხვევითი აქტია, რომელიც არსად იწყება და ყოველთვის გადაიქცევა ნედლეულად ან
2017-06-20
ფატი შენგელია
სტრატეგიული მენეჯმენტის როლი კომპანიის საქმიანობაში

ანოტაცია თანამედროვე ეტაპზე წარმატებული კომპანიის განვითარების საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სწორად შერჩეულ სტრატეგიას სტრატეგიული მენეჯმენტი არის გადაწყვეტილებათა და მოქმედებათ აკომპლექსი, რომელიც მიმართულია სტრატეგიის ფორმულირების, დანერგვისა და ორგანიზაციული მიზნების რეალიზაციისკენ. სტრატეგიული მართვა მიზნად ისახავს ორგანიზაციის რესურსების
2017-06-20
მანანა ხარხელი
კონფლიქტების ეფექტიანი მართვა ორგანიზაციაში

ანოტაცია  ნებისმიერ ორგანიზაციაში შეიძლება შევხვდეთ სხვადასხვა სახის კონფლიქტს, რომელიც სათანადო დონეზე არ არის მართული მენეჯმენტის მხრიდან, რაც იწვევს  თანამშრომელთა დროისა და ენერგიის არაპროდუქტიულ დანაკარგს.  მოცემულ ნაშრომში გამოკვლეულია ის, თუ რა არის ორგანიზაციული კონფლიქტი, რა შეიძლება იყოს მისი გამომწვევი მიზეზები, როგორ შეიძლება კონფლიქტების
2017-06-20
ხათუნა თოდუა
საქართველოს საპენსიო სისტემის რეფორმის მიმდინარეობის ანალიზი

ანოტაცია საქართველოში დაგეგმილი საპენსიო რეფორმა შერეულ მოდელზე გადასვლას ითვალისწინებს, რაც გულისხმობს პენსიის უზრუნველყოფას როგორც საბიუჯეტო სახსრებით, ისე დაგროვებითი მექანიზმებით და საპენსიო უზრუნველყოფის ოპტიმალურ მოდელად არის მიჩნეული. ახალი სისტემის თანახმად, მომავალი პენსიის ოდენობას განსაზღვრავს იმ თანხის რაოდენობა, რომელსაც ადამიანი აგროვებს თავისი
2017-06-20
ხათუნა თოდუა
საპენსიო უზრუნველყოფის სისტემა: ქართული რეალობა და ძირითადი გამოწვევები

ანოტაცია დღევანდელ საპენსიო სისტემას, რომელშიც პენსიების დაფინანსება-გაცემა უშუალოდ მიბმულია სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებებს, მნიშვნელოვანი გარდაქმნა ესაჭიროება, ვინაიდან დღეისათვის რადიკალურად იცვლება ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობა, დასაქმების მაჩვენებლები და სხვა პარამეტრები, რის გამოც მოქმედი საპენსიო მოდელი ცხოვრებისეულ რეალობასთან სულ უფრო ნაკლებ
2017-06-20
ლაშა კელიხაშვილი
განათლება როგორც სოციალური უთანასწორობის გამომწვევი ფაქტორი

ანოტაცია.  სოციალური უთანასწორობა და მისი გამომწვევი მიზეზები აქტუალური საკითხია ეკონომიკური მეცნიერებისთვის. საბაზრო ეკონომიკის პირობებში სოციალური უთანასწორობის შემცირება ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხს წარმოადგენს და ეს საკითხი საქართველოსთვისაც აქტუალურია. სტატიის მიზანია, გააანალიზოს სოციალური უთანასწორობის თვალსაზრისით არსებული
2017-06-20
ნანა კირვალიძემაია ჯებაშვილი
ლუდის წარმოება საქართველოში

ანოტაცია სტატიაში განხილულია საქართველოში ლუდის მწარმოებელი საწარმოების მნიშვნელობა, მათი სამეურნეო საქმიანობის შედეგები. კერძოდ: ლუდის წარმოების დინამიკა, პროდუქციის თვითღირებულების სტრუქტურა და ფასწარმოქმნა, ექსპორტ-იმპორტის ტენდენციები, საწარმოების რაოდენობა, მომუშავე პერსონალის რაოდენობა და მათი შრომის ანაზღაურება. აღნიშნულია, რონ ლუდის წარმოებისათვის
2017-06-20
თამარ ლაზარიაშვილი
ღვინის ბაზრის განვითარების შესაძლებლობები საქართველოში

