English / ქართული / русский /

დაარსების დღისადმი მიძღვნილი კონფერენციების არქივი

რამაზ აბესაძე
ეკონომიკის განვითარების თანამედროვე ზოგიერთი ტენდენციის შესახებ

ანოტაცია ეკონომიკის განვითარების თანამედროვე ტენდენციები განსხვავებულია განვითარებული, განვითარებადი და პოსტკომუნისტური ქვეყნებისათვის. მაგრამ, ვინაიდან ტონის მიმცემი განვითარებული ქვეყნებია, ამიტომ ნაშრომში განვითარებული ქვეყნებისე კონომიკაში არსებული ტენდენციებია განხილული. დანარჩენი ქვეყნებისათვის ორიენტირი განვითარებული ქვეყნებია. საკვანძო სიტყვები:
2018-06-30
როზეტა ასათიანი
საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკისა და ახალი ნეოკლასიკური სინთეზის ურთიერთკავშირი

რეზიუმე  საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკა ეკონომიკური თეორიის შედარებით ახალი დარგია, ამასთან, იგი სასწავლო დისციპლინაცაა, რომელიც წარმატებით ისწავლება დასავლეთის უნივერსიტეტებში. საუნევერსიტეტო სწავლებაში საზოგა¬დოებრივი სექტორის ეკონომიკის საგნის შემოღება დროის მოთხოვნაცაა და ობიექტური აუცილებლობა. იგი მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამოძახილიცაა
2018-06-30
ვლადიმერ პაპავათამარ თაფლაძე
რატომ არ არის ინფორმაცია წარმოების ფაქტორი?

ანოტაცია. სტატიაში განხილულია იმის თეორიული შესაძლებლობა, თუ რამდენად შეიძლება ინფორმაციისათვის წარმოების ძირითადი ფაქტორის სტატუსის მინიჭება. გამომდინარე იქიდან, რომ წარმოების ძირითადი ფაქტორების თეორიის თანახმად, წარმოების თითოეულ ფაქტორს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ფაქტორული შემოსავალი, ნაჩვენებია, რომ ინფორმაციის შემთხვევაში ესპ რინციპი დარღვეულია. კერძოდ,
2018-06-30
გიორგი ბერულავა
ეკონომიკური ზრდის ინოვაციური და ინსტიტუციური წინაპირობების შესახებ

მაკროეკონომიკური თეორია ეკონომიკური ზრდის განმსაზღვრელი პარამეტრების რიგ შემსწავლელ მოდელებს იძლევა. მაგალითად, ნეოკლასიკური ეგზოგენური ზრდის მოდელი ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი პარამეტრების სახით დაგროვების ნორმებს, პრეფერენციებს, მუშახელზე მოთხოვნისა და სრული ფაქტორული პროდუქტიულობის ზრდას და ტექნოლოგიურ ცვლილებებს ასახელებს [3, 9]. ნეოკლასიკური თეორიის
2018-06-30
ალფრედ კურატაშვილი
ეკონომიკური მეცნიერება, პოლიტიკა და პრაქტიკა "წმინდა" ეკონომიკური მიზნის სამსახურში – ეკონომიკური ფაშიზმი და ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულია (?!)

რეზიუმე  სამეცნიერო ნაშრომში, ეკონომიკური მეცნიერება, პოლიტიკა და პრაქტიკა "წმინდა" ეკონომიკური მიზნის სამსახურში – ავტორის მიერ განხილულია როგორც ეკონომიკური ფაშიზმი, როგორც დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ (?!). ფულის, ბაზრის, მოგების, კაპიტალის  ბატონობა საზოგადოებაში და სახელმწიფოში, ავტორის მტკიცებით, წარმოადგენს
2018-06-30
ნუგზარ პაიჭაძე
პერსონალის მოტივაცია როგორც ადამიანური რესურსების ეფექტიანი გამოყენების ფაქტორი

ანოტაცია.  პერსონალის  მოტივაცია ორგანიზაციების მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების მნიშვნელოვანი ფაქტორია. საქმე ისაა, რომ დღეს ქვეყნის მთავარი სიმდიდრის – ადამიანური რესურსების ეფექტიანი გამოყენება მიიღწევა მხოლოდ მაშინ, როცა მომუშავე მაქსიმალურადაა დაინტერესებული თავისი შრომის შედეგებით. სწორედ აღნიშნულ პრობლემაზეა შესრულებული წინამდებარე სტატია. მასში
2018-06-30
ევგენი ბარათაშვილიდავით ბიბიჩაძეთამარ ლაგვილავა
ექსტრიმ-მენეჯმენტის თავისებურებები მართვის თანამედროვე თეორიაში

ანოტაცია. დღეისათვის, ინოვაციური ეკონომიკის პირობებში, სისტემატურად წარმოიქმნება სრულიად ახალი პრობლემები და ამოცანები, რომლებიც გამოწვეულია გარე და შიდა გარემოს მკვეთრი ცვლილებებით, გაურკვევლობითა და არაპროგნოზირებადობით, საგანგებო და კრიზისული სიტუაციებით. ამ ამოცანების გადაჭრა დაკავშირებულია ისეთი არასტანდარტული მიდგომების ძიებასთან, რომელთა კოპირებაც უკვე
2018-06-30
ავთანდილ სულაბერიძე
საქართველოს სტუდენტთა მიგრაციული ქცევის მოტივაცია და მისი მოსალოდნელი შედეგები

ანოტაცია. სტატიაში დასაბუთებულია, რომ საქართველოს მიგრაციული პროცესები ექვემდებარება მიგრაციის ზოგად კანონზომიერებებს და მიგრაციის არსებული თეორიებიდან გამომდინარეობს შესაბამისად, მიგრაციის ნეოკლასიკური და სოცოლოგიური კონცეფციების ფონზე მოცემულია საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სწავლის დამთავრების შემდეგ უცხოეთში სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტთა
2018-06-30
თეიმურაზ შენგელია
ეთნიკური ჯგუფების სოციალური კაპიტალის ქროს-კულტურული თავისებურებების ზეგავლენა ბიზნესზე

ანოტაცია. თანამედროვე პირობებში სოციალური კაპიტალის პრობლემას მიეძღვნა არაერთი ისტორიკოსის, სოციოლოგისა და ფსიქოლოგის მნიშვნელოვანი კვლევა, ის განსაკუთრებულ ადგილს იმკვიდრებს ეკონომიკურ მეცნიერებაში. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ტერმინი „სოციალური კაპიტალი“ დაამკვიდრა პოლიტოლოგმა  რ. პატნემმა და სოციოლოგმა ჯ. კოულმანმა. მათი კვლევები მიეძღვნა სოციალური
2018-06-30
მურმან კვარაცხელია
სიღარიბე და დასაქმების პრობლემები საქართველოში

ანოტაცია საქართველოში ეკონომიკური კრიზისი სისტემური ხასიათის გახდა. მისი შედეგი ბევრად უწყობს ხელს მოსახლეობის გარკვეული ფენების ცხოვრების დონის პოლარიზაციას. ამის გამოვლინების ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა სიღარიბისა და დასაქმების პრობლემებია. ქვეყანაში წარმოიშვა არაორდინალური სიტუაცია. ქვეყნის ეკონომიკური ზრდა უმუშევრობის პრობლემას ვერ წყვეტს.საქართველოში,
2018-06-30
მადონა გელაშვილი
ცოდნის ეკონომიკა, როგორც ინოვაციური განვითარების ფაქტორი

