English / ქართული / русский /
რამაზ აბესაძე
ეკონომიკური უსაფრთხოების გლობალური საფრთხეები

ანოტაცია. ეროვმულ ეკონომიკაზე დიდ გავლენასა ახდენსმსოფლიოში მიმდინარე როგორც ეკონომიკური, ისე არაეკონომიკუური ფაქტორები. ნაშრომში განხილულია ეკონომიკური უსაფრთხოების გლობალური ეკონომიკური და არაეკონომიკური საფრთხეები. გლობალური ეკონომიკური საფრთხეებიდან გამოიყოფა: ეკო¬ნომიკური კრიზისები; ენერგეტიკული პრობლემა; სიღარიბის პრობლემა; სასურსათო პრობლემა;
2025-09-29
იოსებ არჩვაძე
სახელმწიფო სასურსათო უსაფრთხოების თანამედროვე პრობლემები საქართველოში

ანოტაცია. სახელმწიფო უსაფრთხოება გულისხმობს ერის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, პოლიტიკური სტაბილურობის და მისი მოქალაქეებისა და ინსტიტუტების უსაფრთხოების დაცვას შიდა და გარე საფრთხეებისგან. ის მოიცავს სექტორების ფართო სპექტრს, სამხედრო თავდაცვიდან კიბერმდგრადობამდე და ეკონომიკურ სტაბილურობამდე. მათ შორის ერთ-ერთი საკვანძოა ქვეყნის ეკონომიკური
2025-09-29
გივი ბედიანაშვილი
ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოების მაკროსისტემური გამოწვევები გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფის კონტექსტით

ანოტაცია. არსებულ გლობალიზებულ კონფრონტაციულ სამყაროში, საერთა-შორისო წესრიგის ტრანსფორმაციის პირობებში, გლობალური კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება და სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა ერების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს. ამ სტატიაში წარმოდგენილი კვლევის მთავარი მიზანია კონცეპტუალური ფორმით მაკრო დონის სისტემური გამოწვევბის
2025-09-29
გიორგი ბერულავა
ინოვაცია და R&D (კვლევა და განვითარება) საქართველოში: მიმდინარე მდგომარეობა, გამოწვევები და რეკომენდაციები

ანოტაცია. კვლევა კრიტიკულად აფასებს ინოვაციებისა და R&D-ის (კვლევა და განვითარება) სტრუქტურულ კონფიგურაციას საქართველოში პოლიტიკის შესაბამისი დასკვნების გამოსატანად. კვლევის შედეგები მიუთითებს R&D-ის (კვლევისა და განვითარების) ინტენსივობის მუდმივ დაბალ მაჩვენებელზე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ინდუსტრიას შორის არასაკმარის არტიკულაციაზე და
2025-09-29
ნუგზარ თოდუაგრიგოლ ქარცივაძე
უმაღლეს განათლებაში ChatGPT-ის გამოყენებისადმი სტუდენტთა დამოკიდებულება

ანოტაცია. ნაშრომში შესწავლილია ChatGPT-ის, როგორც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიის, როლი უმაღლეს განათლებაში. საკვლევი თემის გარშემო არსებული მნიშვნელოვანი ლიტერატურის გაანალიზების საფუძველზე წარმოდგენილია კვლევის ძირითადი ცვლადები: ChatGPT-ის გამოყენების აღქმული სიმარტივე, ChatGPT-ის გამოყენების აღქმული სარგებლიანობა, ChatGPT-ისადმი დამოკიდებულება, ChatGPT-ის გამოყენების
2025-09-29
ლია თოთლაძემამუკა ხუსკივაძე
ინოვაციური რაიონები, როგორც მდგრადი ურბანული განვითარების ფაქტორი

ანოტაცია. ინოვაციური რაიონების არსებობა პირდაპირ კავშირშია ურბანიზაციის პროცესთან და წარმოადგენს თანამედროვე ურბანული განვითარების ერთ-ერთ ინოვაციურ მიმართულებას. მდგრადი ურბანიზაცია კომპლექსური კონცეფციაა, რომელიც სამ ძირითად განზომილებას მოიცავს: ეკონომიკურს, გარემოსდაცვითს და სოციალურს. ინოვაციური რაიონების განხილვა სწორედ მდგრადი ურბანიზაციის სოციალური
2025-09-29
თეიმურაზ შენგელია
სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საერთაშორისო კომპანიებზე კულტურული ფაქტორების ზეგავლენის კვლევა