ანოტაცია სტატიაში განხილულია ღვინის ბაზრის განვითარების პერსპექტივები გაანალიზებულია საქართველოში ღვინის წარმოების შესაძლებლობები, შესწავლილია ამ სექტორში კონკურენტული უპირატესობები, შეფასებულია სახელმწიფოს როლი ამ დარგის განვითარებაში. ნაშრომში გამოვლენილია ღვინის მოთხოვნაზე მოქმედი ფაქტორები, გაკეთებულია დასკვნა, რომ ღვინო საქართველოსთვის ტრადიციისა და
2017-06-20
დალი სოლოღაშვილინატალია საღარეიშვილი
პროგრამული ბიუჯეტის შედგენის ხარვეზები ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებში

ანოტაცია. სტატია ეხება საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების მიერ პროგრამული ბიუჯეტის ფორმატი განწერისას დაშვებულ ხარვეზებს და წარმოჩენილია პროგრამულ ბიუჯეტთან დაკავშირებული უარყოფითი მხარეები, რომლის გამოსწორებაცმნიშვნელოვან შედეგს მოგვცემს ქვეყნის განვითარებისათვის.შესწავლილი და გამოკვლეულია რამდენად ახერხებენ მუნიციპალიტეტები, დაიცვან ამ
2017-06-20
ქეთევან ქველაძე
ტურიზმის სექტორში ‘’ტურების დინამიური პაკეტირების’’ ინოვაციური მოდელის განვითარების მნიშვნელობა საქართველოში

ანოტაცია. სტატიაში განხილულია თანამედროვე ტურიზმის დდღევანდელი გამოწვევების ზოგიერთი ძირითადი ასპექტი და მისი მნიშვნელობა საქართველოს ტურიზმის განვითარებაში. კერძოდ, თანამედროვე IT–საინფორმაციო ტექნოლოგიები და მისი ერთ-ერთი ინოვაციური მოდელი– ''ტურების დინამიური პაკეტირება''. გამოვლენილია ინოვაციური ტექნოლოგიების თანამედროვე მოდელების დანერგვისა და
2017-06-20
ლალი ჩაგელიშვილი-აგლაძე
საქართველოს საგანმანათლებლო ბაზარი და ენტროპიის კონცეპტუალური საკითხები გლობალური კონკურენციის პირობებში

რეზიუმე ინოვაციური ეპოქა კონკურენციის ახალ პირობებს აყენებს და ეს, ინფორმაციულ-ქსელური ეკონომიკის მართვის ინსტრუმენტების ფლობაა, რომლის გარეშეც  შეუძლებელია მომავლის მართვა და კონკურენტული უპირატესობების მოპოვება გლობალურ დონეზე. ნაშრომის მიზანია ენტროპიის ბუნების და მისი მიზეზების შესწავლა; კორპორაციულ დონეზე ენტროპიის მართვის შესაძლებლობებისა და გზების
2017-06-20
ნუნუ აჩუაშვილისესე ხატიაშვილი
ინფლაცია როგორც რთული ეკონომიკური მოვლენა

ანოტაცია. ინფლაცია, როგორც ფულის მსყიდველუნარიანობის კლება, გამოიხატება ფულის გაუფასურებაში, იგი მაკროეკონომიკური არასტაბილურობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რომლის ზრდასაც მძიმე ეკონომიკური შედეგები მოსდევს. ინფლაციის ნეგატიური გავლენა ყველაზე ნათლად სოციალურ სფეროში აისახება, ინფლაციის სოციალურ-ეკონომიკური შედეგები შემდეგია: ფულადი შემოსავლის გაუფასურება,
2017-06-20
ნინო ბიწაძე
საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების

ანოტაცია საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების ხაფანგი ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემად იქცა დღევანდელ მსოფლიოში, რადგან 1960 წლიდან მოყოლებული, 101 საშუალო განვითარების მქონე ქვეყნიდან მხოლოდ 13 ქვეყანამ მოახერხა გამხდარიყო მაღალი საშუალო შემოსავლის მქონე. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოსთვის, რადგან ის უკვე რამდენიმე წელია, მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით,
2017-06-20
თინათინ გუგეშაშვილი
ფინანსური მენეჯმენტის როლი ეფექტური საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღების საკითხში