ანოტაცია. XXI საუკუნე გამოცხადებულია ცოდნის საუკუნედ, ხოლო ცოდნა ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებაში უნდა აისახოს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ცოდნის ეკონომიკაში შემოსავლის ძირითად წყაროს ინოვაცია წარმოადგენს. ცოდნის ეკონომიკა საზოგადოების განვითარების ინოვაციური ეტაპის ძირითადი ნაწილია, რადგან მათ ფორმირებას განაპირობებს იდენტური
2018-06-30
ლია დვალიშვილი
სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის თანამედროვე ტენდენციები

ანოტაცია სტატიაში აღნიშნულია, რომ წარმოების სტრუქტურა მუდმივად იცვლება სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის გავლენის გამო. სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის თანამედროვე ეტაპი კი განაპირობა სამეცნიერო-ტექნიკურმა რევოლუციამ, რომელიც, წარმოებასთან ერთად, სხვადასხვა დარგებს მოიცავს; ნაჩვენებია, რომ სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუციის პირობებში ქვეყნების კონკურენტუნარიანობის
2018-06-30
ციცინო თეთრაული
კრიპტო ვალუტის ზოგიერთი საკითხი ინოვაციური ეკონომიკის პირობებში

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია ფულის წარმოშობა და მისი განვითარების ფორმები. გაშუქებულია ფულის ევოლუცია და მისი ფენომენი ეკონომიკურ თეორიაში. გაანალიზებულია კრიპტოვალუტის საკითხები და მისი გამოწვევები ინოვაციური ეკონომიკის პირობებში. დახასიათებულია ბიტკოინები, ბლოიკჩეინი, მაინერი, ელექტრონული ფულის არსი და მისი ფორმები. აღნიშნულია კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული
2018-06-30
ქეთევან კიწმარიშვილი
ტექნოლოგიური ინოვაციები საგანმანათლებლო სფეროში

ანოტაცია. „სოციალური სფერო“-ს ცნებას მჭიდროდ უკავშირდება საზოგადოებრივი მნიშვნელობის ისეთი კატეგორიები, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, დასაქმება, ეკოლოგია, კულტურა და სხვა, რომლებიც განსაზღვრავს საზოგადოების ჯანმრთელობასა და მის ეკონომიკურ მდგომარეობას. საკვანძო სიტყვები: საგანმანათლებლო ტექნოლოგიები. ეკონომიკური ინოვაციები. პედაგოგიური ინოვაციები.
2018-06-30
ირინე მამალაძეთეა ლაზარაშვილი
ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების მაპროვოცირებელი ფაქტორები

ანოტაცია. წარმოდგენილ ნაშრომში განხილულია ინოვაციების და გლობალიზაციის მნიშვნელობა თანამედროვე ეკონომიკის განვითარების დონის განსაზღვრაში; ახალი იდეების, მეცნიერული აღმოჩენების და გამოგონების საფუძველზე ამ შედეგების კომერციალიზაციისა და ბიზნესად გადაქცევის პროცესი და სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელობა ინოვაციური პროექტების აქტივიზაციის მიმართულებით. საკვანძო
2018-06-30
მედეა მელაშვილინუნუ ქისტაურიქეთევან ქველაძე
პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების თანამედროვე ტენდენციები

ანოტაცია. ნაშრომი ეძღვნება ისეთ საინტერესო სფეროს, როგორიცაა ინოვაციური ტექნოლოგიები -IT, კერძოდ კი პროგრამული უზრუნველყოფა. მასში განხილულია დარგის მოკლე ისტორია, მოყვანილია აღნიშნული ინდუსტრიის დღევანდელი TOP- ათეული. ნაშრომში ასევე განხილულია პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების თანამედროვე ტენდენციები. საკვანძო სიტყვები: IT - სექტორი, პროგრამული უზრუნველყოფა.
2018-06-30
მარინე ცუცქირიძე
ბიზნესის განვითარების ტენდენციები და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების საკითხები

ანოტაცია. ნაშრომში გადმოცემულია ბიზნესის განვითარების პროცესისა და მისი თანამედროვე ტენდენციების აქტუალური საკითხები; განხილულია საბაზრო ურთი¬ერთობებისა და ბიზნესის, კერძოდ მისი დარგობრივი საქმიანობის განვითარებაში ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებები, რაც ძირითადს და ამავე დროს მნიშვნელოვან ტენდენციას წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკური და
2018-06-30
ვასილ ხიზანიშვილი
რელიგიური ეთიკა-ეკონომიკურ ქცევათა მნიშვნელოვანი მსაზღვრელი

ანოტაცია რელიგიები წარმოადგენს ახსნად სისტემებს შეუდარებლად მაღალი საყოველთაო მოთხოვნით. რელიგიური ახსნადი სისტემები ეხება „სრულ“ჭეშმარიტებას. ამიტომ არის თითოეული რელიგიური ეთიკა იმანენტური, რათა წამოაყენოს პრეტენზია„ მთელ ადამიანზე“და ჰქონდეს სურვილი, მოახდინოს ადამიანურ ქმედებათა ყველა სფეროს ნორმირება. ყოველი რელიგიური ეთიკა აუცილებლად შეიცავს ასევე
2018-06-30
ნანული არევაძენანა ბიბილაშვილი
ნანოტექნოლოგიების განვითარების თავისებურებები გლობალიზაციის პირობებში

ანოტაცია. სტატიაში განხილულია ტერმინის არსი, გაანალიზებულია მისი განვითარების პერიოდი XX საუკუნის ბოლოდან დღემდე, დასახელებულია ქვეყნები და რეგიონები, რომლებშიც ინტენსიური კვლევები ხორციელდება ნანოტექნოლოგიების მიმართულებით. გამოთქმულია ვარაუდი მისი პერსპექტიული განვითარების თაობაზე მთლიანად მსოფლიოში. საკვანძო სიტყვები: ნანოტექნოლოგიები, ინოვაციური სექტორი,
2018-06-30
თამაზ გამსახურდიათეიმურაზ ფესტვენიძე
ქვეყანაში არსებული რესურსების რაციონალური გამოყენებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების ზოგიერთი ასპექტები

ანოტაცია ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ პერიოდში მმართველობით სტრუქტურებში დაშვებულმა შეცდომებმა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი შექმნა. მიუხედავად მრავალჯერადი ვითომ რეფორმიზაციისა და ოპტიმიზაციისა ქვეყანა ვერა და ვერ დაეწყო. ვერ დაისახა პრიორიტეტები, ვერ მოიძებნა ნიშა სადაც ჩვენთან არსებული რესურსებით შეგვძლებოდა კონკურენტუნარიანი
2018-06-30
ნინო მიქიაშვილი
გლობალიზაციის ეპოქაში მცირე ღია ეკონომიკის ქვეყნების შრომის ბაზრის ზოგიერთი თავისებურება