ანოტაცია.  უკანასკნელ პერიოდებში კულტურული ფაქტორების ზეგავლენის დადგენა ბიზნესზე   მნიშვნელოვანი მეცნიერული კვლევის სფერო გახდა. ამ პრობლემის შესწავლა და ანალიზი მეტ აქტუალობას იძენს რეგიონულ ჭრილში. ის ნაკლებად შესწავლილია მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, რომელთა შორის არის საქართველო. აღნიშნული პრობლემის კვლევისთვისთვის გამოიყენება სხვადასხვა
2025-09-29
მალხაზ ჩიქობავანაზირა კაკულიათეა ლაზარაშვილი
რატომ ვერ განჭვრიტა მეინსტრიმულმა მაკროეკონომიკამ გლობალური ფინანსური კრიზისი

ანოტაცია. საყოველთაოდ აღიარებით, 2007-2009 წლების გლობალური ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისი ყველაზე უარესი გლობალური ეკონომიკური კრიზისია 1930-იანი წლების დიდი დეპრესიის შემდეგ; ორივე შემთხვევაში, ეკონომიკური ვარდნა თანდაყოლილი იყო მძიმე ფინანსური კრიზისით, ორივე კრიზისი შეეხო მსოფლიოს დიდ ნაწილს და ორივე შემთხვევაში დედამიწის დიდმა ნაწილმა თავი დააღწია მას. ყველაზე მეტად
2025-09-29
რევაზ ჯავახიშვილი
საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი და მისი მართვის სრულყოფის ძირითადი მიმართულებები

ანოტაცია. სავალო ურთიერთობები, როგორც საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი ფორმა, თანამედროვე ეკონომიკური თეორიის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. ნაშრომში განხილულია საგარეო ვალის არსი, წარმოშობის ისტორიული წანამძღვრები, მისი ფორმები, სტრუქტურა, სოციალურ-ეკონომიკური დანიშნულება და ფუნქციები. სათანადო ციფრობრივი და ფაქტობრივი მასალების
2025-09-29
რამაზ აბესაძეეთერ კაკულიანანა ბიბილაშვილიქრისტინე (ქეთევან) კურატაშვილი
სახელმწიფოს ეკონომიკური უსაფრთხოების თეორიული პრობლემები

ანოტაცია. სახელმწიფოს მუდმივი და უმნიშვნელოვანესი მოვალეობაა ზრუნვა ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე. ნაშრომში გამოკვლეულიასახელმწიფოს ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის თეორიული საკითხები. სახელმწიფოს მიერ ეკონომიკური უსაფრთხოების გეგმის შემუშავებისას, უპირველეს ყოვლისა, გამოკვლეული უნდა იქნეს ქვეყნის ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა, განისაზღვროს გლობალური და
2025-09-29
ციცინო ძოწენიძე
გეოეკონომიკა როგორც ხიდი კლასიკურ და ალტერნატიულ ეკონომიკურ თეორიებს შორის თანამედროვე ტრანსფორმაციების კონტექსტში

ანოტაცია. სტატია ეხება გეოეკონომიკას როგორც ინტეგრაციულ ჩარჩოს, რომელიც კლასიკურ და ალტერნატიულ ეკონომიკურ თეორიებს შორის „ხიდის“ როლს ასრულებს. განხილულია სმიტის „უხილავი ხელი“, რიკარდოს შედარებითი უპირატესობა და მარშალის მოდელი, ასევე მათი ლიმიტები თანამედროვე გლობალურ რეალობაში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინსტიტუციონალიზმს, ქცევით ეკონომიკას,
2025-09-29
გიორგი ბრეგვაძე
ექსპორტ-იმპორტი საქართველოში

ანოტაცია. ნაშრომი მიმოიხილავს ექსპორტისა და იმპორტის დინამიკას საქართველოში 2024-2025 წლებში, ფოკუსით 2025 წლის იანვარ-მაისის მაჩვენებლებზე. აქვეგაანალიზებულია საგარეო ვაჭრობის სტატისტიკური მონაცემები, სავაჭრო ბრუნვის სტრუქტურა, სავაჭრო დეფიციტის მასშტაბები, ასევე მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები და სასაქონლო ჯგუფები. ნაშრომში წარმოდგენილია ექსპორტისა და იმპორტის
2025-09-29
მაია გოგოხია
მოსახლეობის დანაზოგების როლი ეკონომიკაში და მისი ტრანსფორმაცია