ანოტაცია ნაშრომში განვიხილავთ, თუ როგორ გამოვიყენოთ ახლანდელი ღირებულების წესი ინვესტირების პრაქტიკულ პრობლემებთან მიმართებაში. სწორი საინვესტიციო გადაწყვეტილებები დაფუძნებულია წმინდა ახლანდელი ღირებულების წესზე. პირველ რიგში  უნდა გავერკვიოთ შემდეგ სამ საკითხში. პირველი: რისი დისკონტირება არის საჭირო? საჭიროა ფულადი ნაკადების დისკონტირება. მაგრამ კარგი
2017-06-20
გიორგი თეთრაული
ინფლაციის თარგეთირების ეფექტიანობის შეფასება (საქართველოს მაგალითზე)

ანოტაცია ინფლაციის თარგეთირება წარმოადგენს თანამედროვე მონეტარული პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს. მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელი ასრულებს ქვეყნის ფულადი ბაზრის რეგულირების მნიშვნელოვანი ორიენტირის როლს, მონაწილეობს ძირითადი მაკროეკონომიკური გადაწყვეტილებების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. ამდენად, ინფლაციის სწორი თარგეთირება და ამ
2017-06-20
ლელა კამლაძე
კატასტროფული რისკების დაზღვევის ზოგიერთი ასპექტის შესახებ

ანოტაცია ტრადიციულად, სადაზღვევო ბიზნესი ორ კლასად იყოფა: სიცოცხლის დაზღვევის სახეობები და დაზღვევის ყველა დანარჩენი სახეობა. როდესაც ამ კლასებს ახასიათებენ, ძირითადად აღნიშნავენ, რომ სიცოცხლის დაზღვევა წარმოადგენს გრძელვადიან ბიზნესს, ხოლო მეორე კლასში შემავალი სახეობები მოკლევადიანია. მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკაში კატასტროფული და სხვა ქონებრივი რისკები ერთ
2017-06-20
ელგუჯა კონჯარია
გადასახადის არსი, მისი წარმოშობა და განვითარება

ანოტაცია  სახელმწიფოს არსებობის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილი, მისი ფუნქციონირების ეკონომიკური საფუძველი არის გადასახადები. გადასახადების მეშვეობით სახელმწიფო თავს უყრის მატერიალურ და ფინანსურ სახსრებს და მიმართავს მას სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელ მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად.გადასახადი არის გამოსაღები, რომელსაც სახელმწიფო იღებს
2017-06-20
თეა ლაზარაშვილი
საინვესტიციო გარემო და მისი თავისებურებები საქართველოში

რეზიუმე ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს ფორმირება, როგორც მიკრო, ისე მაკრო - ეკონომიკაზე, მთელი რიგი ურთიერთ დაკავშირებული პროცესების ზეგავლენის შედეგად ხორციელდება. საქართველოში ინვესტიციური გარემოს ერთმნიშვნელოვნად შეფასება საკმაოდ რთულია. საინვესტიციო გარემოს შესაფასებლად აუცილებელია კომპლექსური ფაქტორების დამუშავება და ანალიზი. მათ შორის მნიშვნელოვანია
2017-06-20
დალი მაგრაქველიძე
საკრედიტო სისტემაში წარმოქმნილი მაკროეკონომიკური რისკები და მისი შეფასების მოდელები

რეზიუმე საბანკო რისკებსა და მაკროეკონომიკური ინდიკატორების დინამიკას შორის ურთიერთკავშირის ანალიზის არქონა არცთუ ისე დიდი ხნის წინ,  საბანკო საქმიანობის ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის მიერ მიღებული საბანკო რისკების რეგულირების სტანდარტული მიდგომის პრობლემას წარმოადგენდა. ამ მიდგომის თანახმად, კაპიტალის საკმარისობის (რომელიც წარმოადგენს საბანკო რისკების
2017-06-20
მერაბ მიქელაშვილი
ქონების საგადასახადო დაბეგვრის ზოგიერთი თეორიული და პრაქტიკული ასპექტის შესახებ