ანოტაცია შრომითი რესურსების თავისუფალი გადაადგილება მცირე ზომის განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებისთვის ოცდამეერთე საუკუნის გამოწვევაა. ნაშრომში ყურადღება გამახვილებულია მიგრაციის ეკონომიკურ ასპექტებზე, მობილური და კვალიფიციური შრომის ბაზრის ფორმირებისა თუ მისი განვითარებისთვის ხელშემწყობ ფაქტორებზე. შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ შრომის ბაზარზე
2018-06-30
რუსუდან პაპასკირი
ზოგი რამ ქვეყნის შიგა ინვესტიციური პოტენციალის შესახებ

ანოტაცია სტატიაში ორი საკითხია დამუშავებული: 1.    ინვესტიციური პოტენციალის არსი. 2.    საინვესტიციო პოტენციალის განმსაზღვრელი პირობები საქართველოში და მათი გამოყენების პრობლემები. პირველ საკითხში განმარტებულია ქვეყნის ინვესტიციური პოტენციალის არსი და მისი განსაზღვრის აუცილებლობა, დასაბუთებულია საზღვარგარეთიდან მხოლოდ საჭირო რესურსების მოზიდვით. მეორე
2018-06-30
მირონ ტუღუში
კანონი ,,დასაქმების შესახებ“ - ადამიანური რესურსების მართვის საკანონმდებლო ბაზის მნიშვნელოვანი კომპონენტი

ანოტაცია. 2006 წელსსაქართველოში,,შრომის კოდექსის“ მიღებით  ,,დასაქმების კანონის“ ძალადაკარგულად გამოცხადება არაადეკვატური  გადაწყვეტილება იყო. აუცილებელია ,,დასაქმების შესახებ“ კანონის მიღება და ამოქმედება. ასევე საჭირო იქნება ამჟამინდელი ,,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის“ სამინისტროში ,,შრომის  რგოლის“  ფუნქციების გაფართოება. კერძოდ, სამინისტროს
2018-06-30
მერაბ ფხოველიშვილინათელა არჩვაძემარიამ გიორგობიანიგაიოზ ფხოველიშვილი
თანამედროვე პროგნოზირება ეკონომიკაში

ანოტაცია.სტატიაში განხილულია ბიზნესპროგნოზირების ამოცანების მიმართ ახალი მიდგომა, რაც გულისხმობს პროგრამირების პარალელური მონაცემების პარადიგმის გამოყენებას. პარალელური მონაცემები  სხვადასხვა ტიპის წინამორბედი მონაცემებია, რომლებითაც დინამიურ  რეჟიმში ხდება გარკვეული ერთი მოვლენის პროგნოზირება. აგრეთვეგანიხილება პროგნოზირების პროცესის ეტაპობრივად, ონლაინ
2018-06-30
მალხაზ ჩიქობავანაზირა კაკულია
კრიპტო ვალუტების თანამედროვე გენეზისი

ანოტაცია. ნაშრომში გაანალიზებულია ე.წ. კრიპტოვალუტების თანამედროვე გენეზისი. მიღებულია, ახალ კრიპტოინსტრუმენტებს ეწოდოს „ვალუტა“, „ფული“. მაგრამ ეს აშკარად გადაჭარბებაა. ნებისმიერი ფულის ძირითადი ფუნქცია „ღირებულების საზომის“ ფუნქციაა, ფულის დახმარებით განისაზღვრება ფასები საქონელზე, მომსახურებაზე, აქტივებზე, სამუშაო ძალაზე და ა.შ.. თვით თანამედროვე
2018-06-30
თინა ჩხეიძექეთევან ქველაძე
ეკოლოგიური კატასტროფებისპ რევენციისათვის

ანოტაცია. სტატიაში განხილულია კაცობრიობის განვითარების მეტად საყურადღებო თანამედროვე ტენდენცია, როგორიცაა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წარმართვა ეკოლოგიიზაციის პრინციპების გათვალისწინებით, რაც დღეისათვის მთელს მსოფლიოში მეტად აქტუალურ საკითხად იქცა და რომლის უგულვებელყოფაც საბოლოოდ ეკოლოგიური კატასტროფების წინაშე გვაყენებს. სტატიაში ასევე
2018-06-30
გიორგი ხარშილაძე
მაკროეკონომიკური არასტაბილურობის ზოგიერთი გამოვლინებანი გარდამავალი პერიოდის საქართველოში

ანოტაცია. წინამდებარე სტატიაში გაანალიზებულია გარდამავალი პერიოდის ერთ-ერთი ის მნიშვნელოვანი პრობლემა, როგორიცაა მაკროეკონომიკური არასტაბილურობა. აღნიშნული პრობლემა მწვავედ დადგა და დგას გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე მდგარ თითქმის ყველა ქვეყანაში წარმოიშვა მრავალი პრობლემა, რომელთა დროული
2018-06-30
ევგენი ბარათაშვილიირმა მახარაშვილი-ბარათაშვილიგუგული ყურაშვილი
კრეატიული მენეჯმენტის მნიშვნელობა თანამედროვე მმართველობით საქმიანობაში

ანოტაცია  კრეატიული მენეჯმენტის ელემენტების გამოყენება განვითარების თანამედროვე ეტაპზე გულისხმობს მართვის პროცესში არატრადიციული ხერხებისა და მეთოდების  დანერგვას. იგი, როგორც მმართველობითი მოღვაწეობების სახეობა და მეცნიერულად დასაბუთებული მართვის ინსტრუმენტი, გამოიყენება როგორც სტრატეგიული განვითარების მიზნებისათვის, აგრეთვე მუდმივად აღმოცენებადი 
2018-06-30
ლია ბიბილაშვილიეკატერინე აფხაიძე
რისკების მართვის აუცილებლობა კომპანიაში

ანოტაცია. რისკების მართვა XX საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოყალიბდა, როგორც  დამოუკიდებელი კვლევის სფერო, რომელიც განუყოფელია ბიზნესისაგან.  უამრავი მაგალითი მეტყველებს იმაზე,რომ წარმოების რისკებისაგან სრული დაზღვევა შეუძლებელიa, მაგრამ  მისი პროგნოზირება და ნეიტრალიზება რისკმენეჯმენტის კვლევის სფეროსწარმოადგენს.        შესავალი რისკების მართვა ნებისმიერი
2018-06-30
ბესიკ ბოლქვაძე
კორპორაციული ანგარიშგების როლი ფინანსური ბენჩმარკინგის სისტემის ფორმირებასა და განვითარებაში

ანოტაცია. ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ერთ-ერთ მოთხოვნას კორპორაციული მართვის (მ.შ. ფინანსური ანგარიშგების) სისტემის მოწესრიგება და შესაბამის ევროდირექტივებთან ჰარმონიზაციის მიღწევა წარმოადგენს, რისთვისაც ქვეყანაში გატარდა მნიშვნელოვანი რეფორმები. კერძოდ, მიღებულ იქნა შესაბამისი კანონი, შეიქმნა მარეგულირებელი ორგანო, განხორციელდა საწარმოთა
2018-06-30
თამარ დევიძემაია კაპანაძე
მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემები და მათი გადაჭრის გზები საქართველოში