ანოტაცია. კაცობრიობის ევოლუციის ყოველ მომდევნო ეტაპთან ერთად, სამეცნიერო ცოდნის დაგროვების კვალობაზე, მოსახლეობის დანაზოგების ცნების გაგება უფრო კომპლექსური და მრავალასპექტიანი გახდა. ნაშრომში განხილულია მოსახლეობის დანაზოგების ფორმირების განსხვავებული ხერხები, ფუნქციები, დამზოგველ ქცევაზე მოქმედი ფაქტორები, შემნახველი ქვოტა, შემნახველი ფუნქციის მოდიფიკაციები,
2025-09-29
ხათუნა თაბაგარი
საქართველოს ექსპორტის ზოგადი ანალიზი 2022-2024 წლებში

ანოტაცია. სტატიაში განხილულია საქართველოს ექსპორტთან დაკავშირებული მდგომარეობა 2022-2024 წლებში, განხორციელებულია ზოგადი ანალიზი.  შესავალი საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობას ახასიათებს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. საქართველომ გააფორმა უამრავი საერთაშორისო სავაჭრო თუ დახმარების ხელშეკრულება 1992 წლიდან დღემდე, მაგალითად, ჰუმანიტარული
2025-09-29
თეა ლაზარაშვილილინა დათუნაშვილითეიმურაზ გოგოხია
ინოვაციური უსაფრთხოება, როგორც ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების ძირითადი დეტერმინანტი

ანოტაცია. მსოფლიოს უმეტესობა ქვეყნებში დიდი ხანია მიმდინარეობს კვლევები, რომლებიც ეხება ეროვნულ და ეკოლოგიურ უსაფრთხოებას. ამასთან ინოვაციურობა მოცემულ კვლევებში განიხილება როგორც ეკონომიკური ან სამეცნიერო-ტექნიკური უსაფრთხოების ძირითადი შემადგენელი ნაწილი. ამ დროის განმავლობაში შემუშავებულია ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური უსაფრთხოების შესწავლის
2025-09-29
მედეა მელაშვილინუნუ ქისტაურიქეთევან ქველაძე
სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივი რეგულირების ზოგიერთი ასპექტი საქართველოში

ანოტაცია. ნაშრომი ეძღვნება ისეთ აქტუალურ საკითხს, როგორიცაა სურსათის უსაფრთხოების უზრყნველყოფა და მისი სამართლებრივი რეგულირება. ავტორს განხილული აქვს სურსათის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკანონმდებლო საკითხები, როგორც უცხოეთში, კერძოდ ევროკავშირში, ასევე საქართველოში. აქ მითითებულია ყველა ის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლებიც ამათუ იმ ქვეყნის მხრიდან მოთხოვნის
2025-09-29
ზურაბ ნოზაძე
მაკროეკონომიკური საფრთხეების და გამოწვევების ძირითადი საკითხები საქართველოში

ანოტაცია. სტატიაში მოცემულია თანამედროვე პირობებში მასკროეკონომიკაში არსებული ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემები, რომლებიც ხელს უშლიან ეკონომიკის მდგრად განვითარებას. გაანალიზებულია ეკონომიკური უსაფრთხოების რისკი და საშიშროება, რომელიც უარყოფითად მოქმედებენ ეკონომიკის განვითარებაზე და ქვეყნის სიძლიერეზე. მოცემულია კონკრეტული წინადადებები და რეკომენდაციები
2025-09-29
სალომე სილაგაძე
ქართული მიგრაციის დინამიკა და ნეგატიური შედეგების ასპექტები

ანოტაცია. მიგრაციის უარყოფითი ტენდენციების შესწავლა აქტიურად ექცევა საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების ქვეშ. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ემიგრაცია ქართული ეკონომიკის სტაბილური ტენდენცია გახდა, რომელიც ახდენს ზეგავლენას როგორც ეკონომიკურ ასევე, სოციალურ განვითარებაზე. საერთაშორისო ინსტიტუტების დაკვირვების შედეგად, მიუხედავად დადებითი მხარეებისა,
2025-09-29
დავით ჭელიძე
ეროვნული ვალუტის ოცდაათწლიანი ისტორიის მნიშვნელოვანი ტენდენციები და არსებული სირთულეების დაძლევის ზოგიერთი მიმართულება