ანოტაცია ქონების გადასახადი მსოფლიოში გავრცელებული პრაქტიკის მიხედვით თავისი არსით წარმოადგენს გადასახადს შენობაზე, ნაგებობასა და მიწაზე. ის არის რეგულარული გადასახადი და ის გადაიხდება წელიწადში ერთხელ განურჩევლად იმისა, ქონების ექსპლუატაცია ხდება თუ არა. თავისი შინაარსით, ქონების გადასახადი ადგილობრივი გადასახადია, რომელიც ხელს უწყობს ქონების რაციონალურ
2017-06-20
თეა უდესიანითათია უდესიანი
თაღლითობის პრევენცია, გამოვლენა და კვლევა აუდიტის პროცესში

ანოტაცია. სტატია ეხება პრაქტიკაში არსებულ ისეთ რეალურ პრობლემას, როგორიც თაღლითობაა. პროფესიული თაღლითობის ფაქტები კვლავ მნიშვნელოვანი პრობლემა ხდება არა მარტო ჩვენს რეალობაში, არამედ მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სტატისტიკურად შემთხვევით აღმოჩენილი თაღლითობის ფაქტები უფრო ხშირია, ვიდრე შიდა აუდიტის, შიდა კონტროლის ან გარე აუდიტორების
2017-06-20
ლეილა ღუდუშაური
საბანკო რისკების მართვის აქტუალური საკითხები

ანოტაცია ნაშრომში განხილულია საბანკო რისკების მართვის თანამედროვე მეთოდოლოგია, რომელიც ემყარება საკრედიტო დაწესებულებების მიერ შესაძლო დანაკარგების შეფასების ერთიანი მიდგომების შემუშავებას საბანკო პორტფელების VaR მაჩვენებლების შეფასებისა და სტრესტესტირების პროცედურების გამოყენებით და ითვალისწინებს რისკფაქტორთა შეუზღუდავი რაოდენობის ერთდროულად გამოყენებას,
2017-06-20
ხათუნა შალამბერიძე
საბანკო კონკურენციის სრულყოფის ძირითადი მიმართულებანი საქართველოში

ანოტაცია საქართველოში საბანკო საქმიანობა მნიშვნელოვნად საჭიროებს ისეთ რეგულირებას, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიანი და საკმარისი კონკურენციის პირობების შექმნას, რაც ქვეყნის საბანკო სექტორის ეფექტიანი განვითარების გარანტიაა. საბანკო სისტემის მდგრადობის შენარჩუნებისათვის აუცილებელია კონკურენციის დონის არსებობა. დღეს იგი საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემაა,
2017-06-20
იზოლდა ჭილაძე
მოგების გადასახადის ახალი მოდელი საქართველოში და მისი აღრიცხვის საკითხები

ანოტაცია. სტატიაში კვლევის საგანია მოგების გადასახადის ახალი მოდელი, რომელიც საქართველოში 2017 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა, და მისი აღრიცხვის შესაბამისი საკითხები.აამ მოდელის თანახმად, მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება. ამდენად, რეინვესტირებული
2017-06-20
ნინო გომელაური
მრავალშვილიანი ოჯახი თანამედროვე საზოგადოების თვალთახედვით

ანოტაცია უმრავლესი კვლევების მონაცემები უჩვენებს, რომ საზოგადოებაში მიმდინარეობს ოჯახური ფასეულობებისა და როლების დევალვაცია, საოჯახო ქცევის მოტივების შესუსტება, რამდენიმე შვილის ყოლის მოთხოვნილების დაქვეითება, მისი შეცვლა პიროვნების თვითრეალიზების მოთხოვნილებით. მრავალშვილიანობა დღეს მაინც ინარჩუნებს ფასეულობით მომხიბვლელობას. ახლობლები და ნაცნობები პატივს
2017-06-20
გულნაზ ერქომაიშვილი
სოციალური პასუხისმგებლობის ფორმირების ობიექტური წანამძღვრები საქართველოში

ანოტაცია ნაშრომში გადმოცემულია სოციალური პასუხისმგებლობის ფორმირების ობიექტური წანამძღვრები საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ბოლო 10 წელია აქტუალურია, თუმცა   მეცენატობასა და ქველმოქმედებას ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს. საქართველოში კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობა ძირითადად ქველმოქმედებაში და მოწყვლადი ჯგუფების
2017-06-20
ნაირა ვირსალაძე
ქრისტიანული მოძღვრება სახელმრიფოს და ოჯახის კეთილდღეობის სამსახურში