ანოტაცია საქართველოს ეკონომიკის დაბალანსებისათვის უდიდესი სარგებლობის მოტანა შეუძლია მცირე ბიზნესის სწრაფვას, ოპერატიულად აითვისოს რეგიონული ეკონომიკა, სწრაფად დაიკავოს თავისუფალი სივრცეები ადგილობრივ ბაზრებზე. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ტენდენციები უშუალოდაა დაკავშირებული ქვეყანაში არსებულ ბიზნეს გარემოსთან.ეკონომიკაში დიდი რაოდენობით მცირე
2018-06-30
ლია თოთლაძემამუკა ხუსკივაძე
საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასწარმოქმნა: თეორიული მოდელი და ემპირიული შედეგები

რეზიუმე ნაშრომში განხილულია ფაქტორები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ უძრავი ქონების ბაზარზე ფასწარმოქმნის პროცესში. მიუხედავად ამ ფაქტორებსა და ბაზარს შორის განსაზღვრული თეორიული დამოკიდებულების არსებობისა,პრაქტიკაში ურთიერთობა შესაძლოა განსხვავებულიც იყოს.სტატიაში გაანალიზებულია ფუნდამენტური ფაქტორები, რომლებიც პრაქტიკულად მართავენ უძრავი ქონების
2018-06-30
ეთერ კაკულია
მცირე ბიზნესის განვითარების თანამედროვე ტენდენციები განვითარებულ ქვეყნებში

შესავალი მცირე ბიზნესი (საწარმო) ეკონომიკის წამყვან სექტორებს შორის ერთ-ერთია, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ეკონომიკური ზრდის ტემპებს, მოსახლეობის დასაქმების მდგომარეობას, მთლიანი ეროვნული პროდუქციის ხარისხსა და რაოდენობას. დღეისათვის მსოფლიო ეკონომიკაში მცირე  ბიზნესის განვითარების თანამედროვე ტენდენციები - ეს არის ინოვაციური და ვენჩერული მცირე
2018-06-30
ელგუჯა კონჯარია
საწარმოს გაკოტრების არსი, ფინანსური სიძნელეები და მათი შედეგები

ანოტაცია. ერთი ეკონომიკური სისტემიდან მეორე სისტემაზე გარდამავალი ქვეყნისთვის დამახასიათებელია სისტემური კრიზისი, შესაბამისად მის ძირითად პრობლემას წარმოადგენს საწარმოო სფეროში სტაგნაციის და საწარმოების მასიურად გაკოტრების დაძლევა. ამ პრობლემის გადაწყვეტისას, ორიენტაციამ საწარმოთა მასობრივ ლიკვიდაციაზე, რომელთაც ვერ შეძლეს ადაპტაცია ახალ ეკონომიკურ გარემოში,
2018-06-30
იოსებ მასურაშვილიგიგა კიკორიავლადიმერ ზექალაშვილი
ტექნოლოგიური ბიზნესი სგანვითარების პროგნოზირების მეთოდები

შესავალი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამყაროში ობიექტური კანონების არსებობა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ შევადგინოთ საკმაოდ ზუსტი პროგნოზები მათი მომავალი განვითარების შესახებ. სტატისტიკური და ფაქტობრივი პროგნოზირების მეთოდები იყენებს სხვადასხვა სტატისტიკურ მოდელებს, რომლებიც ეყრდნობა საპროგნოზო ობიექტების რაოდენობრივი მახასიათებლების ანალიზს, რაც
2018-06-30
თამარ როსტიაშვილიფიქრია კირკიტაძე
ორგანიზაციულ-ადმინისტრაციული მართვის მეთოდები მცირე ბიზნესში

ანოტაცია.ორგანიზაციულ-ადმინისტრაციული მართვის მეთოდებს (ოამმ) განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სხვა მართვითი ზეგავლენებისგან განსხვავებით. ისინი გამოირჩევიან პირდაპირი ხასიათით, ზეგავლენა მოახდინონ პერსონალზე, რომელშიც იგულისხმება  კანონით გათვალისწინებული პერსონალისთვის დაკისრებული მითითების, ბრძანებისა და მოვალეობის უპირობო შესრულება. ოამმ განსაზღვრავს
2018-06-30
ოლღა ფაჩულია
ხელმძღვანელობის სტილის გავლენა კონფლიქტების მართვაზე ორგანიზაციული ცვლილებების პირობებში

ანოტაცია. ცვლილებები ორგანიზაციაში განაპირობებს კონფლიქტურ პროცესებს, რომლებიც ხასიათდება ადამიანებს შორის გულწრფელობისა და ნდობის ნაკლებობით, ცუდი კომუნიკაციით, ქცევითი მოლოდინებით გამოწვეული უთანხმოებით. ასეთ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მენეჯერთა მომუშავეებისადმი დამოკიდებულება, რასაც ეხება წინამდებარე ნაშრომი. საკვანძო სიტყვები. ხელმძღვანელობის
2018-06-30
ლალი ჩაგელიშვილი-აგლაძეკობა ჩაგელიშვილი
კრიზისების მართვის მარკეტინგული ასპექტები თანამედროვე კომპანიებში

ანოტაცია. ბოლო ათწლეულში სულ უფრო ძლიერდება ცოდნაზე დაფუძნებული კრიზისების მართვის საჭიროება თანამენდროვე კომპანიებში.  კომპანიათა ცხოვრებაში ინოვაციეური ეკონომიკის  ფართოდ შემოჭრამ, გააძლიერა კონკურენციის მასშტაბები და ნელ-ნელა მცირდება იმ კომპანიათა სასიცოცხლო ციკლი, რომლებიც ფეხს ვერ უწყობენ სიახლეებს, ან არასწორად ახორციელებენ ცვლილებათა
2018-06-30
მაია კაპანაძეგიორგი ჭინჭარაული
წარმოების ხარჯების ეფექტიანობა

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია საქართველოში წარმოების კერძო და საზოგადოებრივი ხარჯების ეფექტიანობის დადგენის მაჩვენებლები და საზოგადოებრივი პროდუქტის წარმოებისა და მიწოდების ხარჯების ეფექტიანობის განსაზღვრაში შექმნილი პრობლემები. ამ საკითხების მიმართულებით ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შესწავლილი და შემუშავებული სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკა. მიღებული უნდა
2018-06-30
ლინა დათუნაშვილი
სოფლის მეურნეობის განვითარების თანამედროვე ტენდენციები მსოფლიო ეკონომიკაში

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია მსოფლიო სოფლის მეურნეობისა და მსოფლიო ეკონომიკის არსი, შეწავლილია სოფლის მეურნეობის რიგი თავისებურება, რომელთა ზეგავლენა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მემცენარეობის და მეცხოველეობის დარგებისა და ქვედარგების განვითარებას. გეოგრაფიული მდებარეობისა და თერმული სარტყელის მიხედვით ნაშრომში გაანალიზებულია სოფლის მეურნეობის განვითარების
2018-06-30
ნანა კირვალიძესოფიო მაჭარაშვილი
უალკოჰოლო სასმელების და მინერალური წყლების ბაზრის განვითარების პერსპექტივები საქართველოში