ანოტაცია. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ მიღებული, ეროვნული ბანკის სამივე (1991 წლის 2 აგვისტო; 1995 წლის 23 ივნისი; 2009 წლის 24 სექტემბერი) კანონის მნიშვნელოვანი დებულებების, მათი ცვლილებებისა და უკანასკნელი წლების ინფლაციის მაჩვენებელების ანალიზზე დაყრდნობით წარმოდგენილია მოსაზრება: წლიური ინფლაციის ფაქტობრივი მაჩვენებლის, ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე
2025-09-29
ნათია კახნიაშვილიხათუნა ბარბაქაძენატო კაკაშვილი
ლიკვიდობის რისკის მართვის თანამედროვე მიდგომები ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის პირობებში

ანოტაცია. სტატიაში ასახულია ლიკვიდობის რისკის მართვის თანამედროვე მიდგომების ანალიზი ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის პირობებში. ტექნოლოგიური პროგრესი როგორიცაა ციფრული პლატფორმები, Big Data, ხელოვნური ინტელექტი და Blockchain მნიშვნელოვნად ცვლის ფინანსურ სექტორში რისკების მართვის ტრადიციულ ჩარჩოებს. სტატია შეისწავლის კომერციულ ბანკებში ამ ტექნოლოგიების გამოყენების პრაქტიკას
2025-09-29
ლევან კიკილაშვილი
ბიზნესის კონკურენტუნარიანობა მწვანე ტექნოლოგიების ეპოქაში: საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის პერსპექტივა

ანოტაცია. კავკასიის რეგიონში მწვანე ბიზნესის განვითარება დღევანდელ ეკონომიკურ და ეკოლოგიურ დისკურსში ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად იქცა. იგი უშუალოდ უკავშირდება კლიმატური ცვლილებების შემცირებას, ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების დანერგვასა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას. მწვანე ბიზნესის მოდელები არა მხოლოდ ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს ქმნის, არამედ
2025-09-29
დალი მაგრაქველიძე
ხელოვნური ინტელექტის როლი რისკების თანამედროვე მართვაში

ანოტაცია. თანამედროვე რეალობაში მზარდი ბაზრის არასტაბილურობის, კიბერუსაფრთხოების საფრთხეების და ფინანსური რისკების ფონზე, რისკების მართვა გარდამტეხ ფაზაში შედის. ხელოვნური ინტელექტი (AI) ქმნის ახალ პარადიგმას, რომელიც ტრადიციული რისკების მართვის მიდგომებს ანაცვლებს ან ავსებს. ნაშრომში განხილულია, თუ როგორ იყენებენ კომპანიები, განსაკუთრებით ფინანსური და ტექნოლოგიური
2025-09-29
რუსუდან პაპასკირისაბა პაპასკირი
ფირმის კაპიტალის ოპტიმალური სტრუქტურის დაკომპლექტების სტრატეგია ფინანსური ლევერიჯის საშუალებით

ანოტაცია. ნაშრომი იკვლევს ფირმის ფინანსური მენეჯერის წინაშე მდგარ ერთ–ერთ რთულ ამოცანას – კაპიტალის ოპტიმალური სტრუქტურის დაკომპლექტებას ფინანსური ლევერიჯის გამოყენებით. კვლევის მიზანია კომპანიის მიერ სესხის საშუალებით საკუთარი კაპიტალის მომგებიანობის გაზრდა ისე, რომ არ გაიზარდოს ფინანსური რისკი. ნაშრომი იძლევა რეკომენდაციებს, როგორ შეიძლება კომპანიამ მეტი
2025-09-29
გიგა პერტია
მცირე ბიზნესსექტორის განვითარების მთავარი გამოწვევები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში და მათი რაციონალური გადაჭრის გზები

ანოტაცია. თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის პირობებში, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მცირე ბიზნესი განიხილება, როგორც ეკონომიკური რეკონსტრუქციისა და ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა. გასული ათწლეულების განმავლობაში ჩატარებული კვლევების უმეტესობა მოწმობს, რომ კერძო ბიზნესსექტორში მცირე საწარმოების რაოდენობა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე დიდი საწარმოების. აღნიშნული
2025-09-29
მარინე ცუცქირიძე
ბიზნესის განვითარების ფაქტორები საქართველოში