ანოტაცია კვლევამ დაგვანახა, რომ რელიგია ყოველთვის არის სახელმწიფოსა და ოჯახის კეთილდღეობის სამსახურში და ღრმა დაინტერესებას იჩენსსაზოგადოებაში მიმდინარე სოციალური პროცესების მიმართ. სტატიაში დასმულია საკითხი, შესაძლებელია თუ არა საბაზრო ეკონომიკის პირობებში ადამიანთა დაუოკებელი ლტოლვა სიმდიდრისაკენ შეუთავსდეს ზნეობრივ იმპერატივებს, სარწმუნოების მოთხოვნებს?
2017-06-20
ლელა მენაბდიშვილი
მართლმადიდებელ მორწმუნეთა რეპროდუქციული ქცევის თავისებურებები

ანოტაცია ნაშრომში სოციოლოგიური კვლევის საფუძველზე განხილულია მართლმადიდებელი მორწმუნეების რეპროდუქციული ქცევის თავისებურებები. ნაჩვენებია სარწმუნოების მნიშვნელოვანი გავლენა ოჯახში ბავშვთა შობის დაგეგმვაზე; რეპროდუქციული ქცევის ინდიკატორებზე; რწმენნის ხარისხის, წირვა–ლოცვაზე დასწრების სიხშირის გავლენა ოჯახში ბავშვთა მოსალოდნელ რაოდენობაზე გამოკვეთილია
2017-06-20
ნანა მენაბდიშვილი
თვითმოვლითი ქცევა სტუდენტებში

ანოტაცია წარმოდგენილ ნაშრომში განხილულია სტუდენტი ახალგაზრდების თვითმოვლითი ქცევა. ნაშრომი ეყრდნობა სოცილოგიური გამოკვლევით მიღებულ შედეგებს. შესწავლილია თვითმოვლითი ქცევის ინდიკატორები; რესპონდენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა; ჯანმრთელობის გავლენა თვითმოვლითი ქცევის ინდიკატორებზე; ჯანმრთელობაზე ზრუნვის მეთოდები; სტუდენტთა დამოკიდებულება ისეთი მავნე
2017-06-20
ვლადიმერ სულაბერიძე
დემოგრაფიული სტრუქტურის ევოლუცია საქართველოში

ანოტაცია სტატიაში განხილულია საქართველოს მოსახლეობის დემოგრაფიული სტრუქტურის ევოლუცია 120 წლის (1897-2015) მანძილზე. გაანალიზებულია მოსახლეობის ყველა აღწერის წლების მიხედვით მოსახლეობის ასაკობრივ-სქესობრივი სტრუქტურის გამსხვილებული ჯგუფები (15 წლამდე,15-64წლის,65წ. და მეტი ასაკის), რომელიც აშკარად აჩვენებს მისი ევოლუციის დემოგრაფიულ შედეგებს და რაც ერთი მხრივ, რეგრესული ტიპის
2017-06-20
ვანო შუშტაკაშვილი
ოჯახის მოდერნიზაციის პრობლემები საქართველოში 1970-2002 წწ.

ანოტაცია თანამედროვე ეტაპზე ოჯახის სოციალურ-დემოგრაფიული მოდერნიზაცია განიხილება, როგორც საზოგადოებრივ ფასეულობათა სისტემაში ფორმირებული ინდივიდუალური ორიენტაციის შესაბამისი ქცევის ახალი სოციალურ-დემოგრაფიული ფასეულობათა და ნორმების ჩამოყალიბება ოჯახში. საქართველოს საზოგადოება და ოჯახი კი მოუმზადებელი შეხვდა ობიექტურობით განპირობებულ ქვეყნის, როგორც სხვა,
2017-06-20
მიხეილ ბაღდავაძე
შესყიდვების ანუ პროკიურემენტის არსი, პრინციპები, ორგანიზაცია

ანოტაცია სტატიაში განხილულია პროდუქციის, მომსახურების და სამუშაოების შესყიდვის ანუ პროკიურემენტის არსი, მიზნები, ამოცანები, პრინციპები და ორგა¬ნიზება. ჩამოთვლილია შესყიდვების ელემენტები და განხორციელების ეტაპები, განხილულია შესყიდვების პრინციპები _ ღიაობა და გამჭვირვალობა, პასუხისმგებ¬ლობა, კონკურენტულობა, სამართლიანობა, ეფექტიანობა, დასაბუთებულობა.
2017-06-20
თეონა გედევანიშვილი
კრიზისებით გამოწვეული საფრთხის ადრეული გამოვლენა კომპანიებში