ანოტაცია სტატიაში განხილულია საქართველოში უალკოჰოლო სასმელების და მინერალური წყლების ბაზარი: წარმოების დინამიკა, ასორტიმენტის სტრუქტურა, პროდუქციის თვითღირებულების სტრუქტურა და ფასწარმოქმნა, ექსპორტ-იმპორტის ტენდენციები, საწარმოების რაოდენობა. აღნიშნულია, რომ ლიდერი კომპანიები უალკოჰოლო სასმელების დასამზადებლად იყენებენ ბუნებრივ მასალებს. ამიტომ ამ პროდუქციის
2018-06-30
ლეილა მამულაშვილიმაკა სოსანიძე
შიდა ქართლის რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობა და მისი განვითარების პრობლემები

ანოტაცია. ნაშრომში მოცემულია რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობა თანამედროვე ეტაპზე. ასევე განხილულია შიდა ქართლის მხარის ეკონომიკური აქტივობა, რეგიონის ბუნებრივი პირობები, შემოსავლების ძირითადი წყაროები, მრეწველობის განვითარების ძირითადი ხელის შემშლელი პრობლემები, რეგიონის ტურისტული პოტენციალი, ასევე ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს რეგიონის
2018-06-30
მედეა მელაშვილინუნუ ქისტაურიქეთევან ქველაძე
მსოფლიოში საუკეთესო საგანმანათლებლო სისტემები და მათი განვითარების თანამედროვე ტენდენციები

ანოტაცია  ნაშრომი ეძღვნება მსოფლიოში ბოლო პერიოდში ყველაზე წარმატებული განათლების სისტემების ანალიზს, როგორიცაა ფინეთის და სამხრეთ კორეის საგანმანათლებლო სისტემები, რომლებიც მრავალი საერთაშორისო კვლევის სარეიტინგო სიებში განუხრელად იკავებენ ლიდერის პოზიციებს. ავტორებს შესწავლილი აქვთ მითითებული ქვეყნების განათლების სისტემები, ჩატარებული აქვთ მათი შედარებითი
2018-06-30
ზურაბ ნოზაძე
,,მწვანეეკონომიკის” მნიშვნელობა და როლი მდგრადი ეკონომიკის განვითარებაში

ანოტაცია. სტატიაში განხილულია ,,მწვანე ეკონომიკის” წარმოქმნის არსი და წინაპირობები, მოცემულია ,,მწვანე ეკონომიკის” მნიშვნელობა ქვეყნის მდგრადი ეკონომიკის განვითარებაში. გაანალიზებულია კონკრეტული წინადადებები და რეკომენდაციები რომლის გათვალისწინება უფრო მდგრად და კონკურენტუნაირიანს გახდის ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას.  ,,მწვანე ეკონომიკის” განვითარების
2018-06-30
ივლია ონიანინონა ახვლედიანი
სტატისტიკური მონაცემები, როგორც რეგიონის ინვესტიციური მიმზიდველობის შეფასების ინსტრუმენტი

ანოტაცია. იმისათვის, რომ სწორად ვმართოთ  რეგიონის ინვესტიციური კლიმატი, შევიმუშაოთ და სრულვყოთ რეგიონული ინვესტიციური სტრატეგია, საჭიროა სიღრმისეული სტატისტიკური გამოკვლევების ჩატარება, რომელთა საფუძველზე უნდა განხორციელდეს ქვეყნის რეგიონების მიხედვით ინვესტიციური კლიმატის ხელსაყრელობის დონის შეფასება.  ნაშრომში განხილულია რეგიონის ინვესტიციური პოტენციალის
2018-06-30
თენგიზ ქავთარაძე
მევენახეობის განვითარების თანამედროვე ტენდენციები

მევენახეობა ძველთაგანვე ქართველი ხალხის მატერიალური სიძლიერის ერთ-ერთი ძირითადი წყარო იყო. ეს დარგი აქ ცნობილი იყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე რამდენიმე ათასეული წლის წინათ. ადგილობრივი მევენახეობის  სიძველეზე მიუთითებს არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები, წერილობითი წყაროები, მდიდარი ხალხური ტერმინოლოგია და სხვა. გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა  მოწმობს, რომ
2018-06-30
გიული ქეშელაშვილი
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების როლი ღირებულების ჯაჭვის მართვაში

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია ღირებულებათა ჯაჭვის მართვისა და განვითარების საკითხები აგრობიზნესში. კერძოდ, საქართველოში არსებული ბიზნესსუბიექტების შესწავლის საფუძველზე გაანალიზებული და შეფასებულია ღირებულებათა ჯაჭვის ფორმირების პროცესი და მასში ჩართული სუბიექტების როლი, რომლებიც ორგანიზებული თანამშრომლობით მომხმარებლებისთვის პროდუქტის ღირებულებას ზრდიან.
2018-06-30
მედეა მელაშვილინუნუ ქისტაურიქეთევან ქველაძე
ტურიზმის განვითარების თანამედროვე ტენდენციები

ანოტაცია. სტატიაში განხილულია ტურიზმის, როგორც ეკონომიკური დარგის განვითარების თანამედროვე ტენდენციები, რომელიც გარკვეულწილად ასახავს ტურიზმის დარგის განვითარების დღევანდელი მდგომარეობის რეალურ სურათს, რომლის ანალიზიც ნათელყოფს, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ტურიზმის დარგი მუდმივად ფართოვდება, განიცდის დივერსიფიკაციას და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად
2018-06-30
ცირა ცეცხლაძემარიკა ბოლქვაძელევან ცეცხლაძე
მთის რეგიონის ტურისტული პოტენციალი აჭარაში

ანოტაცია. სამეცნიერო თემაში განხილული და დამუშავებულია მთის რეგიონის ტურისტული პოტენციალი აჭარის მაგალითზე, დასაბუთებულია რეგიონის ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალის ძირითადი ფაქტორები და ამ მიმართულებით მთის რეგიონის განვითარებისათვის ძირითადი ხედვები და ამოცანები. განხილულია ტურიზმის განვითრებით რეგიონში ძირითადი პრობლემების გადამწყვეტი გზები და სტრატეგიები,
2018-06-30
ცირა ცეცხლაძექეთევან ზოიძე
ტურიზმის დარგში მარკეტინგის როლი

ანოტაცია. ჩვენ მიერ დამუშავებულ სამეცნიერო ნაშრომში მნიშვნელოვანი ყურადღებაა დათმობილი ტურიზმის დარგში მარკეტინგის როლსა და მნიშვნელობაზე, ვინაიდან მარკეტინგი გვესახება სწორედ სერვისის ორგანიზების მომხმარებლამდე სწორად და ეფექტურად მიწოდების უზრუნველყოფის საშუალებად, რადგან ქვეყანაში არსებული ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალი საჭიროებს სწორ მარკეტინგულ ხედვას
2018-06-30
ლია ჩარექიშვილი
საქართველოში განათლების მდგომარეობის სტატისტიკის ძირითადი მაჩვენებლების ანალიზი

შესავალი ბოლო ათწლეულების მანძილზე აქტუალურია განათლების  სისტემაზე დისკუსია, მიმდინარე რეფორმების კრიტიკა, თუმცა არავინ აღნიშნავს იმას, რომ ეს სწორედ ის სფეროა, რომლის გარდაქმნა მარტივად არ ხდება და რამდენიმე თაობას უხდება გავლა იმ რთული, “ექსპერიმენტული“ პროცესებისა, სანამ საბოლოო სახით ჩამოყალიბდება. ამასთან, პროცესები შეუქცევადია და მუდმივი განახლების
2018-06-30
იზოლდა ჭილაძე
მეაბრეშუმეობის აღდგენის პრობლემები საქართველოში