ანოტაცია. ეკონომიკური და სოციალური განვითარების თანამედროვე პროცესების ძირითად მოთხოვნას წარმოადგენს ბიზნესის სისტემების ფორმირებისა და ფუნქციონირებისათვის საჭირო ფაქტორების -სამეწარმეო და საბაზრო ფაქტორების, არსებობისა და მისი გამოყენების, საქართველოში კონკურენტუნარიანი საბაზრო გარემოს ჩამოყალიბებისათვის აუცილებელ მიმართულებათა დასაბუთებას. ამ მიზნით
2025-09-29
ზურაბ წერეთელი
მცირე ბიზნესის განვითარების ძირითადი პრობლემები და გავრცელებული გამოწვევების გადაჭრის გზები

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია მცირე ბიზნესის როლი და მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. თანამედროვე ბიზნესსექტორში არსებული მდგომა¬რეობის გაანალიზების საფუძველზე გამოკვეთილია ის ძირითადი პრობლემები, რაც გარკვეულწილად ხელს უშლის მცირე ბიზნესის ფუნქციონირებას და პერსპექტიულ განვითარებას. შესაბამისად წარმოდგენილია აღნიშნული გამოწვევების გადაჭრის
2025-09-29
ნინო წივწივაძენანული ძიმცეიშვილი
სამშენებლო კომპანიების ფინანსური მდგრადობისა და გაკოტრების რისკების შეფასების მეთოდოლოგიური საკითხები

ანოტაცია. სტატიაში განხილულია სამშენებლო სექტორისთვის დამახასიათებელი ფინანსური რისკებისა და გადახდისუუნარობის ალბათობის შეფასების თანამედროვე მიდგომები. კვლევის მიზანია გაკოტრების რისკის პროგნოზირების ისეთი მეთოდოლოგიური ჩარჩოს ფორმირება, რომელიც მორგებული იქნება საქართველოს სამშენებლო ინდუსტრიის სპეციფიკაზე. გამოყენებულია როგორც თეორიული, ისე ემპირიული
2025-09-29
ხათუნა ბერიშვილიმარიკა გოგუაძე
საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ანალიზი და კვლევის თავისებურებები

ანოტაცია. თანამედროვე გლობალურ სამყაროში საერთაშორისო ეკონომიკური ინტეგრაცია წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოთა შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისა და თანამშრომლობის ხარისხს. ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოსთვის ევროკავშირთან ინტეგრაცია ერთ-ერთი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი გახდა, რაც
2025-09-29
ლია დვალიშვილითენგიზ ქავთარაძე
სასურსათო უსაფრთხოების გლობალური გამოწვევები და ხარისხის უზრუნველყოფის გზები: საერთაშორისო გამოცდილება და საქართველოს მაგალითი

ანოტაცია. ნაშრომი ვრცლად ეხება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სოციალურ-ეკონომიკურ საკითხს – სასურსათო უსაფრთხოებას. განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული გლობალურ გამოწვევებზე, როგორიცაა მოსახლეობის სწრაფი ზრდა, ბუნებრივი რესურსების დეფიციტი, კლიმატის ცვლილება და ეკოლოგიური დეგრადაცია. ნაშრომში განხილულია საკვების ხარისხის უზრუნველყოფის თანამედროვე მექანიზმები (HACCP,
2025-09-29
გელა ლობჯანიძე
სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოების გლობალური ტენდენციები და საქართველოს მდგრადი განვითარების პერსპექტივები

ანოტაცია. ნაშრომში შესწავლილი და განხილულია სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოების გლობალური და მდგრადი განვითარების ტენდენციები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყოველი სახელმწიფოს მდგრად განვითარებაში, განსაკუთრებით მიმდინარე ტრანსფორმაციულ ცვლილებებთან დაკავშირებით და წარმოადგენს ცალკეული ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საფუძველს. გამოვლენილი და
2025-09-29
ნინო ჟორჟიკაშვილი
საქართველოს სატრანსპორტო სექტორში არსებული მდგომარეობა და გამოწვევები