ანოტაცია განვითარებადქვეყნებში, მათშორის საქართველოშიც, კრიზისულ სიტუაციაში მყოფი იმ კომპანიების მასიურად გაკოტრების დაძლევის გზების ძიება, რომელთაც ვერ შეძლეს ახალ ეკონომიკურ გარემოში ადაპტაცია, მეტად აქტუალურ და პრობლემურ საკითხს წარმოადგენს. წარმოდგენილ ნაშრომში განხილულია ორგანიზაციებში კრიზისებით გამოწვეული საფრთხის ადრეული გამოვლენის გზები და კრიზისის
2017-06-20
ირინე დავრაშერიძე
მსესხებლის კრედიტუნარიანობის განსაზღვრის თვისებრივი (ხარისხობრივი) მეთოდები

ანოტაცია სტატიაში - მსესხებლის კრედიტუნარიანობის განსაზღვრისთვისებრივი (ხარისხობრივი) მეთოდები განხილულია მსესხებლის ისეთი მახასიათებლები, რომელთა ერთობლიობა ქმნის მსესხებლის საკრედიტო რეიტინგს. ასეთებია ბაბუშკინის მეთოდი, ირკუტსკის მეთოდი, CAMPARI, PARSERI da `5-C--ის წესი. ამ მაჩვენებლების ნაწილი პროცენტებში გამოიხატება, ნაწილი კი - ქულებში. მათი გამაერთიანებელი
2017-06-20
ალექსანდრე ერგეშიძე
სავალუტო კურსის გავლენა მაკროეკონომიკურ გარემოზე

ანოტაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში, გაცვლითი კურსის მერყეობის ეპიზოდებმა აჩვენა რომ გაცვლითი კურსი არის ქვეყნის ეკონომიკაზე მოქმედი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. ნომინალური გაცვლითი კურსის გაუფასურება ექსპორტის ხელშემწყობია, თუმცა დადებითი ეფექტი შესაძლოა გადაფაროს იმპორტირებული შუალედური საქონლითა და მაღალი დოლარიზაციით გამოწვეულმა უარყოფითმა ეფექტმა. ამ კვლევის
2017-06-20
დავით კეშელავა
სტრუქტურული ტრანსფორმაციის თავისებურებები საქართველოში 1990-2015 წლებში

ანოტაცია სტრუქტურული ცვლილებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენs მწარმოებლურობის ზრდაზე, სწორედ ამ აღმოჩენას შეუძლია წარმატებით ახსნას ეკონომიკური ზრდის განსხვავებული ტემპები ერთიდაიმავე შესაძლებლობების მქონე ქვეყნების შემთხვევაში. ამ სტატიის მიზანია, შეისწავლოს საქართველოს ეკონომიკური სტრუქტურის განვითარება ბოლო პერიოდში. მიუხედავათ იმისა, რომ საქართველოში ზრდის
2017-06-20
ლუკა ლაზვიაშვილი
მაკროეკონომიკური პოლიტიკის თავისებურებანი დიდი დეპრესიის პერიოდში

ანოტაცია დიდი დეპრესია _ სწორედ ამ სახელით არის ცნობილი კაცობ­რიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური, ხანგრძლივი და მძიმე ეკო­ნომიკური კრიზისი, რომლის დაძლევის გზების ძიებაშიც მსოფლიო ეკონომიკური აზროვნება სამუდამოდ შეიცვალა და  ცხადი სახით ჩამო­ყალიბდა ეკონომიკური მეცნიერების ისეთი მნიშვნე­ლოვანი განშტოება, როგორიც არის მაკროეკონომიკა. სტატიაში განხილული და
2017-06-20
ნინო ლობჟანიძე
საქართველოს საგადასახადო სისტემის გავლენა მცირე და საშუალო მეწარმეობაზე

ანოტაცია სტატიაში შეფასებულია მცირე და საშუალო მეწარმეობაზე მოქმედი საგადასახადო ფაქტორები.გგაანალიზებულია საქართველოს საგადასახადო სისტემის თავისებურებები, მოყვანილია სხვადასხვა განვითარებული ქვეყნის მაგალითები და შესაბამის მაჩვენებლებთან შედარებითი ანალიზის გზით განხილულია მცირე და საშუალო მეწარმეობის მასტიმულირებელი საგადასახადო პოლიტიკა ცალკეული
2017-06-20
თამთა მესხორაძე
პოსტკომუნისტური ტრანსფორმაცია ინსტიტუციურ ჭრილში: შოკური თერაპიისა და გრადუალიზმის წინააღმდეგობრივი ხასიათის შესახებ