ანოტაცია. სტატიის მიზანია გამოიკვლიოს მებარეშუმეობის განვითარების რა პრობლემები და პერსპექტივები არსებობს თანამედროვე საქართველოში და როგორი გამოწვევების წინაშე დგას იგი. შესწავლილია მეაბრეშუმეობის დარგის წარსული, დღევანდელი ვითარება და მომავალი განვითარების შესაძლებლობები. გადმოცემულია ამ დარგის მნიშვნელობა სოფლად მოსახლების დასაქმებისა და შემოსავლების ზრდის
2018-06-30
მანანა ხარხელიგიორგი მორჩილაძე
ინოვაციების მართვისას არსებული გამოწვევები მომსახურების სფეროში

ანოტაცია. იმისთვის, რომ კომპანიამ შეძლოს თავის დამკვიდრება ბაზარზე, იყოს კონკურენტუნარიანი როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერიოდში, აუცილებლად სჭირდება მუდმივი ზრუნვა შემოსავლების ზრდასა და ხარჯების შემცირებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შეძლებს იყოს მომგებიანი. გამოწვევაც, რომლის წინაშეც დღეს დგანან მომსახურების სფეროს ეკონომიკური საქმიანობის
2018-06-30
დავით ასლანიშვილიქრისტინე ომაძე
რიკარდოს ეკვივალენტი ანუ სახელმწიფო ვალის წარმოშობისა და პრაქტიკული დანიშნულების აზრი

ანოტაცია. ჩვენი კვლევა აღწერს სახელმწიფო ვალის არსს და მის დანიშნულებას, თუმცა განსაკუთრებული მნიშვნელობა დათმობილი გვაქვს ეფექტზე, რასაც სახელმწიფო ვალი ახდენს ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკაზე. ეკონომისტებს შორის არ არის კონსენსუსი ამ ეფექტის შედეგზე. როდესაც სახელმწიფო სესხულობს ფულს, ის გპირდებათ რომ გადაგიხდით. ამ გადახდის (გადახდების) უზრუნველსაყოფად სახელმწიფო
2018-06-30
დავით ბიძინაშვილი
სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის გაძლიერების გზები და პერსპექტივები საქართველოში

ანოტაცია. გარე აუდიტისაგან განსხვავებით, შიდა აუდიტორული საქმიანობა შედარებით ახალი პროფესიაა საქართველოსთვის, ისევე, როგორც მთელი მსოფლიოსათვის. აქედან გამომდინარე, არ არის გასაკვირი, რომ ეს პროფესია მუდმივად იცვლება და იხვეწება. აღსანიშნავია, რომ შიდა აუდიტისათვის დამახასიათებელი თვისება უნიკალურია ყველა დაწესებულებაში და დამოკიდებულია დაწესებულებაში შექმნილ
2018-06-30
თენგიზ ვერულავა
აგროდაზღვევის განვითარების პრობლემები საქართველოში

ანოტაცია აგროდაზღვევის განვითარებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ერთ-ერთ უმთავრეს დაბრკოლებას წარმოადგენს დაზღვევისადმი უნდობლობა. ამ მხრივ მიზანშეწონილია სადაზღვევო ხელშეკრულების პირობების შესახებ დამზღვევთა (ფერმერთა) ინფორმირებულობის ამაღლება. იგი ხელს შეუწყობს სადაზღვევო კომპანიებს შორის კონკურენციის ამაღლებას, რაც დადებითად იმოქმედებს დამზღვევის მიერ
2018-06-30
თამარ ზირაქაშვილი
კომერციული ბანკების საქმიანობა საგადასახადო ადმინისტრირების ფორმირებასა და განვითარებაში

ანოტაცია. მითითებული ზომები მოწოდებულია, აამაღლოს საგადასახადო შემოწმების ხარისხი, ოდენობა, სიღრმე და საგადასახადო მუშაკების შრომის ნაყოფიერების და ეფექტურობის ზრდა. ყოველივე ეს კი უზრუნველყოფს საბიუჯეტო შემოსავლების გადიდებას, გააძლიერებს საგადასახადო ორგანოების ინფორმირებულობას, რაც განაპირობებს გადასახადებზე დამატებითი ჯარიმებისა და სანქციების გამოყენებით
2018-06-30
თეა კასრაძე
ოფიციალური ფინანსური ნაკადები – განვითარების დაფინანსების მნიშვნელოვანი წყარო

ანოტაცია. თანამედროვე სამეცნიერო ნაშრომებსა და კვლევებში, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებსა და გამოცემებში ხშირად გვხვდება ტერმინი „განვითარების დაფინანსება“. ფართო საზოგადოებისთვის იგი საგარეო გრანტებთან, შეღავათიან სესხებს და დახმარებებთან ასოცირდება და კონკრეტულად თუ რა სახის დაფინანსებას გულისხმობს, რა არის ამგვარი დაფინანსების
2018-06-30
ხათუნა შალამბერიძე
კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელი და მისი ხარისხის შეფასების მაჩვენებლები

ანოტაცია. საქართველოს საკრედიტო ბაზარი განსხვავდება მსოფლიოს წამყვანი ბაზრებისგან, უპირველესად საკრედიტო ინსტიტუტების განვითარების დონით. ინსტიტუტების განვითარება ამცირებს საკრედიტო რისკის დონეს და ხელს უწყობს სტაბილური და თანმიმდევრული ეკონომიკური ზრდის მიღწევას. საქართველოს საკრედიტო ბაზარზე წარმოდგენილი კომერციული ბანკები და არასაბანკო საკრედიტო
2018-06-30
ზაირა ბერიძეპაატა აროშიძე
სპორტული ინდუსტრიის გავლენა თვითმმართველი ერთეულების ცხოვრების დონეზე (აჭარის მცხოვრებლების მაგალითზე)

ანოტაცია. დღეს სპორტული ტურიზმის ბუმია და ეს სფერო მომავალში აუცილებლად კიდევ უფრო განვითარდება, რაც, ტურიზმის განვითარებასთან ერთად, სპორტის სამომავლო პოპულარიზაციის გარანტიაც გახდება. საქართველო ამ მხრივ უიმედო ქვეყანათა რიცხვში ნამდვილად არ არის და აქ სპორტული ტურიზმის განსავითარებლად რესურსები არსებობს. შეიძლება ჩვენთან არ არის მსოფლიოში ცნობილი კლუბები, რის
2018-06-30
ციცინო გვრიტიშვილი
სტუდენტთა ჯანმრთელობის მიმართ დამოკიდებულების სოციალურ-დემოგრაფიული ასპექტები

ანოტაცია. სტატია ეფუძნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის მიერ 2016-2017 წწ. სტუდენტთა შორის ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის მასალებს, რომლის მიზანიც იყო მათი ჯანმრთელობის მიმართ დამოკიდებულების და თვითმოვლითი ქცევის თავისებურების შესწავლა. სოციოლოგიური გამოკითხვის ვრცელი მასალიდან სტატიაში გაანალიზებულია ზოგიერთი
2018-06-30
ნინო გომელაური
თვითმოვლითი ქცევა და ახალგაზრდების სოციალური უსაფრთხოება