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია საქართველოს სატრანსპორტო სექტორში არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და არსებული პრობლემები. სატრანსპორტო სექტორი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად სექტორს, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, თუმცა აღნიშნული სექტორის განვითარება ასევე დაკავშირებულია რიგ სოციალური და გარემოსდაცვით
2025-09-29
ირაკლი ქვარაია
თბილისში რამდენიმე მნიშვნელოვანი მშენებლობის შესახებ

ანოტაცია. თბილისი, როგორც საქართველოს დედაქალაქი ყოველთვის გამორჩეული იყო მშენებლობის მასშტაბებით, მაგრამ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში არანაირი მშენებლობა აღარ მიმდინარეობდა. ახალი საუკუნის დადგომასთან ერთად ისევ თბილისიდან დაიწყო კომერციული თვალსაზრიით ძალიან მომგებიანი ბინათმშენებლობის პროცესი და სხვა ტიპის
2025-09-29
ქეთევან ქველაძემედეა მელაშვილინუნუ ქისტაური
სურსათის უვნებლობის ზოგიერთი ასპექტი ტურიზმში (საქართველო)

ანოტაცია. ნაშრომი ეძღვნება ისეთ მნიშვნელოვან პრობლემას, როგორიცაა სურსათის უვნებლობა ტურიზმში. ნაშრომში ავტორი აღნიშნავს ტურიზმის უდიდეს მნიშვნელობას ეკონომიკის განვითარებაში, აქვე კარგადაა განხილული სურსათის უვნებლობისა და უზრუნველყოფის საკითხები. იგი მიუთითებს იმ პრობლემებზე, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს დარგის განვითარებას, მათ შორის საქართველოშიც. ნაშრომში
2025-09-29
ნუნუ ქისტაურიქეთევან ქველაძემედეა მელაშვილი
უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზოგიერთი ასპექტი ტურიზმის სფეროში (საქართველოში)

ანოტაცია. ნაშრომი ეძღვნება ისეთ აქტუალურ პრობლემას, როგორიცაა უსაფრთხოება და მისი უზრუნველყოფა ტურიზმში. აქ მითითებულია ყველა ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ტურიზმის სფეროში წამყვან პოზიციებს იკავებენ და არეგულირებენ დარგში არსებულ ყველა სიტუაციას, რომელთა გამოცდილებას საქართველოს შესაბამისი უწყებებიც ეყრდნობიან. ავტორს მიმოხილული აქვს საქართველოში
2025-09-29
მანანა ხარხელიდავით ნარმანიაგიორგი მორჩილაძეეკა ჩოხელინინო ვარდიაშვილიშორენა დავითაიამიხეილ მაკასარაშვილითემურ თორდინავა
ინოვაციური ტექნოლოგიური მიდგომების დანერგვის ტენდენციები ენერგეტიკაში: საქართველოს ენერგო უსაფრთხოების კონტექსტი[1]

ანოტაცია. ენერგოუსაფრთხოება თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ და სწრაფად ცვალებად სფეროდ რჩება, სადაც ტექნოლოგიური ინოვაციები გადამწყვეტ როლს თამაშობს ენერგიის ხელმისაწვდომობის, საიმედოობისა და მდგრადობის უზრუნველყოფაში. დღევანდელი გლობალური გამოწვევების ფონზე, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გამძლეობა, რესურსების ოპტიმალური მართვა და განახლებადი
2025-09-29
მადონა გელაშვილი
ეროვნული ეკონომიკის მწვანე განვითარების ეკოლოგიური ასპექტები: ბუნებრივი რესურსების ეკოლოგიურად მდგრადი გამოყენება, ეკოლოგიურად მდგრადი წარმოება და მოხმარება

ანოტაცია. "მწვანე ეკონომიკის" კონცეფცია შექმნილია სწორედ იმისთვის, რომ უზრუნველყოს ჰარმონიზაცია სამ – ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით (ეკოლოგიური) კომპონენტს შორის. ეს მისაღებია ყველა ჯგუფის – განვითარებული, განვითარებადი და დაბალ განვითარებული – ქვეყნებისათვის. „მწვანე ეკონომიკის“ კონცეფციის მომხრეები მიიჩნევენ, რომ არსებული ეკონომიკური სისტემა, ე.წ.
2025-09-29
ციცინო თეთრაული
საქართველოს ნიადაგის ტიპები და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოება

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია მიწის რესურსების არსი და მნიშვნელობა. შესწავლილია საქართველოს ნიადაგის ტიპები და მისი თავისებურებები. გაანალიზებულია ნიადაგის ეროზიის გამომწვევი მიზეზები და მასთან ბრძოლის გზები და მეთოდები. გაშუქებულია აგრარულ სფეროში მეტი კვალიფიციური კადრების მომზადების აუცილებლობა (ნიადაგ მცოდნეები, გეოლოგები, გეომორფოლოგები, სეისმოლოგები,
2025-09-29
ირაკლი არჩვაძე
შრომითი ემიგრაციისა და ფულადი რემიტანსების ნეგატიური ასპექტები

ანოტაცია. გლობალიზაციის, მოსახლეობის მობილურობის, მათ შორის შრომითი ემიგრაციის დინამიური ზრდისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ხარჯზე ფულადი რემიტანსების მოცულობა მათი მიმღები ქვეყნების უმრავლესობაში უსწრებს შესაბამისი სამამულო პროდუქტის ზრდის ტემპს. აღნიშნული გარემოება უზრუნველყოფს არა მარტო რეციპიენტი შინამეურნეობების კეთილდღეობის მნიშვნელოვან
2025-09-29
ლელა მენაბდიშვილი
ძალაუფლების დინამიკა თანამედროვე ოჯახში

ანოტაცია. წარმოდგენილ ნაშრომში განხილულია თანამედროვე ყოფაში როგორ ნაწილდება ძალაუფლება და გავლენა ოჯახის წევრებს შორის. ეს უკანასკნელი აყალიბებს გადაწყვეტილების მიღებას და ურთიერთობებს ოჯახში. თანამედროვე ძალაუფლების დინამიკა მნიშვნელოვნად განსხვავდება ტრადიციული, პატრიარქალური სტრუქტურებისგან, რომელთა მიხედვითაც ძალაუფლება ერთ ინდივიდშია კონცენტრირებული.
2025-09-29
ნანა მენაბდიშვილი
თანამედროვე საქართველოს ზოგიერთი დემოგრაფიული მონაცემი

ანოტაცია. საქართველოში დღეისათვის არსებული დემოგრაფიული მონაცემები ეგზისტენციურ საფრთხეს უქმნის ქართული სახელმწიფოს არსებობას. აშკარაა მოსახლეობის აბსოლუტური რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება. გასული საუკუნის მიწურულიდან დღემდე ქვეყნის მოსახლეობა 1 225 400 კაცითაა შემცირებული. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა რეგიონებში. იქ მცხოვრები ახალგაზრდები ჩართულები არიან
2025-09-29
ვლადიმერ სულაბერიძე
საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების სტრატეგია

ანოტაცია. წარმოდგენილი ნაშრომი ეხება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს – ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიული უსაფრთხოების სტრატეგიას. დღეს ეს საკითხი საკმაოდ აქტუალურია და მიზნად ისახავს ქვეყნის მოსახლეობის დეპოპულაციის შეჩერებას. ასევე მიგრაციის რაციონალიზაციით მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდის სტაბილიზაციას. მიზნიდან გამომდინარე, ძირითადი გადასაწყვეტი ამო¬ცა¬ნებია:
2025-09-29
ელენე ჩიქოვანი
შრომის სამართლიან ანაზღაურებაზე საყოველთაო უფლების რეალიზაციის გარანტიები საქართველოში

ანოტაცია. ნაშრომი ფოკუსირებულია სოციალური გარანტიების პრობლემებზე საქართველოში. ყურადღება არის გამახვლებული საქართველოს მთავრობის მიერ ხელმოწერილი ადამიანის „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტისა“ და „ევროპის სოციალური ქარტიის განახლებული ვერსიის“ მიხედვით განსაზღვრული ისეთი გარანტიების უზრუნველყოფაზე, როგორსაც
2025-09-29
გიორგი ხარშილაძე
ციფრული ტრანსფორმაციის სოციალური ასპექტები საქართველოში

ანოტაცია. სტატია მიზნად ისახავს საქართველოში ციფრული ტრანსფორმაციის სოციალური ასპექტების გაანალიზებას. გაანალიზებულია ციფრული ტექნოლგიების გავრცელება და მათი ზეგავლენა სოციალურ ჯგუფებზე, რეგიონულ განსხვავებაზე, განათლებაზე, შრომის ბაზარსა და სოციალურ უთანასწორებაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ციფრულ უთანასწორობაზე ციფრული პოლიტიკის
2025-09-29