ანოტაცია სტატიაში მოთხრობილია ყოფილი კომუნისტური ქვეყნების საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის ისტორიული პროცესიის შესახებ. აქვე განხილულია აღნიშნული პროცესის დასაწყისშივე ეკონომიკური რეფორმების შესახებ წარმოქმნილი შეხედულებების ორი სკოლა და მათი წინააღმდეგობრივი ხასიათი. ასევე ნაჩვენებია, რომ სწრაფი და საყოველთაო რეფორმების წყალობით შესაძლებელი გახდა უფრო მაღალი
2017-06-20
ნინო ჟორჟიკაშვილი
საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკის თავისებურებანი

ანოტაცია 2007-2009 წლების გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა გამოავლინა ხარვეზი ქვეყნების ცენტრალური ბანკების საზედამხედველო საქმიანობის კუთხით. მსოფლიო ფინანსურ კრიზისამდე აკადემიურ წრეებში გავრცელებული იყო ხედვა, რომ მონეტარულ პოლიტიკასა და პრუდენციულ პოლიტიკას შორის არსებობს კონფლიქტი (ინფლაცია/ფინანსური სტაბილურობა), რაც ამართლებს მონეტარული და პრუდენციული
2017-06-20
ცოტნე ჟღენტი
ინსტიტუციური ჯგუფების ზომა და განვითარება საქართველოს ეკონომიკაში

ანოტაცია ინსტიტუციური განვითარება მნიშვნელოვანი საკითხია როგორც ეკონომიკური მეცნიერებისათვის, ასევე აქტუალური პრაქტიკული საკითხია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. ინსტიტუციურ ცვლილებათა თემა განსაკუთრებით მგრძნობიარეა განვითარებადი ქვეყნებისთვის, მათ შორის პოსტკომუნისტური ეკონომიკებისთვის, ისეთის როგორც საქართველოა. სტატიის მიზანია  საქართველოს ეკონომიკაში
2017-06-20
მაია როხვაძე
ერთობლივი საწარმოების არსი, ტიპები, ფორმირების ეტაპები

ანოტაცია სტატიაში მოცემულია ერთობლივი საწარმოების, როგორც საერთაშორისო ბიზნესის ერთ-ერთი ფორმის, დახასიათება, მისი გავრცელების მიზეზი და მიზანი, ერთობლივი საწარმოების ტიპები და ფორმირების ეტაპები. სტატიას წითელ ხაზად გასდევს ავტორის აზრი იმის შესახებ, რომ როცა ქვეყანას საკუთარი ინვესტიციები არ ყოფნის, მან ეკონომიკური ზრდა უცხოური ინვესტიციებით უნდა განახორციელოს.
2017-06-20
ლევან სილაგაძე
მშპ-სა და პუი-ს თანაფარდობა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში

ანოტაცია  თანამედროვე გლობალიზებულ ეკონომიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) გარეშე წარმოუდგენელია ცივილიზებული ქვეყნების ეკონომიკების განვითარება. მკვლევართა ერთი ნაწილი FDI-ის უკუგებაზე ამახვილებს ყურადღებას, მეორე ნაწილი - ეროვნულ ეკონომიკაში უცხოური ინვესტიციების გამოყენების მაქსიმალურ ეფექტიანობასა და კეთილდღეობაზეა კონცენტრირებული. სამწუხაროდ,
2017-06-20
სალომე სილაგაძე
ქალთა განათლება-ეკონომიკისგანვითარების ახალი საწყისი: პრიორიტეტები, წინაღობები და რეკომენდაციები

ანოტაცია მსოფლიოს და მეცნიერების ყურადღების ცენტრში აქტიურად ექცევა ახალი ეკონომიკური ძალა, რომლის მნიშვნელობა ყოველდღიურად იზრდება. აღნიშნული ძალა აუმჯობესებს როგორც გლობალურ, ასევე ნაციონალურ ეკონომიკასა და საზოგადოებას. ქალბატონების  ეკონომიკური და ფინანსური აქტივობა  მსოფლიოს განსხვავებული, თუმცა უფრო პოზიტიური რეალობის წინაშე აყენებს.  აღნიშნული
2017-06-20
ლიკა ტყემალაძე
გაცვლითი კურსის რეჟიმები და მათი დეტერმინანტები