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია ახალგაზრდების ჯანმრთელობა, როგორც საზოგადოების სოციალური უსაფრთხოების მაჩვენებელი. უკანასკნელ პერიოდში საქართველოში მიმდინარე ცვლილებებმა გამოიწვია მოსახლეობის ცხოვრების დონის დაცემა, შემცირდა სიცოცხლის ხანგრძლივობა, რაც დემოგრაფიული კრიზისის ერთ-ერი ფაქტორია. საკვანძო სიტყვები: სოციალური ჯანმრთელობა, თვითმოვლითი ქცევა, სოციალური
2018-06-30
ლელა მენაბდიშვილივანო შუშტაკაშვილი
ქორწინების თავისებურებები საქართველოში 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით

ანოტაცია. სტატიაში გაანალიზებულია ქორწინების თავისებურებები საქართველოში. მონაცემები აღებულია 2014 წლის საყოველთაო აღწერიდან. ანალიზი გაკეთებულია სქესობრივ-ასაკობრივ ჭრილში და ასევე დასახლებების მიხედვით.  საკვანძო სიტყვები: ქორწინება, რელიგიური ქორწინება, ქორწინების რეგისრტაცია, ქორწინების ასაკი, ხელახალი ქორწინება. შესავალი ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე
2018-06-30
ნანა მენაბდიშვილი
ემიგრაციის გავლენა დემოგრაფიულ პროცესებზე

ანოტაცია. ნაშრომი ეხება ემიგრაციული პროცესების გავლენას დემოგრაფიულ პროცესებზე. საკითხი განხილულია 2002 და 2014 წლის საყოველთაო აღწერების მონაცემებზე დაყრდნობით და მიმდინარე სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით. ემიგრაციული პროცესები განხილულია სქესისა და ასაკის მიხედვით. ნაჩვენებია, რომ მნიშვნელოვნადაა მოსახლეობის რიცხვი შემცირებული და, ამასთან, მოსახლეობა
2018-06-30
ვლადიმერ სულაბერიძე
მოსახლეობის აღწარმოების უახლესი „ცივილიზებული" თუ დეპოპულაციური ტიპი!?

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია დეპოპულაციის, როგორც მოსახლეობის აღწარმოების უახლესი ტიპის თეორიული საკითხები, მოცემულია დეპოპულაციის ფაზების განვითარების ავტორისეული ჰიპოთეზური ვარიანტი და მოყვანილია მისი ფორმირების პროცესი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. მოცემულია მისი მოსალოდნელი ნეგატიური შედეგები. საკვანძო სიტყვები: დეპოპულაცია, ცივილიზებული ტიპი, თანამედროვე
2018-06-30
ანა ჯიქიაქეთევან შენგელია
ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლების ძირითადი ტენდენციები საქართველოში

ანოტაცია თანამედროვე პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლება“. ამ პრობლემას სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა ევროპის ქვეყნებში, საქართველო კი თანდათან ევროპის ნაწილი ხდება. ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის პრიორიტეტულობა განპირობებულია მრავალი გარემოებით, რომელთა შორის უმთავრესია ეკონომიკის ზრდის
2018-06-30
ჯილდა ჭეიშვილი.
მოსახლეობის დამოკიდებულება თაობათა განახლების პროცესზე

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია  მოსახლეობის  შეხედულებები თაობათა  ცვლის და განახლების პროცესისადმი.ქვეყანაში შექმნილი დემოგრაფიული კრიზისის, კერძოდ, მოსალოდნელი დეპოპულაციის  შესწავლის მიზნით, ჩავატარეთ სოციოლოგიური გამოკვლევა, რამაც საშუალება მოგვცა, გამოგვევლინა მოსახლეობის დამოკიდებულება ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ, კერძოდ შობადობის
2018-06-30
მანანა ხარხელიანი ქიმაძე
შრომითი ემიგრაცია საქართველოდან და მისი სახელმწიფოებრივი რეგულირება

ანოტაცია. სტატიაში _ „შრომითი ემიგრაცია საქართველოდან და მისი სახელმწიფოებრივი რეგულირება“ _ წარმოდგენილია საქართველოს დღევანდელი დემოგრაფიული სურათი, მისი მოსალოდნელი პროგნოზი და მოსახლეობის შემცირებაზე გარე მიგრაციის უარყოფითი გავლენა. გლობალიზაციის ფონზე, როდესაც ქვეყნებს შორის წაიშალა საზღვრები, გარე მიგრაცია და სამუშაო ადგილის არჩევანი ადამიანის
2018-06-30
რამაზ ართმელაძე
ეკონომიკური გლობალიზაცია

ანოტაცია. მსოფლიო ეკონომიკაში გლობალიზაცია სულ უფრო მასშტაბურ ხასიათს იძენს. ეკონომიკური გლობალიზაციის პროცესში ჩართულია სხვადასხვა ქვეყნები, რომლებიც ერთმანეთთან ვაჭრობით და სხვადასხვა შეთანხმებებით დღითი დღე განვითარების ახალ ეტაპზე გადადიან. ეკონომიკურმა გლობალიზაციამ სამყარო ახალ საფეხურზეჶ აიყვანა. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ეკონომიკური
2018-06-30
ტასო გეთაშვილი
ინსტიტუციურ-ეკონომიკური რეფორმების ზემოქმედება უძრავი ქონების საბაზრო ფასის ჩამოყალიბებაზე საქართველოში

ანოტაცია. უძრავი ქონების საბაზრო ფასის ჩამოყალიბებაზე მუდმივად ახდენს გავლენას ფინანასური, ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული თუ დემოგრაფიული ცვლილებები ქვეყანაში. ეკონომისტებისთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ინსტიტუციურ-ეკონომიკური რეფორმები, ვინაიდან, სწორედ აღნიშნეული რეფორმების შედეგია ყველა დანარჩენი ცვლილება ქვეყანაში ეკონომიკური
2018-06-30
სალომე დავითულიანი
საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო სისტემის ეფექტიანობის მიკრო და მაკრო ფაქტორები

შესავალი ტრანსპორტი საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგია, რაც განპირობებულია, ერთი მხრივ, სატრანსპორტო მომსახურების აუცილებლობით ეკონომიკისათვის საერთოდ და, მეორე მხრივ, ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობით, რაც სატრანზიტო გადაზიდვებისათვის უპირატესობას ქმნის ტვირთნაკადებისათვის აზერბაიჯანის და სომხეთის, ნაწილობრივ, შუა აზიის ქვეყნებისთვისაც. ტვირთების
2018-06-30
თამარ დოლიძე
ინოვაციური ეკონომიკის ძირითადი საკითხების თეორიული განზოგადება

ანოტაცია. ინოვაციური ეკონომიკა არის საზოგადოების ეკონომიკური ქცევის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ექვემდებარება დროსა და სივრცეში ცვალებადობას. განვიხილავთ ინოვაციურ ეკონომიკას ცივილიზაციურ მოდელებთან კავშირ-ურთიერთობაში. განვსაზღვრავთ ინოვაციური ეკონომიკის ცნების არსს და მის სემანტიკურ ასპექტს; განვიხილავთ ი. შუმპეტერისა და ნ. კონდრატიევის ეკონომიკურ თეორიებს
2018-06-30
შოთა ვაშაკიძე
საწარმოო პერსონალი _ კომპანიის უმნიშვნელოვანესი რესურსი

ანოტაცია. თანამედროვე აგრესიულ ბიზნესგარემოში, როდესაც ტექნოლოგიების განვითარების დონე კომპანიებს აძლევს იმის საშუალებას, რომ მოკლე ვადაში გაიმეორონ „გუშინდელი“ ინოვაცია, საიმედო კონკურენტული უპირატესობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ადამიანური ფაქტორის ეფექტიანი გამოყენების საფუძველზე. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ დღეს საწარმოო პერსონალის წარმატებულ
2018-06-30
ინეზა ვაწაძე
სოფლის ტურისტული ბიზნესის განვითრება როგორც ინკლუზიური ეკონომიკის ზრდის კონცეფციის რეალიზაციის ფაქტორი

ანოტაცია. დასაბუთებულია, რომ სოფლის ტურიზმი თანამედროვე მსოფლიოში სპეციალისტთა მიერ მიჩნეულია სოფლის მოსახლეობის დასაქმების ყველაზე პერსპექტიულ სფეროდ. ნაშრომში სოფლის ტურიზმის ეს მაჩვენებელი დაკავშირებულია საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ინკლუზიური განვითარების კონცეფციასთან. კონცეფციის რეალიზაცია, რაც მიიღწევა სოფლად ტურისტული ბიზნესის
2018-06-30
გია ზოიძე,
ინტელექტუალური კაპიტალი და ინოვაციური რესურსები: პრობლემები და გამოწვევები

ანოტაცია. ეროვნულ ანგარიშთა სისტემის მოთხოვნის შესაბამისად, ქვეყნის ეროვნულ სიმდიდრეში გათვალისწინებულია ინფორმაციის, ცოდნის, გამოცდილების, ტექნოლოგიების გამოყენების უნარი. ადამიანური კაპიტალი არის ცოდნის, სიმარჯვის, უნარ-ჩვევების ერთობლიობა, რომელიც ადამიანის და მთლიანად საზოგადოების მრავალმხრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად გამოიყენება. თავდაპირველად
2018-06-30
სალომე მალუძე
მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის (CRM) ავტომატიზებული სისტემის როლი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციონირებაში

ანოტაცია. ბოლო პერიოდში ტექნოლოგიური სიახლეები აქტიურად ინერგება სხვადასხვა სფეროში, რაც კომპანიებს კონკურენტული უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობას აძლევს. ერთ-ერთი მათგანია მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის(CRM) საუნივერსიტეტო სისტემა, რომლის მთავარი ღირებულებაც ერთ სივრცეში თავმოყრილი ინფორმაციაა, რომლის დამუშავებისა და ანალიზის საფუძველზე უმაღლეს
2018-06-30
ნანო ნინუა
საკადრო რეზერვის მართვის ინოვაციური სისტემის სრულყოფა კომპანიაში

ანოტაცია საკადრო რეზერვთან მუშაობის სისტემა კომპანიის მართვის ეფექტიანობის ამაღლების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და უნდა შეესაბამებოდეს მისი განვითარების სტრატეგიულ მიზნებს. კომპანიის საქმიანობა კადრების რეზერვის მართვის სფეროში ფოკუსირებულია პერსონალის კონკურენტუნარიანობის შეფასებასა და ამაღლებაზე. ჩვენ მიერ შემოთავაზებულია კადრების რეზერვის მართვის ნაწილში
2018-06-30
ნინო სებისკვერაძე
ორგანიზაციული კულტურის შექმნა კორპორაციებში

ანოტაცია. ყოველ კომპანიას გააჩნია საკუთარი ორგანიზაციული კულტურა, რაც მოიცავს ბიზნესის წარმართვის ფილოსოფიას და პრინციპებს, ფასეულობათა სისტემას, ქცევის სტანდარტებს, პრობლემების გადაწყვეტის გზებს და გადაწყვეტილების მიღების საშუალებებს, შრომით ატმოსფეროს, “ფოლკლორს” ანუ კომპანიის ფასეულობების ისტორიას, ტაბუს სისტემას ან “მიუღებელ გადაწყვეტილებებს”.
2018-06-30
ნიკა ქიტოშვილიანა ანუშიძე
აზერბაიჯანის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მახასიათებლები

ანოტაცია. ნაშრომის მიზანია აზერბაიჯანის, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნის, ეკონომიკური პოლიტიკის მახასიათებლების განხილვა. პირველ რიგში, მოკლედ ვისაუბრებთ 2003 – 2013 წლებში აზერბაიჯანის ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ. შემდგომ,  განვიხილავთ აზერბაიჯანის თანამედროვე ეკონომიკურ პოლიტიკას როგორც ერთ-ერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას. ბოლოს შევაჯამებთ
2018-06-30
გიორგი ბრეგვაძე
რობოტოტექნიკის წარმოშობა-განვითარების ძირითადი ეტაპები და უახლესი პერსპექტივები

ანოტაცია ნაშრომი მოიცავს რობოტოტექნიკის წარმოშობა-განვითარების ძირითადი ეტაპების ანალიზს და განხილულია მისი განვითარების უახლოესი პერსპექტივები.  საკვანძო სიტყვები: რობოტოტექნიკა, ანდროიდი, რობოტი, მექანიკა, ტვირთამწეობა, სამრეწველო, მედიცინის, სამხედრო  შესავალი მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ადამიანების მთელი თაობა გაიზარდა უკვე, რომელთაც ვერ
2018-06-30
ანზორ აბრალავარუსუდან ქუთათელაძე
სახელმწიფო ინტეგრაციული პოლიტიკის ფაქტორული კლასიფიკაცია

ანოტაცია. თანამედროვე პერიოდში წარმოიშვა ინტეგრაციის ახალი დონე. იგი განიხილავს არა მარტო ქვეყნების ინტეგრაციას, არამედ ეროვნული მეურნეობის რეგიონებს. საჭიროა განვასხვავოთ ერთმანეთისაგან ქვეყნების ინტეგრაციისა და რეგიონების ინტეგრაციისპ როცესები. რეგიონების განვითარების დონე დამოკიდებულია როგორც ეგზოგენურ, ასევე ენდოგენურ ფაქტორებზე, რომლებიც ხელს უწყობს
2018-06-30
ილია (აზიკო) სისვაძე
საგადასახადო ტვირთის ოპტიმიზაცია დაყოვნებისა და მასშტაბის ეფექტების გათვალისწინებით

ანოტაცია. ნაშრომში დასაბუთებულია, რომ ლაფერის კანონის ამსახველი ტრადიციული მრუდი და შესაბამისი კვადრატული პარაბოლას ფუნქცია სრულად ვერ ასახავს რეალურ ფისკალურ პროცესებს. იმის გამო, რომ გადასახადების განაკვეთების ცვლილებას ახასიათებს დაყოვნების ეფექტები, საწყის მომენტში ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავალი გაიზრდება არა მყისიერად, არამედ თანდათანობით, ხოლო 100%-თან
2018-06-30