ანოტაცია დღესდღეობით, გლობალიზაციის ტენდენციებიდან გამომდინარე, ცალკეული ქვეყნების ეკონომიკების ინტეგრაცია სულ უფრო იზრდება და ამის ფონზე სასიცოცხლო მნიშ-ვნელობას იძენს სავალუტო ბაზრების და საერთაშორისო ფინანსური სისტემების წყობის შესწავლა. საერთაშორისო ფინანსების შესწავლის ერთ-ერთ კომპლექსურ მიმართულებას წარმოადგენს ოპტიმალური სავალუტო კურსის განსაზღვრა,
2017-06-20
როლანდ ქათამაძე
დიდი დეპრესია და მისი გამომწვევი მიზეზები

ანოტაცია საბაზრო ეკონომიკა დროდადრო განიცდის რყევებს და გადახრებს თავისი განვითარების ბუნებრივი დონისგან, ეს რყევები ზოგჯერ ხასიათდება მცირე ზომებით, ხოლო ზოგჯერ უდიდეს მასშტაბებს აღწევს. დიდი დეპრესია ისტორიაში ყველაზე დიდი ეკონომიკური ვარდნა იყო, რომელმაც უმძიმესი შედეგები მოუტანა მსოფლიო ეკონომიკას. არ წყდება კამათი მისი გამომწვევი მიზეზების ირგვლივ და ასევე არ
2017-06-20
ანი ქიმაძე
მცირე და საშუალო ბიზნესის საკანონმდებლო და ინსტიტუციური მხარდაჭერა საქართველოში

ანოტაცია სტატიაში განხილულია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მხარდასაჭერად საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ინიციატივები და პროგრამები. ნათქვამია, რომ 1991 წლიდან 2004 წლამდე ქვეყნის მთავრობა აქტიურად ეხმარებოდა ამ სექტორს და უქმნიდა განვითარების ხელსაყრელ პირობებს. 2004 წლიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ეს მხარდაჭერა შეწყდა ქვეყანაში ლიბერალური ეკონომიკური
2017-06-20
ვახტანგ ჩქარეული
ეკონომიკური თავისუფლების ოპტიმალური დონე და მისი გავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე

ანოტაცია მსოფლიოში, მილიონობით ადამიანის ეკონომიკური აქტივობების კოორდინირების მხოლოდ ორი გზა არსებობს, პირველი, ეს არის ცენტრალური დაგეგმვა, რაც გულისხმობს სახელმწიფოს პირდაპირ ჩარევას მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებში, რომელსაც ხშირად ტოტალიტარულ მმართველობასაც უწოდებენ, მეორე კი ეფუძნება ნებაყოფლობით თანამშრომლობასა და ლიბერალურ იდეოლოგიას  _ ე.წ. თავისუფალი
2017-06-20
შორენა წიკლაური
ბავშვთა შობის შიგა ოჯახური რეგულირება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში

რეზიუმე სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში შობადობის დონე საკმაოდ დაბალია, რისი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია რეპროდუქციულ ქცევაში მომხდარი ცვლილებები. თანამედროვე ადამიანებისათვის უფრო მეტად ფასეული ხდება თვითაქტივობა, თვითკმაყოფილება, პრესტიჟი, წარმატება და სხვა მსგავსი მისწრაფებები, რომელთაც თანამედროვე საზოგადოებაში შეიძლება მეტი ფასეულობა გააჩნდეს, ვიდრე ბავშვებს.
2017-06-20
მედეა ხარაიშვილი
მოსახლეობის ცხოვრების დონის უთანასწორობა და მისი გავლენა ადამიანისეულიკაპიტალის ფორმირებაზე

ანოტაცია სოციალური ეკონომიკური უთანასწორობის არსებობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანისეული კაპიტალის მაჩვენებელზე, ეს გავლენა, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება და ამცირებს ადამიანისეული და სოციალური კაპიტალის მაჩვენებლის საშუალო დონეს, ხოლო ეკონომიკური ზრდის მიღწევა არ გულისხმობს აღნიშნული პრობლემის ავტომატურ გადაჭრას.  მიღწეული ეკონომიკური ზრდა
2017-06-20